საქართველოს ბანკსა და Bene Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესების გაძლიერებას და მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და Bene Group- ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი კუკულაძემ და Bene Group - ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ მოაწერეს.
პროექტის ჯამური ღირებულება 5.5 მილიონ აშშ დოლარია, რომელიც სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ. პროექტის ფარგლებში გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში 13,000 კვ.მ ფართობის თანამედროვე სასაწყობე კომპლექსის მშენებლობა და მოწყობა იგეგმება.
“Bene Group -ი 2014 წლიდან მომხმარებლებს მაღალი დონის ლოგისტიკურ და სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე და პროფესიონალთა გუნდზე. 2017 წელს დავაარსეთ პრემიუმ სერვისზე ორიენტირებული ბრენდი - Bene Exclusive,ხოლო 2024 წელს საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვეთ და სასაწყობე მეურნეობის სექტორშიც შევედით. აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა სცდება მხოლოდ Bene Group-ის სტრატეგიულ გეგმებს – იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოში სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა ხარისხიანი და სტრატეგიულად კარგად მდებარე სივრცის დეფიციტი კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ბევრი კომპანიისთვის. ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სასაწყობე კომპლექსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიწოდების მხარეს. ამასთან, ობიექტით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე საერთაშორისო მსხვილი კომპანია, რაც პროექტს დამატებით საინვესტიციო ღირებულებას სძენს და ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას. საქართველოს ბანკი კომპანიის განვითარების ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული და მრავალწლიანი თანამშრომლობა არა მხოლოდ სტაბილური ფინანსური მხარდაჭერით, არამედ ერთობლივად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებითაც გამოიხატება. სწორედ ამის დასტურია თანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ ახალ მასშტაბებს შეიძენს და ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, — განაცხადა Bene Group-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი გოგლიძემ
“დღეს გაფორმებული მემორანდუმი წარმოადგენს თანამშრომლობის ახალ ეტაპს და შეეხება პარტნიორობას Bene Group-ის ახალ ლოგისტიკურ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს გარდაბანში, თანამედროვე სასაწყობე კომპლექსის განვითარებას. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის დივერსიფიცირებული და გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით. მემორანდუმით, საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს Bene Group-ს როგორც მიმდინარე პროექტის წარმატებით განხორციელებაში, ასევე მის მასშტაბურ და ამბიციურ გეგმებში. გვეამაყება ეს გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც მუდმივად შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. გვჯერა, რომ Bene Group-ისა და ჩვენი საერთო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები ჯერ კიდევ წინ არისს“, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი წეროძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები