თეგეტა მოტორსი გარემოს დასაცავად — კოლაბორაცია ბრენდ ადამიანთან
ფოტო: თეგეტა მოტორსი
რამდენად შესაძლებელია, მოძველებული სარეკლამო ბანერები ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს და ახალი სიცოცხლე შეიძინოს? ამ კითხვაზე პასუხი ქართული ბრენდის — ადამიანის შთამბეჭდავი ნამუშევრებია, რომლებიც მოძველებული, გადამუშავებული სარეკლამო ბანერებისგან სხვადასხვა საჭირო აქსესუარად იქცა.
ბრენდ ადამიანის ძირითადი საქმიანობატყავის ნივთების ადგილობრივი წარმოებაა, თუმცა ცოტა ხნის წინ კომპანიამ ეკომიმართულება დაიმატა და სხვადასხვა ბიზნესს მათი სარეკლამო ბანერების გადამუშავებას სთავაზობს. ბრენდ ადამიანის დამფუძნებელი ნიკოლოზ ლუტიძე ამბობს, რომ ამ შეთავაზებაზე პასუხად აღფრთოვანებაც მიუღია, გაკვირვებაც და ირონიაც. თეგეტა მოტორსი კი ის კომპანიაა, რომელიც ბრენდთან თანამშრომლობის შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდა. კოლაბორაციის ფარგლებში — ადამიანმა თეგეტა მოტორსის სარეკლამო ბანერები გადაამუშავა და მეორად ნედლეულს ახალი სიცოცხლე შესძინა.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ნიკოლოზ ლუტიძე, ბრენდ ადამიანის დამფუძნებელი: “ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს გარემოში, ნაკლებად დაბინძურდეს პლანეტა, სადაც ვცხოვრობთ. თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ ძალიან ლამაზი ლეპტოპის ჩანთები. თეგეტა მოტორსი აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც მარტივად აღიქვა ამ პროექტის პოტენციალი და გარემოსთვის სასარგებლო დატვირთვა. სწორედ საერთო ღირებულებები და გარემოსდაცვითი ხედვა გახდა წარმატებული კოლაბორაციის საფუძველი. პროექტის ფარგლებში 8 უნიკალური დიზაინი შეიქმნა. ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი, შედეგად კი, ვფიქრობ, ძალიან კარგი პროდუქტი მივიღეთ“.
ადამიანთან თანამშრომლობა თეგეტა მოტორსის და თეგეტა გრინ პლანეტის ერთობლივი კამპანია — "არ გადაყარო, ჩააბარეს" ფარგლებში შედგა, რის შედეგადაც კომპანიის მიერ გამოყენებულმა სარეკლამო ბანერებმა ახალი ფორმა, ფუნქცია და სიცოცხლე შეიძინა.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ნარჩენების პრობლემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მსოფლიოში. ყოველდღიურად ნაგავსაყრელებზე ხვდება ტონობით მასალა, რაც არა მხოლოდ გარემოს აბინძურებს, არამედ ხელიდან გვაცლის იმ რესურსს, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაწყება შეეძლო. ჩვენი კამპანია, რომელიც ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, ამ გამოწვევას ეპასუხებოდა, ამიტომ სხვა აქტივობებთან ერთად ადამიანთან კოლაბორაციის შექმნაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.
ადამიანის — ხედვა და მისია სრულ თანხვედრაშია თეგეტას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებთან. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, გარემოზე ზრუნვა და, მეორე მხრივ, ისეთი კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ზრუნავენ გარემოზე. ინფორმაცია ბრენდის ეკოაქტივობების შესახებ დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ზეც განვათავსეთ, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს ინფორმაციის მიღება და — ადამიანის გარემოსდაცვითი აქტივობების მხარდაჭერა“.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ბრენდი ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა ჰუმანოიდის სახელით და იმ დროისთვის უჩვეულო პროდუქტი — ადგილობრივი წარმოების ტყავის ჩანთები, საფულეები და ბლოკნოტები შესთავაზა მომხმარებელს. მოგვიანებით, კომპანია გაიზარდა, სახელი შეიცვალა და — ადამიანი დაერქვა. კომპანიის ძირითად ხაზს ნარჩენების მართვის მიმართულება ბოლო წლებში დაემატა.
ადამიანის მეორე პროექტი ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ეხმიანება. მაშო მეგობრებისთვის — ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ცხოველების საკვების დაცარიელებული ტომრების გადამუშავებას და ამ მასალით ახალი ნივთების დამზადებას გულისხმობს, მათი გაყიდვიდან მიღებული თანხის 30% კი, მიუსაფარი ცხოველების მკურნალობასა და კვებას ხმარდება.
ადამიანის გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ წამოწყებულ გარემოს დაცვით პროექტებში სულ უფრო მეტი ხალხი და კომპანიები ჩაერთვება. Tegeta.care-ის მეშვეობით კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს ჯანსაღი გარემოსა და უკეთესი ეკოსისტემის შექმნაში.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კუღ. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის — Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები