ყირიმი — რუსეთს, უკრაინა NATO-ში ვერ გაწევრიანდება — რაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, "ყირიმი ობამამ დათმო" და თავად რომ აშშ-ს ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს არ მოხდებოდა.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება NATO-ს წევრი და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიზეზიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილი დაასახელა.
ტრამპმა ინტერვიუში მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას არ დაუშვებდა და ეს ყველაფერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების — ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას ომია.
გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს:
თქვენ თქვით, რომ უკრაინაში ომს პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაასრულებდით.
დონალდ ტრამპი: ეს მე ფიგურალურად, გაზვიადებულად ვთქვი. რადგან ამაზე ხაზგასმა მომხდარიყო. ცხადია, ხალხს ესმის, რომ ეს ხუმრობით ნათქვამი იყო, მაგრამ ისიც ითქვა, რომ დასრულდება.
თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი [ომის დასრულებას]? როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება?
არ მგონია, რომ დიდი ხანი გაგრძელდა. მე სამი თვის წინ მოვედი [პრეზიდენტად]. ეს ომი კი, სამი წელია გრძელდება.
ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ბაიდენის ომია. ეს არ არის ჩემი ომი. მე არაფერ შუაში ვარ. ეს ომი არასდროს მოხდებოდა. პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა. 6 ოქტომბერი არასდროს მოხდებოდა. 7 ოქტომბერი არასდროს მოხდებოდა. არასდროს მოხდებოდა. არასდროს. მერე მეკითხებით, რატომ გაგრძელა ომი ამდენი ხანი? გესმის ეს, სტივ? ომი სამი წელია მძვინვარებს. მე ახლახან მოვედი და თქვენ ამბობთ, რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი?
როგორ ფიქრობთ, თუ პუტინი პრეზიდენტი იქნება — მშვიდობა შესაძლებელია?
ვფიქრობ, მშვიდობა შესაძლებელია. ვფიქრობ, ჩემთან, როგორც პრეზიდენტთან ერთად ეს შესაძლებელია, ეს სარწმუნოა. თუ ვინმე სხვა იქნება პრეზიდენტი, შანსი არაა.
როგორ ფიქრობთ, თუ ზელენსკი კვლავ უკრაინის პრეზიდენტი იქნება, მშვიდობა შესაძლებელია?
დიახ, ის ამჟამად პრეზიდენტია და ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ.
უნდა დაკარგოს თუ არა უკრაინამ NATO-ში გაწევრიანების იმედი?
მე არ ვფიქრობ, რომ ის [უკრაინა] ოდესმე შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას. სწორედ ამან გამოიწვია ომის დაწყება, როდესაც მათ [უკრაინელებმა] დაიწყეს საუბარი NATO-ში გაწევრიანებაზე. რომ არა ეს განხილვა — ბევრად დიდი შანსი იქნებოდა, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო.
ყირიმი რუსეთს უნდა დარჩეს, თუ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ყირიმი?
ყირიმი რუსეთს გადაეცა. ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა რუსეთს ყირიმი და არა მე. ამის გათვალისწინებით, შეძლებს უკრაინა მის დაბრუნებას? მათ თავიანთი წყალქვეშა ნავები ყირიმში ჰყავდათ დიდი ხნით ადრე. ყირიმში ხალხი ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ, ობამამ მისცა ყირიმი რუსეთს — და არა ტრამპმა. ჩემს დროს "წაიღებდნენ" ისე, როგორც ობამას დროს? — არა, ეს არ მოხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი ყირიმს ვერ აიღებდა.
იქნება თუ არა თქვენთვის მისაღები გარიგება, რომ ყირიმი და ოთხი სხვა რეგიონი, რომელიც რუსეთმა უკრაინას წაართვა, საბოლოოდ რუსეთმა მიითვისოს?
ჩვენ მხოლოდ ყირიმზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს არის ის, რასაც ყოველთვის ახსენებენ.
თუ რუსეთს დარჩება ყირიმი — ზელენსკის ეს ესმის და ყველას ესმის, რომ რუსეთს ყირიმი დიდი ხანია მითვისებული აქვს. ყირიმი რუსეთთან იყო ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ისევ და ისევ — ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. მე ამას ვუწოდებ ომს, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები