არ გადაყარო, ჩააბარე — მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის თეგეტა მოტორსთან ერთად
ფოტო: თეგეტა
ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა — დედამიწის დღე 2025-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება თეგეტა მოტორსი და მოქალაქეებს გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს. 22-25 აპრილს კომპანიის ელექტრომობილი თბილისის უბნებში ივლის და საავტომობილო ნარჩენებს — აკუმულატორებს, საბურავებსა და ზეთებს ჩაიბარებს. გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართული მოქალაქეები კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ.
შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამამუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას თეგეტა გრინ პლანეტი უზრუნველყოფს.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს და არ დააბინძუროს ის. ჩვენ ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და სწორედ ამიტომ გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსმა ბიზნესპროცესის განუყოფელ ნაწილად აქცია. კომპანიას მუდმივად გააქვს ნარჩენები, გადაამუშავებს და მათ ახალ სიცოცხლეს სძენს. ეს კი ადასტურებს, რომ კომპანია მაღალი ორგანიზაციული კულტურით გამოირჩევა და კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს CSR მიდგომებს ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
რაც შეეხება დედამიწის კვირეულს, წელს საერთაშორისო ღონისძიებაში ვერთვებით კამპანიით — არ გადაყარო, ჩააბარე! — მოქალაქეებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, გახდნენ მწვანე ინიციატივის მონაწილეები და თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტურ მართვასა და გადამუშავებას. დედამიწის კვირეულთან დაკავშირებით ინიცირებული აქტივობაც ამ პარტნიორობის ნაწილია.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “საავტომობილო პროდუქტები პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ წარიმართა, დედამიწას სერიოზული ზიანი მიადგება. თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა მოტორსთან ერთად, წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი, ზეთი შეაგროვა და გადაამუშავა. თეგეტა გრინ პლანეტისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა უმთავრესი საზრუნავია, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ შევუერთდით დედამიწის კვირეულს და ჩვენს მოქალაქეებსაც მივეცით საშუალება, ჩააბარონ ნარჩენები მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე“.
გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართულ მოქალაქეებს აკუმულატორების, საბურავების, ზეთების ჩაბარება თბილისის 8 უბანში შეეძლებათ: 22 აპრილი - დიდი დიღომი, გლდანი; 23 აპრილი - ვარკეთილი, ავლაბარი; 24 აპრილი - თემქა, ნაძალადევი; 25 აპრილი - საბურთალო, დიდუბე.
პირები, რომლებიც ნარჩენებს ჩააბარებენ, კომპანიისგან მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს და თეგეტა ქარდზე 25%-იან ქეშბექს Bridgestone, Varta, Mobil და Petronas-ის სრულ ასორტიმენტზე.
აღნიშნული პრემიუმ ბრენდები პროდუქციის წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებს. მათ შორის არის Varta, რომლის აკუმულატორებიც 90%-მდე გადამუშავებადია, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას. პარალელურად კი კომპანია ახალ პროდუქციას ეკომეგობრულ წყაროებზე დაყრდნობით აწარმოვებს. ბრენდის აკუმულატორებში გამოყენებული ტყვია გადამუშავებულია და კვლავ ბრუნდება წარმოებაში, ეს კი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ამცირებს. ახასიათებს ენერგოეფექტურობაც — მისი ბატარეები გამოირჩევა ხანგრძლივი მუშაობით, რაც ნაკლები ბატარეის მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლებ ნარჩენს ნიშნავს. Varta-ს Start-Stop ტიპის ბატარეები ხელს უწყობს საწვავის მოხმარების შემცირებას და, შესაბამისად, ამცირებს CO₂ ემისიას.
Petronas — საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასს იყენებს. შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს. თეგეტა მოტორსი 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.
Bridgestone — მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მომხმარებელს ეკომეგობრულ ხაზს სთავაზობს. Bridgestone Ecopia ახალი სტანდარტია საბურავების წარმოების სფეროში. მისი საბურავები ორჯერ უფრო გამძლე და მდგრადია და ორჯერ უფრო მეტხანს ემსახურება მომხმარებელს. ასევე უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და არის 75%-ით გადამუშავებადი.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის — Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები