SJC: რა უნდა ვიცოდეთ დაჯარიმების ახალი პრაქტიკის შესახებ
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აქვეყნებს ინფორმაციას, რა უნდა ვიცოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაჯარიმების ახალი პრაქტიკის შესახებ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებისთვის შეტყობინების გაგზავნა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, მათი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, 5,000 ლარით.
მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინების ტექსტი სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უთითებს, ეს არ არის ავტომობილის ჯარიმა, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა თქვენს საკუთრებაში მანქანა.
შსს ამ შეტყობინებით გაცნობებთ, რომ ჯარიმა, რომელიც "რუსთაველის გადაკეტვისთვის" გამოგიწერეს, ფოსტამ ვერ ჩაგაბარათ, ამიტომ ის უკან, შსს-ს დაუბრუნდა. საჯაროდ გამოსაქვეყნებლად კი, უწყებამ გამოიყენა სატრანსპორტო საშუალებების ვიდეო-ჯარიმებისთვის განკუთვნილი შაბლონი და გამოქვეყნების წესი.
მოქმედი კანონმდებლობით, შსს-ს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიდეო-ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი აქვს დამტკიცებული, შესაბამისად, მათ ეს მეთოდი გამოიყენეს რუსთაველის გადაკეტვის გამო გამოწერილი ჯარიმების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად და შეტყობინებებშიც სწორედ ამიტომ ფიგურირებს ავტოსატრანსპორტო საშუალება.
რას ნიშნავს ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნება?
მას შემდეგ, რაც შსს ჯარიმას გამოწერს, ის ვალდებულია საჯარიმო ქვითარი ადრესატს ჩააბაროს. კანონმდებლობის მიხედვით, მან, ფოსტის გამოყენებით, მინიმუმ 2-ჯერ უნდა სცადოს დაჯარიმებული პირისთვის ქვითრის ჩაბარება. იმ შემთხვევაში, თუ ფოსტამ 2-ჯერ ვერ მოახერხა ჯარიმის ჩაბარება, ქვითარი ბრუნდება შსს-ში და უწყება მას საჯაროდ გამოსაქვეყნებლად გზავნის. საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, ჯარიმა ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება 30 დღეში. სწორედ ამას შეეხება ის შეტყობინებებიც, რომლებიც დღეს მოქალაქეებმა მიიღეს.
როგორ იცვლება გასაჩივრების ვადები?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ შეტყობინება ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ, თქვენთვის გასაჩივრების ვადები იცვლება. პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ რა თარიღით გამოქვეყნდა ჯარიმა. ამის შემდეგ, გადათვალოთ 30 კალენდარული დღე (უქმეების ჩათვლით). სწორედ 30 დღეში ჩაითვლება თქვენი ჯარიმა ჩაბარებულად. ამის შემდეგ (30 დღის ამოწურვისთანავე), გექნებათ 10 კალენდარული დღე იმისთვის, რომ ჯარიმა გაასაჩივროთ.
თქვენი ჯარიმის გამოქვეყნების თარიღის გადასამოწმებლად, გადადით შსს-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ჯარიმების ბაზაში (https://police.ge/protocol/index.php). შეიყვანეთ თქვენი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი. ჯარიმის გასწვრივ დაეწერება მისი გამოქვეყნების დღე. ამ თარიღიდან 30 დღეში, თქვენ ჩაგერთვებათ გასაჩივრების 10-დღიანი ვადა", — ნათქვამია SJC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები