ახალი კვლევა: გვიანობამდე სქროლვა მოზარდებში უძილობას და დეპრესიას იწვევს
ფოტო: OpenAI / On.ge
ეკრანთან გატარებული დიდი დრო მნიშვნელოვნად აზიანებს ძილს მოზარდებში — და ეს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა გოგონებში, რომელთა დეპრესიული სიმპტომების გაძლიერება, ხშირად, სწორედ ძილის დარღვევით აიხსნება.
შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც 4810 მოზარდს ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა, აჩვენებს, რომ ეკრანის გამოყენება ძილის ხანგრძლივობას, ხარისხსა და ბიოლოგიურ რიტმს (ქრონოტიპს) ერთდროულად აზიანებს. ეს ფაქტორები, თავის მხრივ, დაკავშირებულია დეპრესიის ნიშნების გაძლიერებასთან — განსაკუთრებით გოგონებში. ბიჭებში ძილის დარღვევებიც აღინიშნა, თუმცა მათ შემთხვევაში ეს ცვლილებები პირდაპირ არ იყო დაკავშირებული დეპრესიულ სიმპტომებთან.
ეკრანები, ძილი და ფსიქიკური ჯანმრთელობა
კვლევა ჩაატარა შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა სებასტიან ჰოკბის ხელმძღვანელობით და გამოქვეყნდა ჟურნალ PLOS Global Public Health-ში.
კვლევის მიზანი იყო გამოერკვია, მოქმედებს თუ არა ეკრანთან გატარებული დრო ძილზე და არის თუ არა ეს გავლენა დაკავშირებული მოზარდებში დეპრესიის სიმპტომებთან.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეკრანის გამოყენება აფერხებს ძილის ოთხ ძირითად ასპექტს:
- ძილის ხანგრძლივობას
- ძილის ხარისხს (დაძინების სირთულე, გამოღვიძება ღამით და ა.შ.)
- ქრონოტიპს (სხეულის ბიოლოგიურ რიტმს – გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება)
- სოციალურ ჯეტლეგს (კვირის დღეებსა და შაბათ-კვირას ძილის განსხვავებული რეჟიმი)
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ძილის ხარისხი — ეს იყო ის მაჩვენებელი, რომელიც გოგონებში დეპრესიულ სიმპტომებზე ყველაზე მეტად მოქმედებდა.
განსხვავებული გავლენა გოგოებსა და ბიჭებზე
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ეკრანთან გატარებული დრო გოგონებში მნიშვნელოვნად უკავშირდებოდა დეპრესიის სიმპტომებს, ხოლო ეს კავშირი გამოწვეული იყო ძილის დარღვევებით.
ეს დარღვევები — განსაკუთრებით ძილის ხარისხის, ქრონოტიპისა და ხანგრძლივობის ცვლილებები — განაპირობებდნენ ეკრანის გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება ბიჭებს, ეკრანთან გატარებულ დროს ჰქონდა გავლენა ძილზე, თუმცა ამ გზით განვითარებული ცვლილებები არ იყო მყარად დაკავშირებული დეპრესიასთან კვლევის 12-თვიან პერიოდში. მკვლევრების თქმით, ბიჭებში ეკრანის ნეგატიური გავლენა შესაძლოა გამოიხატოს სხვა ქცევით პრობლემებში — მაგალითად, იმპულსურობაში, ყურადღების დეფიციტში ან ქცევით სირთულეებში — რაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიზარდოს დეპრესიაში.
ძილი — როგორც გადამწყვეტი რგოლი
„ჩვენ დავინახეთ, რომ მოზარდებს, რომლებიც ეკრანთან მეტ დროს ატარებდნენ, დროთა განმავლობაში უვითარდებოდათ ძილის უარყოფითი ჩვევები. ეს ცვლილებები, განსაკუთრებით ძილის ხარისხის გაუარესება, მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული დეპრესიულ სიმპტომებთან — გოგონებში." წერენ კვლევის ავტორები,
"ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ეკრანთან ნაკლები დრო, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის უკეთესია — რაც შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინა რეკომენდაციებს. თუ ეკრანთან გატარებული დრო საზოგადოებრივ დონეზე, მაგალითად ჯანდაცვის პოლიტიკის მეშვეობით შემცირდება, სავარაუდოა, რომ მოზარდ გოგოებში, და შესაძლოა ბიჭებშიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის ტვირთი შესამჩნევად შემცირდეს.“
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები