გალ გადოთის მონაწილეობის გამო, ლიბანში "ფიფქიას" ჩვენება აიკრძალა
ფოტო: Disney
დისნეის უახლეს კინოადაპტაციას ფიფქიას ლიბანში არ უჩვენებენ. მიზეზი ფილმში ისრაელელი მსახიობის, გალ გადოთის, მონაწილეობაა, რომელიც ბოროტ ჯადოქარს ასახიერებს.
კინოთეატრებში ფიფქიას ჩვენების აკრძალვის ბრძანება ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰეზბოლაზე ისრაელის მიმდინარე თავდასხმების ფონზე გასცა. არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულ ჰეზბოლაზე შეტევას ლიბანში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეც ემსხვერპლა.
თუმცა, შუა აღმოსავლეთის რეგიონში დისნეის ფილმების დისტრიბუტორი კომპანია აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, რაც გალ გადოთი ლიბანის "ბოიკოტის სიაშია" და ქვეყანაში იკრძალება მსახიობის მონაწილეობით გადაღებული ნებისმიერი ფილმის თუ სერიალის ჩვენება.
ფოტო: Disney
გადოთი, რომელიც ისრაელში დაიბადა და ქვეყნის თავდაცვის ძალებშიც მსახურობდა, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი სამშობლოს აქტიური მხარდამჭერია. 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, მსახიობი სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურებოდა მიმდინარე კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ვიხილავდით ადამიანებს, რომლებიც არათუ გმობენ ჰამასს, არამედ ზეიმობენ, ამართლებენ და ტაშისკვრით ხდებიან ებრაელების ხოცვას", — განაცხადა გადოთმა ანტისემიტიზმთან მებრძოლი ორგანიზაციის, Anti-Defamation League-ის, ყოველწლიურ სამიტზე.
მისი პოზიციის გამო, გადოთი ბოლო ხანებში არაერთხელ გააკრიტიკეს. რამდენიმე კვირის წინ, პროტესტის ფონზე გაიხსნა მისი ვარსკვლავიც ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
საპროტესტო მსვლელობები უძღოდა წინ ფიფქიას ხმაურიან საპრემიერო კვირასაც. გადოთთან ერთად, ფილმში რეიჩელ ზეგლერი მონაწილეობს, რომელსაც პალესტინის მიმართ არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა. ინტერნეტში კი ვარაუდობენ, რომ განსხვავებული პოზიციების გამო, გადოთსა და ზეგლერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
გადოთი დისნეის ერთადერთი ვარსკვლავი როდია, რომელიც ისრაელის მხარდაჭერის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. წინა თვეში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრანტები კაპიტანი ამერიკა: საოცარი ახალი სამყაროს პრემიერაზე შეიკრიბნენ და ფილმში ისრაელელი სუპერგმირის, საბრას, გამოჩენა გააპროტესტეს. მარველის ფილმში ამ პერსონაჟს ისრაელელი მსახიობი შირა ჰაასი ასახიერებს. ჰაასის მონაწილეობის გამო, ლიბანში საოცარი ახალი სამყაროს ჩვენებაც აიკრძალა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები