კოსმოსში 8 წუთის გატარების შემდეგ კეტი პერიმ მიწას აკოცა — როგორია "კოსმოსური ტურიზმი"?
ფოტო: Variety
პოპვარსკვლავი კეტი პერი, ჯეზ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი და ამერიკელი ტელეწამყვანი გეილ კინგი იმ ექვს მგზავრს შორის იყვნენ, რომლებიც ორშაბათს, ჯეფ ბეზოსის კოსმოსური "ტურისტული" კომპანიის – Blue Origin-ის მეშვეობით, სრულად ქალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად კოსმოსში გაფრინდნენ.
Blue Origin-ის რაკეტა კოსმოსში ორშაბათს დილით, ტეხასის დროით 9:30-ზე გაფრინდა, ტეხასის დასავლეთში მდებარე გაშვების ობიექტიდან. "ვარსკვლავურ" ეკიპაჟში კეტი პერის, ლორენ სანჩესისა და გეილ კინგის გარდა შედიოდნენ კოსმოსური ინჟინერი აიშა ბოუი, სამოქალაქო აქტივისტი ამანდა ნუენი და კინოპროდიუსერი კერიენ ფლინი.
რვაწუთიანი ფრენის განმავლობაში რაკეტამ დედამიწის ატმოსფეროში 100 კილომეტრზე მეტი გაიარა და გადაკვეთა კარმანის ხაზი, რომელიც კოსმოსის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრად ითვლება.
Blue Origin-ის განვითარებადი "კოსმოსური ტურიზმის პროგრამა" მგზავრებს ჰპირდება "რამდენიმე წუთს უწონადობის მდგომარეობაში" და ცხოვრებისეულად შემცვლელ ხედვას დედამიწაზე. ასტრონავტების კაფსულა, რომელიც სამ პარაშუტზე იყო ჩამოკიდებული, რაკეტის აფრენიდან რამდენიმე წუთში უსაფრთხოდ დაეშვა.
რაკეტის გაფრენის წინა დღეს კეტი პერიმ თავის მსმენელს უთხრა, რომ კოსმოსში აუცილებლად იმღერებდა. როგორც ირკვევა, მან თავისი დაპირება შეასრულა და მართლაც იმღერა — მომღერლის რჩეული სიმღერა ლუი არმსტრონგის What a Wonderful World გახდა.
Amazon-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსი პირველი იყო, ვინც ასტრონავტებს მიწაზე დაბრუნების შემდეგ მიესალმა — სწორედ მან გახსნა კაფსულის კარი და სანჩესს მიეგება. შემდეგ კაფსულიდან კეტი პერი გამოვიდა — მომღერალმა მუხლებზე დაიჩოქა და ქვიშიან მიწას აკოცა. გეილ კინგმაც იგივე გაიმეორა.
ფოტო: Blue Origin
Blue Origin კოსმოსური ტურიზმის განვითარებას გეგმავს, ამიტომ ჯეფ ბეზოსის კომპანიის მიერ დაგეგმილ კოსმოსურ ექსკურსიებს ამიერიდან ალბათ უფრო ხშირად ვიხილავთ.
იხილეთ ასევე:
ჯეფ ბეზოსი თავის საცოლესა და კეტი პერის სხვებთან ერთად უშვებს კოსმოსში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები