მაკდონალდს საქართველოს თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
ფოტო: მაკდონალდსი
კომპანია მაკდონალდს საქართველო ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისში, მაკდონალდს საქართველოს გუნდი კიდევ ერთ ახალ მისამართზე მოგემსახურებათ.
სივრცე ვაჟა-ფშაველას გამზირზე N42/44-ში, დელისის მეტროდან 1 წუთის გზაზეა განთავსებული. ახალი მაკდონალდსი ერთგულ მომხმარებლებს, ვისთვისაც უკვე 26 წელია, შეუცვლელ, მაგიურ გარემოსთან ასოცირდება, სტუმარ-მასპინძლობის განხვავებულ და ჯადოსნურ გამოცდილებას სთავაზობს. სიმბოლურია, რომ საქართველოში ოპერირების 26-ე წელს მაკდონალდსი 26-ე ახალი რესტორნით ხვდება, რომელიც სტუმრებს 17 აპრილიდან ემსახურება.
“მაკდონალდსის” ახალი რესტორანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს სტუმრებს. რიგით 26-ე რესტორანი დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს და გამწვანებულ გარემოს აერთიანებს, ამასთან რესტორანში თვითმომსახურების განახლებული კიოსკები დაგხვდებათ, მაგიდაზე განთავსებული სწრაფი დამტენები და QR კოდით წინასწარი შეკვეთის საშუალებაც არის. ასევე მაკდონალდსის ახალ სივრცეში მაკკაფეს კუთხეს შეხვდებით, სადაც მისულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ განახლებული დესერტები და არომატული ყავა. მნიშვნელოვანია, რომ რესტორანში 8:00-12:00 საათამდე ხელმისაწვდომია მაკსაუზმეც, დღის საუკეთესო დასაწყისისთვის.
ფოტო: მაკდონალდსი
მაკდონალდსის სიმბოლოს — ჯადოსნური M-ის კიდევ ერთ მისამართზე განათება ნიშნავს, რომ საოცარი მოგონებების კოლექციის შეგროვება არ სრულდება, რადგან მაკდონალდსი განსაკუთრებული, ემოციური მიმზიდველობით გამოირჩევა. ეს არის ადგილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო, სწორედ ამ მიზნისა და იდეის გაგრძელებაა კიდევ ერთი ახალი სივრცე, რომელიც საბურთალოზე რიგით მეხუთე რესტორანია, ის მომხმარებლების მაღალი მოთხოვნის შედეგია — თბილისის ერთ-ერთ დიდ უბანში, საბურთალოზე, მაკდონალდსის კიდევ ერთი რესტორანი ყოფილიყო. ასე მივიდა მაკდონალდს საქართველო რიგით 26-ე რესტორნამდე, რომლის სივრცეც 145 სტუმარზეა გათვლილი.
მაკდონალდსის მიზანია ბედნიერი მომენტების შექმნა ყველასთვის. ეს არის ადგილი, სადაც პატარებს განსაკუთრებით უყვართ სტუმრობა, აქ მათი ემოციები ყოველთვის გულწრფელია, მხიარულება კი დაუვიწყარი. მაკდონალდსის ხელწერა არც აქ დარღვეულა და ტრადიცია გაგრძელდა: მისი კარი გაიღო ყველასთვის, ვისაც ბედნიერი მომენტების შეგროვება და მოგონებებად გადაქცევა სჭირდება.
მაკდონალდსმა საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის, აღსაზრდელებს უმასპინძლა, სადაც 45 გაშვილების რისკის ბენეფიციარი ბავშვია, საქველმოქმედო ფონდი კი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 35 ბენეფიციარ ოჯახზე მზრუნველობს. მაკდონალდსის გუნდმა მათ სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს, აპლიკაციაში, ახალი რესტორნისთვის განკუთვნილი შეთავაზება დახვდებათ, ბიგ მაკ მენიუ სპეციალურ ფასად აქტიურია უკვე 1 კვირის განმავლობაში და 24 აპრილის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.
მაკდონალდსი ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების შექმნაში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
ახალი რესტორნის ჩათვლით, თბილისში მაკდონალდსის 19, საქართველოს მასშტაბით კი, 26 რესტორანია. ახალ პროექტში, რომელიც საბურთალოს ტერიტორიაზე გაიხსნა, კომპანიამ 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 100-მდე ადამიანი დაასაქმა.
მაკდონალდს საქართველო ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2200-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
მაკდონალდს საქართველოს, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, აქედან, მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილი თანხა კი 233 მილიონ ლარს აღწევს, მხოლოდ 2025 წელს — 8.5 მლნ ლარი შეადგინა. მაკდონალდს საქართველო 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები