TI: ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახთან დაახლოებული პირის, დავით ჩართოლანის კომპანიამ 17 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები მიიღო
პარტია ხალხის ძალის წევრის და ოცნების მსხვილი შემომწირველის, ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახთან დაახლოებული პირის, დავით ჩართოლანის კომპანიამ, შპს "ქორულდმა" მესტიის მერიისგან 2021-2024 წლებში 16 856 815 ლარის ტენდერები მიიღო. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI) ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, ამ თანხის 70% (11,770,538 ლარი) მხოლოდ გასულ წელს მიიღო. "ქორულდს" აქვს ასევე 67,069 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვა. დავით ჩართოლანი წარსულში ბოლნისის გამგებლის მოადგილე იყო და 2012 წელს ბოლნისში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
დავით ჩართოლანი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს ქორულდი 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მან მესტიის მერიის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და 10-ში გაიმარჯვა. მოგებული 10 ტენდერიდან 7-ში შპს „ქორულდს” კონკურენტი საერთოდ არ ჰყავდა, ხოლო დანარჩენი 3 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
10-დან 9 შემთხვევაში, შპს ქორულდის მიერ შეთავაზებული ფასი მერიის მიერ დადგენილი სამუშაოების სავარაუდო ღირებულებას ემთხვეოდა. იმ ერთ შემთხვევაში კი, როდესაც კომპანიამ ფასი ოდნავ დააკლო, ქორულდი მხოლოდ კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გამოვლინდა გამარჯვებულად.
აღსანიშნავია, რომ დავით ჩართოლანი, პარტია ქართული ოცნების შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორ ოთარ ჩართოლანთან ერთად ფლობს იმავე სახელწოდების კომპანიას შპს "ქორულდს", ასევე არის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორი კომპანიებში "ქუალითი ქონსთრაქშენ 2023" და "ქონქრით პლიუსი".
ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მესტიის მერია და კომპანია წინასწარ ურიგდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვების პროცესში კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვის მაღალი რისკები არსებობს. ეს სისტემური პრობლემები კი მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები