პაპუაშვილი: სამწუხაროა, იმ ჯგუფის ხილვა, რომელიც ქართულ ენას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს და სარწმუნოებას აბიაბრუებს
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუქ-პოსტით მოქალაქეებს დედაენის დღე მიულოცა. პაპუაშვილმა განცხადებაში ასევე დასძინა, რომ მისთვის სამწუხაროა იმ ადამიანთა ჯგუფის ხილვა, რომლებიც ქართულ ენას და სარწმუნოებას "აბიაბრუებენ".
"გილოცავთ ქართული ენის დღეს!
თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დასაცავად ერთბაშად იხუვლა ახალგაზრდობამ და ინტელიგენციამ. სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების მიზნით გამართული დემონსტრაცია, სინამდვილეში, ქართული იდენტობის დაცვისა და მისთვის თავდადების გმირულ აქტს წარმოადგენდა.
ენა, მამული, სარწმუნოება! თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ილიასეული ფორმულა საბჭოთა პერიოდშიც კი ინახავდა ქართული ეროვნულობის მუხტს.
14 აპრილი იყო ნამდვილი წინამორბედი ათწლეულის შემდეგ აზვირთებული ეროვნული მოძრაობისა. როდესაც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვითხოვდით, ჩვენ ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა იგი, რა გვქონდა დასაცავი, საბრძოლი, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის შინაარსი.
ქართული ენა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსა და ქართული ცნობიერების მტკიცე და შეუცვლელ დუღაბს. ეს არის რაც გვაერთიანებს, რაც გვინახავს წარსულს და რომლის გარეშეც ვერ გვექნება მომავალი.
სამწუხაროა, დღევანდელ დღეს, თუნდაც ადამიანთა მცირეოდენი ჯგუფის ხილვა, რომლებიც ხელოვნურად თავსმოხვეული გლობალისტური იდეოლოგიის გავლენით სამშობლოს ინტერესს უცხოურ გავლენაზე ცვლიან, ქართულ ენას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და სარწმუნოებას აბიაბრუებენ.
უფროსმა თაობებმა საბჭოთა, ათეისტურ, უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად და ვერაგულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა.
ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს უარესი ჟამიც გამოუვლია, ჭკუა, ხერხი და ღონე უხმარია, საკუთარი არ დაუკარგავს და სხვისი არ ნდომებია. რადგანაც ჩვენი მიზნები და მისია მარადიულია, ათასწლეულებს სწვდება და უსასრულობისკენაა მიმართული" — წერს პაპუაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები