თიბისის ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების პასუხი ბექა ადამაშვილისგან
ფოტო: თიბისი
უკვე თითქმის სამი წელია, რაც სამსახურს ფრილანსერობა ვარჩიე. ჯერჯერობით არ მინანია. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც იყო ბევრი ფიქრი და შფოთვა ფორმულირებული ფრაზაში “არავინ რომ არ შემეხმიანოს, მერე რა ვქნა?”. საბოლოოდ, ფრილანსერობის სასარგებლოდ არჩევანი რამდენიმე მიზეზის გამო გავაკეთე და მინდა, ამ მიზეზებზე უფრო ვრცლად მოვყვე, რას მოველოდი და რა მივიღე შედეგად:
1. მეგონა ასე მეტი დრო დამრჩებოდა — თან შევცდი, თან — არც. დრო თითქმის იგივე მრჩება, ზოგჯერ ნაკლებიც, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამ დროს უფრო ნაყოფიერად ვიყენებ. მაგალითად, აღარ მიწევს იმაზე მეტ შეხვედრასა თუ ზარზე ყოფნა, ვიდრე რეალურადაა საჭირო, მეტად ვარ დამოკიდებული საკუთარ თავზე და უფრო სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს, საქმის დასრულებაზე უფრო ვარ ორიენტირებული, ვიდრე - სამუშაო დღის და ა.შ. მოკლედ, დროის მენეჯმენტზე ზრუნვას მეტ დროს ვუთმობ, რათა საბოლოო ჯამში საქმის ნაკლებ დროში შესრულება შევძლო.
2. მეგონა ასე მეტი შემოსავალი იქნებოდა — დიდად არც შევცდი. ბევრ კომპანიას უღირს გადაიხადოს იმავე რესურსში უფრო მეტი, ვიდრე შენი ხელფასი იყო, მაგრამ იმაზე ნაკლები, ვიდრე შენს სამსახურს გადაუხდიდა, ისევ იქ რომ გემუშავა. თუმცა, ამისთვის ხშირად მაინც კარგი გამოცდილება, კონტაქტები და პორტფოლიო გჭირდება, რაც სააგენტოში მუშაობის გარეშე ადვილი მისაღწევი არ არის.
3. მეგონა ასე უფრო მრავალფეროვანი საქმე მექნებოდა — ასეც აღმოჩნდა.
მრავალფეროვნება სარეკლამო სფეროში ისედაც არ არის პრობლემა, მაგრამ კამპანიებზე ფიქრის გარდა, სერიალის, ფილმის, ანიმაციისა თუ გადაცემის სცენარებზე მუშაობის შესაძლებლობაც რომ გეძლევა, საქმე უფროსაინტერესო ხდება. ბუნებრივია, მრავალფეროვნება სამუშაო სფეროზეცაა დამოკიდებული, მაგრამ, ზოგადად, ფრილანსერობისას მოსაწყენ საქმეზე უარის თქმის მეტი ფუფუნება გაქვს. ამასთან, არჩევანის შესაძლებლობა გეხმარება იმაშიც, რომ საკუთარი სტილი ჩამოიყალიბო და აკეთო ის, რაც ამსტილს ერგება, რაც უკეთ გამოგდის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ არჩევანი ყოველთვის არ გაქვს დაზოგჯერ გიწევს აკეთო ის, რაც ბოლომდე არ მოგწონს. მაგალითად, სილამაზეზე გათვლილი მშრალი სატელევიზიო რეკლამები, ან, კამპანიები, რომლისიდეაც კომპანიის დირექტორს უკვე თავში აქვს და შენუბრალოდ უნდა ეცადო ამ წარმოდგენას დაემთხვე.
4. მეგონა ასე უფრო გაიოლდებოდა კომუნიკაცია დამკვეთთან — საბოლოო ჯამში, ასეც გამოვიდა. თითქოს ხომ უფრო მეტი დრო უნდა გეზოგებოდეს, როდესაც დამკვეთთან ხშირი კომუნიკაცია არ გაქვს და ეს საქმე სხვას აბარია, მაგრამ ინფორმაციის მიტან-მოტანას, იდეის წარდგენისას “მე ცოტა სხვა რამე მეგონა” შემთხვევებს და სხვა ბიუროკრატიულიამბებს, მთლიანობაში მეტი დრო მიაქვს. ამასთან, პირდაპირი კომუნიკაციისას უფრო მარტივად ხვდები "რა სურს დამკვეთს” ბრიფში არსებული მშრალი ინფორმაციის მიღმა და შეიძლება ადგილზევე შესთავაზო ისეთი გადაჭრები, რასაც სხვა შემთხვევაში მეილების მიმოცვლის არაერთი სესია შეიძლება დასჭირდეს. რა თქმა უნდა, ყველაკლიენტი ერთნაირი არ არის და არც ყოველთვის მართალია ყველა, მაგრამ პირდაპირი კომუნიკაციისას ამასაც უფრო მალე ხვდები და სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს ანდაზის ჭეშმარიტებასაც უფრო ადვილად ადასტურებ.
აქვე რამდენიმე რჩევასაც ჩამოვწერ მათთვის, ვინც ფრილანსერობაზე ფიქრობს.
• ეცადეთ, გქონდეთ დანაზოგი — დანაზოგი თავშინახსენები “არავინ რომ არ შემეხმიანოს, მერე რავქნა?” შიშის მთავარი წამალია. თუკი რამდენიმეთვის განმავლობაში ფინანსური სტაბილურობის შესაძლებლობა გაქვთ, შეხმიანების მოლოდინი ნაკლებ სტრესული იქნება და ხელფასსაც უფრო იოლად დათმობთ.
• მზად გქონდეთ პორტფოლიო — შეხმიანება ბევრად რეალისტურია, როცა ფრილანსერობაზე განცხადება სპორტფოლიოც ერთვის თან. “ჯერ ვიტყვი, რომფრილანსერი ვარ და პორტფოლიოს ნელ-ნელა ავაწყობ” — ნაკლებად იმუშავებს. ამასთან, პორტფოლიოში ხარისხი ჯობია რაოდენობას, ამიტომ ყველა პროექტის შეტანა ისევე არაა საჭირო, როგორც სივიში ყველა იმ კონფერენციისა თუ ტრენინგის ჩამატება, რომელშიც “მონაწილეობის სერტიფიკატი” მოგვცეს.
• გაბედეთ უარის თქმა — ზოგჯერ არსებულ პროექტებზე მუშაობის პარალელურად ახალი შემოთავაზება ჩნდება და დროის არქონის მიუხედავად, მაინც ჩნდება განცდა, რომ ამასაც მოერევი. ერთი იმიტომ, რომ “მერე შეიძლება აღარ იყოს ამდენი პროექტი”, მეორე იმიტომ, რომ “ფულის ხელიდან გაშვება არღირს” და მესამე იმიტომ, რომ “ახლა რომ უარივთქვა, მერე შეიძლება აღარ შემეხმიანონ”. თუმცა, რეალურად, ასე შეიძლება მიმდინარე პროექტებიც დაზიანდეს და უფრო გაიზარდოს იმ ადამიანთა ოდენობა, ვინც მომავალში აღარ შეგეხმიანებათ.
• დასვენების დღეები თქვენც გეხებათ — ზოგი დამკვეთი ფიქრობს, რომ ფრილანსერობა ყოველდროს, ყოველთვის, ყოველგან მუშაობას გულისხმობს და, შეუძლია, არასამუშაო საათებშიც უპრობლემოდ გწეროს. ცხადია, ესეც პირადი შეთანხმების ამბავია, მაგრამ თქვენ უნდა წყვეტდეთ როდის იმუშავებთ. იქნებ ზუსტად იმიტომ მუშაობთ არასამუშაოსაათებში, რომ საქმეზე რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოგწეროთ?
• გააფორმეთ კონტრაქტი დასაწყისშივე — მე პირადად, ამ მხრივ პრობლემა არასოდეს შემქმნია, მაგრამ“ბექას ამ მხრივ პრობლემა არასოდეს შექმნია” მეეჭვება რომელიმე იურისტს არგუმენტადგამოადგეს. ამიტომ, ჯობია თავიდანვე ცხადი იყოს, რა, როდის და როგორ უნდა ჩააბაროთ და რამდენი, როდის, როგორ უნდა მიიღოთ ამისთვის.
• კორპორატიულ სულზე არ იღელვოთ — არც ფრილანსერობა ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილი აკეთებთ საქმეს. პირიქით — ასე მეტ ადამიანს გაიცნობთ, რაც გაზრდის შანსს, რომ ერთ დღეს, როცა რაიმე საქმე იქნება გასაკეთებელი, ამ ადამიანებს სწორედ თქვენ გაახსენდეთ.
რომ შევაჯამო, ფრილანსერობას, როგორც ყველაფერ სხვას ამ სამყაროში, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თუმცა, თუ სწორი მიდგომით, დროისსწორი მენეჯმენტით და ცოტაოდენი გამოცდილებით, უპირატესობამ ნაკლოვანებას ადვილად უნდა აჯობოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები