ირაკლი შაიშმელაშვილი: საოკუპაციო ხაზზე არ იყენებენ სათვალთვალო მოწყობილობებს იმიტომ, რომ სჭირდებათ იყოს მეტი მკვდარი სივრცე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ტვ პირველის კორესპონდენტთან საუბრისას აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზზე მოწინააღმდეგე მხარე "დოზორის" და "ფოკუს დე"-ს სისტემებს იყენებს, რომლითაც 15-30 კმ-ზე აკონტროლებენ საოკუპაციო ხაზს. მისი თქმით, ამერიკას გადმოცემული აქვს საქართველოსთვის ეს სათვალთვალო სისტემები, მაგრამ ქართული მხარე არ იყენებს, რადგან "სჭირდებათ იყოს მეტი მკვდარი სივრცე" და ამ "მკვდარ სივრცეებს" კონტრაბანდისთვის იყენებენ.
"მოწინააღმდეგეს, იქითა მხარეს "დოზორის" და "ფოკუს დე"-ს სისტემის სათვალთვალო მოწყობილობები უყენიათ. ეს ნიშნავს, რომ 15-30 კმ-ზე აკონტროლებენ [საოკუპაციო ხაზს]. მაგალითად, საკორინთლოსთან რომ „დოზორის“ სისტემა უყენიათ, მთლიანად მაგისტრალს აკონტროლებენ, ანუ შეუძლიათ ავტომობილში ვინ ზის ის გაარჩიონ, არა თუ მანქანების სანომრე ნიშნები. და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ამის დამონტაჟება და გამოყენება რათა მოვახდინოთ კონტროლი საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების? არ იყენებენ, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ არ უნდათ რომ იქ არსებობდეს კამერები, სათვალთვალო სისტემები, ხედვის მაღალი გარჩევადობის საშუალებები. არ სჭირდებათ ალბათ იმიტომ, რომ სჭირდებათ იყოს მეტი მკვდარი სივრცე. მეორე მხრივ, ეს რომ არსებობდეს, დააკვირდებიან მოწინააღმდეგის აქტივობას. როცა ღამდება, ჩვენები უყურებენ მანქანის შუქებს, რომლებიც გადაადგილდებიან", — აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.
შაიშმელაშვილის ინფორმაციით, ამერიკას გადმოცემული აქვს საქართველოს სათვალთვალო სისტემები, მაგრამ ეს სისტემები არ არის გამოყენებული. მისი თქმით, ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან ოცნების ხელისუფლებას არ უნდა, რომ საოკუპაციო ხაზი ამ სისტემებით გააკონტროლოს.
"კონტრაბანდა გამოვლენილი თუ არის დასავლეთში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე, აღმოსავლეთით, ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე, მე რაც სამინისტროში ვმუშაობდი, არც ერთი ფაქტი არ ყოფილა გამოვლენილი. როგორ ფიქრობთ, არ არის? ჩადით გორში და ნებისმიერ კონტრაბანდულ საშუალებას იყიდით, დაწყებული სიგარეტით, დამთავრებული შავი ხიზილალით. საიდან შემოდის ეს კონტრაბანდა? ეს აღჭურვილობაც გამოკვეთილ, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე უნდა ყოფილიყო. არ იყო იმ რაოდენობის, რომ მთელი საოკუპაციო ხაზი მოეცვა, მაგრამ კარგი ის არის, რომ ეს არის მობილური მართვის საშუალება და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შეგეცვალა ლოკაცია და სხვა ადგილიდან გაგეგრძელებინა დაკვირვება", — ამბობს შაიშმელაშვილი ტვ პირველთან.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილმა უწყება 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვა, 23 დეკემბერს კი ქვეყნიდან წავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირაკლი შაიშმელაშვილი აშშ-ში იმყოფება.
- შაიშმელაშვილის წერს, რომ საგამოძიებო კომისია გინტურის მკვლელობას, საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულების და ე.წ. "მკვდარი ზონების" საქმეებს უნდა იძიებდეს
- გდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს
- ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პროექტი შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჩააგდო
- ირაკლი შაიშმელაშვილი: დღეს მივიღეთ გაცილებით მახინჯი სისტემა, ვიდრე შეიძლება 2012 წლამდე იყო
- ირაკლი შაიშმელაშვილი: ხელისუფლება იტყუება, არანაირი გამოძიება არ ტარდება, არავინ იკითხება, არც დაიკითხება
- ღირსებით ევროპისკენ, ღირსეული ქართველი! – პრეზიდენტი გდდ-ს სამმართველოს უფროსის მიერ თანამდებობის დატოვებაზე
- გდდ-ის ოპერატიული სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები