იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს
იტალიის პარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იტალიელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ მზადდება რეზოლუცია, რომელიც მოდელირებულია ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის მიხედვით. იტალიის პარლამენტმა ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სანქციების წრის გაფართოებაც დააანონსა.
"რამდენიმე დღის წინ, საქართველოში მეორე მოსმენით დამტკიცდა კანონი ე.წ. უცხოელი აგენტების წინააღმდეგ. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მინიმალური კონტაქტიც კი დასავლეთთან, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, აღიქმება როგორც საშიში, საიდუმლო აგენტი, მტერი ხალხისა. რეალურად კი სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხს მტრად აცხადებს, თავად არის ქართველი ხალხის მოღალატე.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ ორ დოკუმენტზე — პირველია საპარლამენტო კითხვის ფორმით მიმართვა. ვითხოვთ, იტალიის მთავრობამ გასცეს პასუხი, რა ტიპის შეხვედრები და კონტაქტები ჰქონდა მას ქართული ოცნების რეჟიმთან და რის საფუძველზე. ამასთანავე, ვამზადებთ რეზოლუციას, რომელიც მოდელირებულია ბოლო ევროპარლამენტის რეზოლუციის და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართულ რეჟიმთან. ჩვენი წვლილი სწორედ ისაა, რომ ეს სანქციების წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს," — განაცხადა იტალიის პარლამენტის წევრმა (ტვ პირველის თარგმანი).
იტალიის პარლამენტში ასევე ისაუბრეს ავტოკრატიული ძალების გაძლიერებაზე და ქართული ოცნების რეპრესიული კანონები და ქმედებები რუსეთის სცენარს შეადარეს.
"ევროპას ყოველთვის განვიხილავდით, როგორც სამართლის უზენაესობის აკვანს, დღეს კი ნათელია, რომ მთელ მსოფლიოში ავტოკრატებს გაუჩნდათ განცდა, რომ გაცილებით ძლიერები და თავდაჯერებულები არიან, რათა რაღაცები დააშავონ დღისით, სრულიად ღიად, დაუმალავად. არსებობს დაუსჯელობის შეგრძნება, რაც ხშირად გვტოვებს დაბნეულს ან შეშინებულს.
საქართველოში ვხედავთ ერთგვარ მკვეთრ ვარდნას, სხვათა შორის რუსული მოდელის კვალდაკვალ, რადგან ნაბიჯები, რაც ვიხილეთ იყო იგივე. ჯერ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, შემდეგ კანონი LGBTQ თემზე და ყველაფერი განვითარდა ერთმანეთთან კოორდინაციით, თავხედობითა და უტიფრობით, მაგრამ ყოველგვარი შიშის გარეშე, შემაშფოთებელი თავდაჯერებულობით. როცა ვხედავ ქართველებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, ჩემთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე ათასობით სიტყვა. ეს აჩვენებს, რომ ამ დროშას, ევროკავშირის დროშას უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში განიხილავს, როგორც თავისუფლების სივრცეს, კეთილდღეობის სივრცეს, ადამიანების პატივისცემის სივრცეს," — განაცხადა იტალიის პარლამენტის წევრმა (ტვ პირველის თარგმანი).
იტალიის პარლამენტში ასევე ისაუბრეს იტალიისგან ქართული ოცნების ლეგიტიმაციის აღიარებაზე და სამომავლო ნაბიჯებზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს იტალიას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვაღიაროთ ეს ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც საერთაშორისო და მრავალმხრივი ინსტიტუტები არ აღიარებენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში მუდმივად დავრჩეთ აქტიურები. ყველაფერი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ საპარლამენტო დონეზეც და მის გარეთაც, უნდა წარიმართოს სწორი მიმართულებით, რაც ნიშნავს არ აღიარებას, მხარდაჭერას, ყურადღებას და ეს ყურადღება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს ევროპის საკითხია, თითოეული ჩვენგანის საქმეა.
იტალიის მთავრობისგან რეალური პასუხი ამ საკითხზე ჯერ არასდროს მიგვიღია. გვყავს ელჩი, რომელიც ჯერ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრს, იმ მინისტრს, რომელსაც სანქციები დაუწესა ევროპის ზოგმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ, სწორედ საპროტესტო აქციების რეპრესიების გამო.
კითხვა, რომელსაც დღეს ვსვამთ ასეთია — რა არის იტალიის მთავრობის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება? ამ საკითხებზე იტალიამ ვერ უნდა დაიჭიროს ისეთი პოზიცია, რომ თითქოს პრობლემა არ არსებობს და ეს დუმილი ვფიქრობ არ არის უბრალოდ უყურადღებობა," — განაცხადა იტალიის პარლამენტის წევრმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები