ფრილანსერები და ბიზნესი — როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთმა სესიამ
ფოტო: თიბისი
დღევანდელ მსოფლიოში ფრილანსინგის მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება — ის არა მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყაროა, არამედ, უკვე ტრადიციული დასაქმების მოდელსაც კი ცვლის. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი, ბუნებრივია, უდიდესი როლი ითამაშა ფრილანსინგის მასშტაბების გაფართოებაში… აქ აღარ არსებობს ადგილმდებარეობით განსაზღვრული ბარიერები — შეიძლება ცხოვრობდე საქართველოში და დისტანციურად მუშაობდე ამერიკულ პროექტზე.
რეალურად, ფრილანსინგი ერთგვარ სტერეოტიპების მმსხვრეველად გამოჩნდა პროფესიულ ცხოვრებაში. სამსახური მხოლოდ ოფისად და რუტინულ რეჟიმად აღარ აღიქმება — აქ მთავარია, შესაბამისი უნარების ფლობა, დროის მართვა, გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნა და მულტიკულტურულ სამყაროში თავის დამკვიდრება.
ფოტო: თიბისი
ფრილანსერები და ბიზნესი — ამჯერად სწორედ ამ თემამ გააერთიანა მრგვალი მაგიდის ირგვლივ თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების სპიკერები:
- ნიკუშა ანთაძე — კრეატიული სააგენტო Q&A-ს თანადამფუძნებელი;
- ირაკლი გრძელიშვილი — Sapioo-ს დამფუძნებელი და დირექტორი;
- მარიამ ლორთქიფანიძე — Playmakers-ის მმართველი პარტნიორი
მათ ფრილანსიგის მნიშვნელობაზე, სფეროს სწორად ათვისებასა თუ გასათვალისწინებელ ნიუანსებზე ისაუბრეს. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი მხრივ, ფრილანსინგის უპირატესობებსა და დადებით მხარეს გაუსვეს ხაზი; მეორე მხრივ კი, გარკვეულ სირთულეებს. მაგალითად, ბევრს წარმოუდგენია, რომ ფრილანსერობა ყოველთვის თავისუფლებასთანაა დაკავშირებული — თითქოს, აღარ ხარ არავის დაქვემდებარებებული და მხოლოდ იმას აკეთებ, რაც თავად გსურს.
თუმცა, რეალურად, აქ პასუხისმგებლობა ისეთივა დიდია, როგორც ტრადიციულ სამსახურში მუშაობისას. დედლაინებიც ანალოგიურად მოქმედებს, ყოველი შემდგომი დამკვეთი კი დროებითი უფროსია. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ირაკლი გრძელიშვილის გამოცდილება: “უნდა იცოდეთ, რომ ფრილანსერობა საკუთარი თავის უფროსობას კი არ ნიშნავს, არამედ პირიქით, ბევრი უფროსი გიჩნდება. ბევრი ადამიანის მოლოდინის გამართლება გიწევს. გაითვალისწინეთ, მცდარია შეხედულება, თითქოს, მთელი რიგი პასუხისმგებლობებისგან თავისუფლდები… სანაცვლოდ, უფრო იმატებს, რადგან მეტ დამკვეთთან გიწევს თანამშრომლობა; უფრო მეტი ურთიერთობაა სამართავი“.
რადგან პასუხისმგებლობები ვახსენეთ, აქვე უნდა შევეხოთ დისციპლინის საკითხსაც. როგორც შეხვედრაზე გააჟღერეს სპიკერებმა, ფრილანსერს იმაზე მეტი დისციპლინის უნარი სჭირდება, ვიდრე სრულ განაკვეთზე დასაქმებულს; მით უმეტეს მაშინ, როცა ერთდროულად მუშაობს ბევრ პროექტზე. შესაბამისად, შესაძლებლობებიც რეალურად უნდა შეაფასო და მეტისმეტად ბევრ საქმეს არ შეეჭიდო… წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ერთ მათგანს ვერ შეასრულებ სრულყოფილად.
ფოტო: თიბისი
უშუალოდ ბიზნესის გადმოსახედიდან რომ ვისაუბროთ, ფრილანსინგის განვითარება საკმაოდ პრაქტიკულ ასპექტად იქცა. მაშინ, როცა ბრენდს ან კომპანიას გარე რესურსი სჭირდება რაიმე საქმის შესასრულებლად, აუცილებელი არაა მუდმივი თანამშრომლის დაქირავება; სანაცვლოდ, კონკრეტული საჭიროებით და განსაზღვრული ვადით თანამშრომლობენ ამა თუ იმ ფრილანსერთან. "ყოველდღიურად ვაკვირდები სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს და მექანიკურად ვინახავ მათ მონაცემებს. და როცა რაღაც ახალი პროექტი ჩნდება, ავტომატურად მახსენდება, ვინ შეიძლება გამოგვადგეს. ასე ვთქვათ, წერტილების შეერთებას ჰგავს ეს პროცესი. ყოფილა შემთხვევაც, რომ პირადად ვინმეს ნამუშევრები მომწონებია და შემდეგ მის ირგვლივ მომიფიქრებია იდეა", — აღნიშნა მარიამ ლორთქიფანიძემ.
რა თქმა უნდა, გამოწვევაზეც უნდა ვისაუბროთ: "მუდმივი თანამშრომლების ყოლის თვალსაზრისით, ბრენდებისა და კომპანიებისთვის გამოწვევად იქცა ფრილანსინგი. ხშირად ვერ ახერხებენ, სრულ განაკვეთზე იმდენი ანაზღაურება გადაუხადონ, რამდენიც შეიძლება, რომ ფრილანსერმა სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით გამოიმუშაოს — თან მუდმივად ოფისში ყოფნა არ უწევთ და საკუთარ თავისუფალ გრაფიკს არგებენ საქმეს. ამ მხრივ, კონკურენცია ნამდვილად თვალსაჩინოა", — აღნიშნა ნიკუშა ანთაძემ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფრილანსერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბრიფის მიღებისას კითხვების დასმის არ უნდა შეეშინდეთ. ზოგჯერ ჰგონიათ, თითქოს ასე დამკვეთს "დააფრთხობენ" და არაკომპეტენტურები გამოჩნდებიან; რეალურად კი, როცა ყველაფერი ცალსახა და ცხადია ორივე მხარისთვის, საქმე უფრო სრულფასოვნად სრულდება.
თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მორიგმა სესია ინფორმაციული აღმოჩნდა, როგორც უკვე მოქმედი ფრილანსერებისთვის, ისე მათთვის, ვინც სამომავლოდ აპირებს ფრილანსერობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები