Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე
ფოტო: თეგეტა
- ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმენია
- Porsche 911 GT3-მა ტრასა 6:56.249 წუთში დაფარა და არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა
Porsche 911 GT3-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილია ნიურბურგრინგის ტრასაზე და მორიგი რეკორდული მაჩვენებლები შემოგვთავაზა. ახალმა Porsche 911 GT3-მა არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა. განახლებული 911 GT3 ზოგადი სამუშაო პარამეტრების გაუმჯობესებისა და Weissach აღჭურვილობის შედეგად 3.7 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა თავის წინამორბედზეც - პორშეს ორმაგი გადაბმულობის სისტემის (PDK) მქონე 911 GT3-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ მოდელში ძრავის სიმძლავრე უცვლელია, თუმცა ძარის გაძლიერებული მახასიათებლების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ავტომობილის სამუშაო პარამეტრებიც.
ფოტო: თეგეტა
ანდრეას ფროინინგერი, Porsche-ს GT მოდელების ხაზის დირექტორი: "სულ უფრო მეტი 911 GT3-ის მოყვარული ირჩევს 6-სიჩქარიან, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ვერსიას. ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ, რამდენად სწრაფი იქნებოდა ახალი 911 GT3 ნორდშლაიფეს ტრასაზე. ვფიქრობ, ამ შეკითხვას წარმატებით ვუპასუხეთ - იგივე სიმძლავრე და უკეთესი სამუშაო მახასიათებლები.
როდესაც ახალი 911 GT3-ით რეკორდის მოხსნა გადავწყვიტეთ, ცხადია, დავინტერესდით, რომელმა ავტომობილებმა დაამყარეს მანამდე არსებული რეკორდები. ტრასის შემოკლებული, 20.6-კილომეტრიანი მარშრუტის გასავლელად კონკურენტს 7:01.300 წუთი დასჭირდა. ეს კი, სრული მარშრუტის (20.832-კილომეტრიანი ტრასა) შემთხვევაში დაახლოებით 7:05.800 წუთს შეადგენს. სწორედ ეს რეკორდი უნდა გაგვეუმჯობესებინა. ახალი 911 GT3-ის შემთხვევაში წამმზომმა 6:56.249 წუთი აჩვენა, რაც მანამდე არსებულ რეკორდზე 9.5 წამით ნაკლებია“.
ფოტო: თეგეტა
ყველა, ვინც ნიურბურგრინგის რეკორდებს ადევნებს თვალყურს, კარგად იცნობს იორგ ბერგმაისტერის სახელს. Porsche-ს ბრენდ ამბასადორსა და განვითარების მენეჯერს ნორდშლაიფის ტრასაზე არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული. ახალი რეკორდის დასამყარებლად, ბერგმაისტერი 20 832-კილომეტრიან ტრასაზე 27 გრადუს სიცხეში გაემართა, 375 კვტ-ის (510 ცხენის ძალა) სიმძლავრისა და Weissach მოდულით აღჭურვილი 911 GT3-ით. წინამორბედის მსგავსად, ავტომობილი წარმოდგენილი იყო Michelin Pilot Sport Cup2 R საბურავებით.
ფოტო: თეგეტა
იორგ ბერგმაისტერი, Porsche-ს ბრენდ ამბასადორი და განვითარების მენეჯერი: "ახალმა 911 GT3-მა კიდევ უფრო მეტი თვითრწმენა შემძინა. ჩემი მიზანი ერთადერთი იყო: მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით ტრასის უფრო სწრაფად გავლა. ბედნიერი ვარ, რომ წინა მოდელის შედეგი თითქმის ყველა მოსახვევში გავაუმჯობესე.
911 GT3 RS-ის მართვისას დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც ავტომობილის ძარასთანაა დაკავშირებული. შედეგად კი ახალმა მოდელმა გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა უსწორმასწორო ზედაპირზე მართვისას. სიჩქარეების გადართვის 8%-ით შემცირებული დროის წყალობით, იმავე სიმძლავრის ძრავის ავტომობილით აჩქარებისას უკანა ხიდიდან მომავალი სიმძლავრე გაცილებით მეტია“.
ახალი Porsche 911 GT3-ის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
• სიმძლავრე - 510 ცხენის ძალა;
• აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე - 3,4 წმ;
• მაქსიმალური სიჩქარე - 311 კმ/სთ.
საქართველოში Porsche 911 GT3-ის შეძენა ბრენდის ოფიციალურ დილერთან, პორშე ცენტრი თბილისშია შესაძლებელი. თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები