სამეცნიერო "ოსკარებიდან" ტრამპის კრიტიკა ამოჭრეს
მსახიობმა ტრამპისა და ტექნოგიგანტების კავშირი საჯაროდ გააკრიტიკა, თუმცა მისი განცხადება ცერემონიის ოფიციალურ ჩანაწერში აღარ ჩანს
ფოტო: Hollywood Reporter
სეთ როგანის მიერ პრეზიდენტ ტრამპის სამეცნიერო პოლიტიკის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, წლიური სამეცნიერო დაჯილდოების სრული ვერსიიდან ამოჭრილია — ამის შესახებ The Hollywood Reporter იუწყება.
The Hollywood Reporter, რომელიც ღონისძიების სპონსორებს შორისაა, წერს, რომ როგანი ერთ-ერთი წამყვანი გახლდათ ამ თვეში გამართულ Breakthrough Prize-ის ცერემონიაზე — მაღალპროფილურ დაჯილდოებაზე, რომელიც აღიარებს „გამორჩეულ სამეცნიერო მიღწევებს“ და რომლის თანადამფუძნებლებს შორის არიან გუგლის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი და მეტას აღმასრულებელი დირექტორი მარკ ზაკერბერგი. ღონისძიება საკუთარ თავს სამეცნიერო „ოსკარს“ უწოდებს.
პრისცილა ჩანი და მარკ ზაკერბერგი
ფოტო: hola.com
მსახიობ ედვარდ ნორტონთან ერთად, როგანმა ფუნდამენტური ფიზიკის მიმართულებით სპეციალურ ჯილდო გადასცა ჰერარდუს ტ’ ჰოოფტს. აუდიტორიისადმი მიმართვისას, რომელშიც ბრინი, ზაკერბერგი, ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმანი იყვნენ, როგანმა, როგორც ჩანს, მიანიშნა ილონ მასკზე (რომელიც ცერემონიას არ ესწრებოდა), როცა თქვა:
„გასაოცარია, რომ ამ ოთახში მყოფმა ზოგიერთმა ადამიანმა დააფინანსა იმ ადამიანის არჩევა, ვინც გასულ კვირაში ცალი ხელით გაანადგურა მთელი ამერიკული მეცნიერება. შეუძლებელია არ გაგაოგნოს, რომ მეცნიერება შეიძლება დაანგრიო 320 მილიონი დოლარით და რობერტ კენედი უმცროსით — და თან ძალიან სწრაფად.“
სეთ როგანი და ედვარდ ნორტონი
ფოტო: Hollywood Reporter
თუმცა ეს კომენტარი არ აღმოჩნდა იმ 99-წუთიან „სრულ“ ვიდეოში, რომელიც Breakthrough Prize-მა იუთუბზე და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
The Hollywood Reporter-თან განცხადებაში დაჯილდოების ფონდმა აღნიშნა: „წელს ცერემონია წინა წლებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იყო და რამდენიმე მონაკვეთი დაგეგმილ დროში ჩასატევად ამოიჭრა.“
ტრამპის ადმინისტრაციის შეტევა აშშ-ის სამეცნიერო ინსტიტუტებზე გრძელდება. მარტში 1,900 მეცნიერმა მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უნივერსიტეტებისა და ფედერალური გრანტების მიმართ განხორციელებული მუქარები, დაფინანსების შემცირება, მასობრივი გათავისუფლებები, გადადგომები და ცენზურა დაგმეს.
მასკმა ტრამპის ხელახალი არჩევნების კამპანია თითქმის 300 მილიონი დოლარით დააფინანსა და მოგვიანებით დაინიშნა „სპეციალურ სამთავრობო თანამშრომლად“ მისიით — შეემცირებინა სახელმწიფო უწყებები ხარჯების დაზოგვის მიზნით. რობერტ კენედი უმცროსი — აშშ-ში ვაქცინების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკეპტიკოსი — თებერვალში ჯანმრთელობის მდივნად დაინიშნა და, სხვა სადავო ნაბიჯებთან ერთად, ადანაშაულებენ იმაში, რომ ამერიკელებს „ცრუ იმედი“ ჩაუსახა, თითქოს აუტიზმის გამომწვევი მიზეზი 2025 წლის ბოლომდე იქნებოდა აღმოჩენილი.
ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი
ფოტო: hola.com
ზაკერბერგმა, ბეზოსმა და ოლტმანმა ასევე თითო მილიონი დოლარი შესწირეს ტრამპის ინაუგურაციის კომიტეტს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები