Silk App-ს უკვე 100 000 მომხმარებელი ჰყავს
ფოტო: სილქ ბანკი
შვიდი თვე — ასი ათასი მომხმარებელი. ეს რიცხვი მარტო ზრდას არ ასახავს… ის მიანიშნებს ნდობაზე, რომელიც ერთიანად გადმოვიდა ახალ საბანკო გამოცდილებაზე. სილქის აპლიკაცია არა მხოლოდ ფუნქციური და ტექნოლოგიურად დახვეწილი პლატფორმაა, არამედ ყოველდღიური ფინანსური კომფორტის ნაწილი გახდა ათი ათასობით ადამიანისთვის.
როგორ იქმნებოდა ეს გამოცდილება? რა იმალება იმ მარტივი, სწრაფი და მოქნილი ინტერფეისის უკან, რომელსაც დღეს უკვე ათობით ათასი მომხმარებელი ენდობა? ამ კითხვებზე სილქის აპის Product owner, მადონა კაჭკაჭაშვილი პასუხობს — ის გვიყვება, როგორ იქმნება პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ყოველდღიურობას ცვლის.
ფოტო: სილქ ბანკი
პირველ რიგში, საინტერესოა, რა იყო წარმატების მიზეზი, რამდენად გადააჭარბა შედეგებმა მოლოდინს?
ალბათ, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ვიდრე აპლიკაციას შევქმნიდით, პრიორიტეტად დავისახეთ გაგვერკვია, მომხმარებლების საჭიროებები; ასევე, რა პრობლემებსა და რა დაბრკოლებებს აწყდებოდნენ არსებულ საბანკო მომსახურების სფეროში. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ თითოეული ეტაპის გაუმჯობესება. კერძოდ, ისეთი ფუნქციების, პროცესების, გამოცდილების შექმნა, რაც მარტივად, სწრაფად და თან მათთვის სასარგებლო სახით შეასრულებინებდა მომხმარებელს ოპერაციებს.
საკმაოდ ბევრი კვლევა ჩავატარეთ პროდუქტების შემუშავებაზე და გვჯეროდა, რომ კარგად დაგეგმილი თუ გააზრებული, მომხმარებელზე გათვლილი აპლიკაცია კარგ შედეგებამდე მიგვიყვანდა. თუმცა იმასაც ვაღიარებთ, რომ ქართული კონკურენტული ბაზრის პირობებში 100 000 მომხმარებელს არ ველოდით 7 თვეში. ზოგადად, ძალიან ძნელია, ქცევა შეაცვლევინო სხვა პროდუქტებისა და აპლიკაციების მომხმარებლებს. თუმცა ეს 100 000 მომხმარებელი ზუსტად იმაზე მიგვითითებს, რომ ყველაფერი სწორად განვსაზღვრეთ.
ამ პერიოდის განმავლობაში თუ გამოიკვეთა კონკრეტული ფუნქცია, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა?
თავიდანვე ცოტა განსხვავებულად მივუდექით საბანკო გამოცდილების შექმნას. გარდა იმისა, რომ სტანდარტული ბანკინგის ფუნქციონალი გავითვალისწინეთ, ასევე გარკვეული ინდივიდუალური მიდგომებიც გვქონდა. მაგალითად, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს აპლიკაციაშივე ესაუბრონ, ჩათშივე გადარიცხონ თანხა და ა. შ.
გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა მერე შოპინგ ბარათი. ყიდულობენ სასურველ ნივთებს ახლა და პარტნიორ ობიექტებში 12 თვემდე ანაწილებენ გადახდის გრაფიკს და, რაც მთავარია, სრულიად უპროცენტოდ. ეს კი საკმაოდ კარგი ბენეფიტია.
რა თქმა უნდა, ის, რომ 24/7-ზე არის საბანკო სერვისებზე წვდომა და ყველაფერი შესაძლებელია დამოუკიდებლად შესრულდეს, რომ ჩვენი აპლიკაციისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა, თანხის ნებისმიერ ანგარიშზე დაუყოვნებლივი ასახვა საკომისიოების გარეშე, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას.
ერთ-ერთი განსხვავებული ფუნქციონალია თვითდასაქმებულებისათვის ის, რომ შევიმუშავეთ ისეთი სესხის მიღების პროცესი, რომელიც მთლიანად ციფრულია, გამარტივებულია და მორგებულია თვითდასაქმებულების საჭიროებაზე. მაგალითად, თუ ჩვენი მომხმარებელი სილქნეტის აბონენტია, შესაძლებლობა აქვს, რომ სხვა ტიპის შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიაქტიურონ სესხი 3 წუთში.
კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი იყო კომუნალური გადასახადების გადანაწილების სისტემა — "გაათანაბრე", რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც გადაიხადონ ერთი და იგივე თანხა კომუნალურ გადასახადებზე. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ინდივიდუალური პროდუქტებისა, რომლებსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ.
მთლიანობაში, ვხედავთ, როგორ იზრდება ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ სილქის აპლიკაცია ათასობით ადამიანის ფინანსურ ცხოვრებას ამარტივებს.
ფოტო: სილქ ბანკი
როდესაც სილქის აპლიკაციაზე მუშაობა დაიწყეთ, რომელი მთავარი პრობლემა გინდოდათ მოგეგვარებინათ მომხმარებლისთვის?
გვსურდა, ტრადიციული შეგვეცვალა და ბევრად კომფორტული აპლიკაცია შეგვექმნა. მივწვდომოდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არსებული საბანკო ინსტიტუტები ჯერჯერობით არ ესაუბრებიან და არ სთავაზობენ ინდივიდუალურ პროდუქტებს. თავისთავად, როდესაც რაღაცას მარტივად აკეთებ და ერთ სივრცეშია შესაძლებელი — შენზე მორგებული საფინანსო თუ არასაფინანსო მომსახურებების მიღება, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.
საინტერესოა, რა გეგმები გაქვთ აპისთვის მომდევნო 6–12 თვის განმავლობაში? მოსალოდნელია თუ არა ახალი ფუნქციები ან სერვისები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს გამოცდილებას?
ერთ-ერთი უახლოესი პრიორიტეტი, რაც უკვე ჩაშვებულია, არის ლოიალობის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი უნიკალურია ბაზარზე — ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას მომხმარებელს ერიცხება ლოიალობის ქულები. შესაძლებლობა აქვს, რომ ბევრად მეტი ქულა დააგროვოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბანკში. ანუ პირდაპირ მიიღოს სარგებელი როდესაც საფინანსო ოპერაციას ახორციელებს. არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში გადაიხდის და უცხოეთში.
ასევე, ვგეგმავთ აპლიკაციის ფუნქციონალის განახლებას. ერთ-ერთი მიმართულებაა კრიპტოს ინტეგრაცია. გვსურს, მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, აპლიკაციაშივე შეიძინოს მისთვის საინტერესო კრიპტო ვალუტა.
იმავდროულად, ძალიან საინტერესოა გეიმერების სეგმენტი. აქ საუბარია ისეთ ხალხზე, რომლებიც კონკრეტული სტრიმინგ პლატფორმებით სარგებლობენ, ან ეფლ და გუგლ სთორზე ყიდულობენ სხვადასხვა თამაშს, ავსებენ პლატფორმების ბალანსს… მათთვის ძალიან მალე სრულიად ინოვაციურ პროდუქტ, Play Card-ს წარვადგენთ — თამაშისა და ფინანსების გადაკვეთის წერტილში დამატებითი ბენეფიტებით ისარგებლებენ.
ზოგადად, ყოველდღიურად ვაკვირდებით მომხმარებლებს, ვუსმენთ, ვეკითხებით, ვათვალიერებთ მსოფლიოს ტრენდებს და მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ აპლიკაცია არა მარტო პრაქტიკული იყოს, არამედ ინსპირაციულიც და თითოეული მომხმარებლისთვის თანამედროვე ციფრული სივრცე გახდეს.
ბრენდის ცნობადობის გაზრდასთან ერთად რა იქნება თქვენი მოლოდინი? რამდენი მომხმარებელის მოზიდვას გეგმავთ წლის ბოლომდე?
ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები დავისახეთ და მიზნად გვაქვს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის აპლიკაციას ჰყავდეს 250 ათასი უნიკალური მომხმარებელი. ამ მიზნის მიღწევის გვჯერა. თუმცა, რაოდენობასთან ერთად გვსურს, რომ მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ.
რაც მთავარია, მივდივართ უკეთესობისკენ, განსხვავებული გამოცდილების შექმნისკენ, რაშიც ჩვენს მომხმარებლებსაც ყოველკვირეულად ვარწმუნებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები