როგორია საქართველოს ბანკის მწვანე ინიციატივები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი ძირეული ღირებულებაა, რომელიც ინტეგრირებულია, როგორც ბანკის ბიზნეს მოდელში, ისე ფინანსური ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში.
შესაბამისად, საქართველოს ბანკის მიზანია, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შიდა პროცესებზე, არამედ მომხმარებლებისა და მომწოდებლების მდგრადობაზე. ამ მიმართულებით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს:
გარემოსდაცვითი პოლიტიკები
საქართველოს ბანკში 2012 წლიდან დაინერგა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა, რომლის თანახმადაც, ბანკი იღებს ვალდებულებას, მოახდინოს გარემოსდაცვითი ფაქტორების ინტეგრაცია ბიზნეს სტრატეგიაში, ყოველდღიურ ოპერაციებში, სესხების პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, შემცირება და მონიტორინგი.
ამასთან, საქართველოს ბანკის გუნდმა შეიმუშავა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც ბანკი იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კლიმატურ მიზნებს და ხელი შეუწყოს ბიზნესებს, გახდნენ უფრო მდგრადი.
ორგანიზაციაში ასევე მოქმედებს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მომწოდებელთა ქცევის კოდექსი, რომლის თანახმადაც, ბანკი არა მხოლოდ იღებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით ინიციატივებზე, არამედ იმავეს ელის მომწოდებლებისგანაც.
მწვანე დაფინანსების ლიდერები საქართველოში
გრძელვადიანი ღირებულების შექმნის და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს გარემოსდაცვით და კლიმატურად მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით ინიციატივების იმპლემენტაციას.
სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობის გაზრდის, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ბანკი მომხმარებლებს მწვანე დაფინანსებას სთავაზობს.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის გუნდმა პირველი სამიზნე მაჩვენებელი 2023 წელს დაისახა, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის მწვანე დაფინანსება მინიმუმ 875 მილიონ ლარამდე უნდა გაეზარდა.
მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მწვანე პორტფელის მოცულობამ 2024 წლის ბოლოსთვის 1,024 მილიონ ლარს მიაღწია — შედეგებმა სამიზნე მაჩვენებლის 17.1%-ით გადააჭარბა, რაც 36.3%-იან წლიურ ზრდაში აისახა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი ლიდერის პოზიციას იკავებს.
ამჟამად, საქართველოს ბანკის მდგრადობის პორტფელის მოცულობა, რომელიც მწვანე და სოციალურ პროექტებს აერთიანებს, 1,950 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, ბანკის გუნდი მიზნად ისახავს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს მწვანე პორტფელი და უფრო მეტი ინიციატივა განახორციელოს მომავალშიც მდგრადი განვითარების მიმართულებით.
პარტნიორობა გარემოზე ზრუნვისთვის
საქართველოს ბანკში ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. ამ ეტაპზე 5 სახის სხვადასხვა ნარჩენის სეპარირება და დამუშავება ხორციელდება.
მხოლოდ 2024 წელს, საქართველოს ბანკის მასშტაბით 83 ტონაზე მეტი ქაღალდი, 3 ტონაზე მეტი პლასტმასა და 6 ტონაზე მეტი ელემენტი გადამუშავდა. გარემოზე ზემოქმედების კვალის შემცირების მიზნით კი, საქართველოს ბანკი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ტენე და wasteless.
გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები