"ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას, არ ვიყავი ამ კვირას სამსახურში" — შსს "აქტივისტების მიერ ბლაგვი საგნით დაშავებულ პოლიციელზე" ცნობებს არ ავრცელებს
15 აპრილს, ტელეკომპანიებმა იმედი და რუსთავი 2 გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს აქციაზე "აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს", მხედველობა დაკარგა. მათი თქმით, "რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტულ მედიებს ფაქტი ამ დრომდე არ გაუშუქებიათ".
იმის გასარკვევად, ვინ არის დაზარალებული პოლიციელი, კონკრეტულად რა დაზიანება მიიღო, გაავრცელა თუ არ აღნიშნული ინფორმაცია უწყებამ აქამდე და თუ არ გაუვრცელებია, საიდან მოიპოვა იმედმა ცნობები დაშავებული პოლიციელის შესახებ, NEWS.On.ge შსს-ს დაუკავშირდა.
პირველი მცდელობისას პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია ყველა იმ მედიას დაუდასტურეს, რომელიც მათ დაეკონტაქტა. რაც შეეხება დაზარალებული პოლიციელის ვინაობასა და მასზე დამატებითი ინფორმაციას, გასარკვევად მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვეს.
NEWS.On.ge შსს-ს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, მაგრამ მათ არც იმაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია საიდან მოიპოვა იმედმა ცნობები დაზარალებულ პოლიციელზე, როდესაც აღნიშნულის შესახებ შსს-ს განცხადება არ გაუვრცელებია და არც ის გვითხრეს, ვინ არის დაზარალებული პოლიციელი.
"ვერ მოგაწოდებთ ინფორმაციას, არ ვიყავი ამ კვირას სამსახურში" — განგვიცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ტვ იმედმა გუშინ, 15 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ "ნოემბრის ძალადობრივ აქციებზე, მომიტინგეების ნასროლი ბლაგვი საგნით პოლიციელმა მხედველობა დაკარგა და რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტულ მედიებს ფაქტი ამ დრომდე არ გაუშუქებიათ".
"რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიების ჩამონათვალშია: პუბლიკა, ნეტგაზეთი, ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი.
პუბლიკის დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის ფეისბუქ-პოსტში ვკითხულობთ, რომ შსს-მ მათთან საუბრისას განაცხადა, რომ მათ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია დაზარალებულ პოლიციელზე და გაარკვევდნენ.
"სამთავრობო პროპაგანდისტულმა ქარხანამ, იმედმა, გამოდო ნიუსი, რომ 29 ნოემბერს პოლიციელი ისე დაშავდა, რომ მხედველობა დაკარგაო. შსს გვიდასტურებსო.
დავურეკეთ შსს-ს, დავუსვით კითხვები. ასე უაპელაციოდ ხომ ვერ ენდობი მთავრობის რუპორს. შსს-მ განცხადება არ გაგვივრცელებია და გაგირკვევთო, მას შემდეგ ჩვენს რამდენიმე ზარს არ უპასუხეს.
ამის მერე ადგა ტ/კ იმედი და გაქარდა, რომ, აიო "ოპოზიციის პროპაგანდისტული მედიებიო", არ აშუქებენ პოლიციელი რომ დაშავდაო. ჩვენ, ნეტგაზეთს და ა.შ. უწოდებენ ეგენი პროპაგანდისტებს.
მაგათი ვიღაც ნათიას ნომერი მომცეს და მივწერე - ცილს გვწამებთ, თავად შსს არ გვაძლევს ინფორმაციას, თქვენ ხომ არ დაგეყრდნობით მეთქი და,
ახლა ადგნენ და ქარდს მიაწერს, აზუსტებს პუბლიკაო." — წერს ზურა ვარდიაშვილი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ნოემბრის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 20-ზე მეტი პირი, მათ შორის — გამოცემა ბათუმელები და ნეტგაზეთის დირექტორი მზია ამაღლობელი, აქტივისტები საბა სხვიტარიძე და მათე დევიძე და ჯგუფურ ძალადობის მუხლით კიდევ 19 ადამიანი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები