ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციას უჩივის
ფოტო: Fox News
ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციას მილიარდობით დოლარად შეფასებული ფედერალური გრანტების უკანონოდ გაყინვის გამო უჩივლა.
უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა, ორშაბათს საჯარო წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ $2 მილიარდიანი დაფინანსების გაყინვა სერიოზულად შეაფერხებს კრიტიკულ სამეცნიერო კვლევებს, განსაკუთრებით ბავშვთა სიმსივნის, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების კვლევის მიმართულებას.
ტრამპმა საგანმანათლებლო დაწესებულებები გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი მტკიცებით, მათ ვერ შეძლეს ებრაელი სტუდენტების დაცვა ღაზაში მიმდინარე ომისა და აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერის საწინააღმდეგოდ გამართული პროტესტების დროს. ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ჰარვარდს დაევალა მთავრობის მიერ დამტკიცებული გარე აუდიტების ჩატარება სასწავლო პროგრამებზე, ასევე პერსონალისა და სტუდენტების მიღების პროცესების გადაცემა მთავრობისათვის. უნივერსიტეტმა ოფიციალურად უარყო მოთხოვნები და განაცხადა, რომ ეს წარმოადგენს "ფედერალური მთავრობის ძალადობრივ ჩარევას აკადემიურ თავისუფლებაში".
დაფინანსება სხვა ელიტარულ უნივერსიტეტებსაც შეეზღუდათ. ამასთან, ანტისემიტიზმთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ შექმნა, 60-ზე მეტი უნივერსიტეტის შემოწმება დაისახა მიზნად.
გარბერის თქმით, მთავრობის ქმედებები "სერიოზულ და ხანგრძლივ" შედეგებს გამოიწვევს. თავად გარბერი, რომელიც ებრაელია, აღიარებს, რომ ჰარვარდს ჰქონდა ანტისემიტიზმის შემთხვევები, თუმცა აცხადებს, რომ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები.
ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე გაუყინა $1 მილიარდიანი დაფინანსება კორნელის უნივერსიტეტს და $510 მილიონი — ბრაუნის უნივერსიტეტს. კოლუმბიის უნივერსიტეტმა, სადაც პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები განსაკუთრებით აქტიურად იმართება, ტრამპის ადმინისტრაციას გარკვეულ მოთხოვნებზე დათანხმდა მას შემდეგ, რაც $400 მილიონიანი დაფინანსების დაკარგვის საშიშროება რეალური გახდა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულია, უნივერსიტეტს მხარს უჭერს და დაფინანსების გაყინვას უკანონოს უწოდებს.
თეთრი სახლის ოფიციალური განცხადება გასულ ორშაბათს გამოქვეყნდა: "ფედერალური დახმარების მდიდრული ნაკადი, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფულით ამდიდრებს ბიუროკრატებს, სრულდება. ეს პრივილეგიაა და ჰარვარდი ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს."
ჰარვარდის სარჩელში ნათქვამია, რომ დაფინანსების გაუქმება არღვევს უნივერსიტეტის კონსტიტუციურ უფლებებს და წარმოადგენს ბერკეტს, რათა მთავრობამ აკადემიური გადაწყვეტილებების კონტროლი მოიპოვოს.
დამატებით, ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ $1 მილიარდიანი დაფინანსების შეჩერებას აპირებს. ჰარვარდი მთავრობისგან წლიურად დაახლოებით $9 მილიარდს იღებს, რომელთაგან უმეტესობა სამეცნიერო კვლევებზე იხარჯება. რისკის ქვეშაა უნივერსიტეტის საგადასახადო შეღავათები და საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობაც.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები