ჰაკათონი რაგბისთვის - ინოვაციური პროექტი, რომელიც რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ფოტო: wavebreakmedia / Shutterstock
თანამედროვე სპორტის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. დღეს უკვე წარმოუდგენელია ამა თუ იმ სპორტის სახეობის წარმომადგენლების წარმატება ტექნოლოგიური განვითარების გარეშე და ამ საქმეში გამონაკლისი არც რაგბია.
ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა რაგბია. სწორედ ამიტომ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, ტექნოლოგიების კომპანია ბილაინის მხარდაჭერით, 2017 წლის 9-11 ივნისს, რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, პროექტ ჰაკათონი რაგბისთვის უმასპინძლეს.
ჰაკათონის მიზანი იყო ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების შექმნის ხელშეწყობა, რომელიც დაეხმარება ქართულ რაგბის ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტების 70-ზე მეტმა სტუდენტმა. პროექტის განმავლობაში, ლექციისა და მონიტორინგის ფორმატში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს, რაგბის კავშირისა და ინგლისის რაგბის ნაკრების წარმომადგენლებს.
მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში უნდა ემუშავათ საკუთარ პროექტებზე. ორ დღიანი დაუღალავი შრომის შემდეგ მონაწილეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები, საიდანაც პროფესიონალმა ჟიურიმ სამი საუკეთესო აარჩია.
ჰაკათონში პირველი ადგილი ლაშა ყაჭეიშვილის, გიორგი ასანიძეს, გიორგი აფხაძისა და გიორგი ვათიაშვილის გუნდმა, i-Rugby-მ დაიკავა. მათ გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც გაზომავს მოთამაშის წნევას, აჩქარებას, გადაადგილებას და სხვა აქტივობებს ვარჯიშისა და თამაშის დროს. პროექტის მიხედვით, მოწყობილობა მოთამაშის ფეხსაცმლის ძირში უნდა დამონტაჟდეს.
გუნდმა პირველი ადგილზე გასვლისთვის 3000 ლარი მიიღო, რომელსაც როგორც თვითონ ამბობენ, პროექტის განვითარებას მოახმარენ.
მეორე ადგილზე ნიკა მინაშვილისა და ნიკოლოზ სანაკოევის გუნდი Rapp გავიდა. მათ შექმნეს მწვრთნელის ონლაინ მრჩეველი, რომელიც საშუალებას აძლევს მწვრთნელს, თამაშის/ვარჯიშის დროს შეაფასოს მოთამაშის აქტივობა. რეიტინგები აპლიკაციაში გროვდება და მისი ნახვა თითოეულ მოთამაშეს შეუძლია.
ჰაკათონის მესამე ადგილი მარიამ გაგუას, ნინო მიქაძის, გიორგი ნადირაძისა და გურამ ფუტკარაძის გუნდმა, Imperium-მა დაიკავა. მათ ინოვაციური ონლაინ პლატფორმა შექმნეს მწვრთნელებისთვის, მოთამაშეებისთვის, გულშემატკივრებისთვის, გუნდის ანალიტიკოსებისა და ექიმებისთვის. პლატფორმა ადაპტირებულია ანდროიდზე, iOS-ზე და ვებზე. აპლიკაციის საშუალებით მოხდება ყველას ერთმანეთთან დაკავშირება, კომენტარების გაცვლა, მონიტორინგი და ა.შ.
პროექტში გამარჯვებულ გუნდებს ბილაინის წარმომადგენლების და რაგბის კავშირის წევრები შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გამარჯვებული გუნდების პროექტების მიმდინარეობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღება.
შეხვედრაზე გამარჯვებულმა გუნდებმა კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს პროექტების მიმდინარე სტატუსი და ის თუ რა გეგმები აქვთ მათი სამომავლო განვითარებისთვის.
პროექტების წარდგენის შემდეგ შედგა ღია დისკუსია არსებული იდეების რეალურ ბიზნეს პროექტებად ქცევასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის დაეხმარება.
ერთ-ერთი გამარჯვებულის გუნდის Imperium-ის პროექტის დამკვეთი ჰაკათონის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რაგბის ფედერაცია გახდა. პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები მათ ინოვაციურ ონლაინ პლატფორმას გამოიყენებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები