მარიო ვარგას ლიოსა — შემოქმედება 10 ციტატაში
ფოტო: France 24
მარიო ვარგას ლიოსა, ნობელიანტი პერუელი მწერალი და ინტელექტუალი, მე-20-ე და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ფიგურა იყო. მისი ნამუშევრების მთავარი თემები ძალაუფლება, სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანი, სამოქალაქო თავისუფლება და დიქტატურის თავისებურებებია. მართალია, ლიოსასთვის ლიტერატურა უმთავრესად ბრძოლა იყო ავტორიტარიზმის, სიყალბისა და თვითცენზურის წინააღმდეგ, თუმცა მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდებოდა ფაქიზი სენტიმენტალიზმი და სიყვარულის კომპლექსურობის ნარატივებიც. წარმოგიდგენთ მის 10 გამორჩეულ ციტატას, რომლებიც ყველაზე მძაფრად გამოხატავს ლიოსას სულისკვეთებას:
"სისხლისღვრა სიმართლის სახელით, ღვთის სახელით, სამშობლოს სახელით — ყოველთვის მბრძანებლების საყვარელი თამაშია," — ვაცის ნადიმი
"როგორი განსხვავებაც უნდა იყოს ასაკში, სიყვარული მხოლოდ მაშინაა ხანმოკლე თუკი ლტოლვა მხოლოდ ფიზიკურია. როცა სიახლე იკარგება , როცა ერთმანეთს ეჩვევიან, სიყვარული თანდათან სუსტდება, სქესობრივი ლტოლვა ქრება და ერთად ცხოვრების გაგრძელებას სხვა სულიერი, გონებრივი თუ ზნეობრივი ანდამატი სჭირდება. აი, სწორედ ამ დროს აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკის სხვაობას" — დეიდა ხულია
"მათ დაივიწყეს ძალადობა, მკვლელობები, კორუფცია, ჯაშუშობა, იზოლაცია, შიში: საშინელება მითად ქცეულიყო. ახლა სამსახური ყველას ჰქონდა და დანაშაულიც ნაკლები იყო." ― ვაცის ნადიმი
"რა მოხდება, ამდენი წლის შემდეგ რომ აღმოაჩინო, რომ შენი მიზანსწრაფული, მოწესრიგებული გონების უკან, რომელიც არ ტყდება და არ ნებდება, იმ ციხე-სიმაგრის უკან, სხვები რომ აღმერთებენ და შურთ, სინამდვილეში ფაქიზი, ნაზი, დაჭრილი და სენტიმენტალური გული იმალება?" — ვაცის ნადიმი
"წერის მსგავსად, კითხვაც ცხოვრების არასრულყოფილების წინააღმდეგ მიმართული პროტესტია. როცა ცხოვრების დანაკლისს მხატვრულ ლიტერატურაში ვეძებთ, უთქმელად და გაუაზრებლადაც კი ვაცხადებთ, რომ სიცოცხლე ასეთი ფორმით ვერ აკმაყოფილებს ადამიანის ბუნების საბაზისო მოთხოვნილებას — სრულყოფილებისკენ მისწრაფებას. და ჩვენ ვთხზავთ, რათა როგორმე მოვახერხოთ და რამდენიმე ცხოვრება გამოვცადოთ, მაშინ, როცა ჩვენს ერთ სიცოცხლესაც კი ძლივს განვკარგავთ" — ამონარიდი ნობელის ლექციიდან
"ხალხი მარტივად იჯერებს იმას, რაც შიშს უმაგრებს ზურგს" — ხუთი კუთხე
"მტერს მაშინ ქმნი, როცა ძალაუფლებას დასაბუთება სჭირდება. მტრის გარეშე ხალხი გკითხავს — რატომ გემორჩილებით?" — ხუთი კუთხე
"დიქტატურა იწყება მაშინ, როცა ადამიანები ეჩვევიან სიჩუმეს" — ხუთი კუთხე
"ხანდახან ყველაზე ძლიერი ძალაუფლება ისაა, რომელიც უხილავია – ის, რომელიც რუტინად იქცა" – ქალაქი და ძაღლები
"ხალხი სწავლობს ჩუმად ყოფნას, როცა ხედავს, როგორ ისჯებიან ისინი, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობენ" – ვაცის ნადიმი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები