კანადის არჩევნებში მარკ კარნის მეთაურობით ლიბერალებმა გაიმარჯვეს
ფოტო: BBC
კანადის არჩევნების შემდეგ, პრემიერმინისტრ მარკ კარნის ლიბერალური პარტია, სავარაუდოდ, თემთა პალატაში მთავრობის ფორმირებისთვის საკმარის მანდატებს მოიპოვებს, - პროგნოზირებენ კანადური მაუწყებლები CBC და CTV News. მათი თქმით, მარკ კარნიმ ოფიციალურად იმარჯვებს არჩევნებში, წერს BBC
ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მოიპოვებს თუ არა პარტია აბსოლუტურ უმრავლესობას თემთა პალატაში. CBC News-ის ვარაუდით, ლიბერალებს 343 ადგილიდან 168-ის მოპოვების კარგი შანსი აქვთ.
თუ ლიბერალები აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, მათ ერთ-ერთ მცირე პარტიასთან მოუწევთ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მოლაპარაკება.
საპარლამენტო არჩევნები დონალდ ტრამპის “სავაჭრო ომისა” და კანადის ანექსიის მუქარის ფონზე მიმდინარეობს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ხმის მიცემის დროსაც კი გაიმეორა.
წლის დასაწყისში დამკვირვებლები პიერ პოლიევრის ხელმძღვანელობით კონსერვატორებს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამომრჩევლის განწყობა მკვეთრად შეიცვალა. როგორც AFP აღნიშნავს, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებმა კანადელების აღშფოთება გამოიწვია და აშშ-სთან ურთიერთობები საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად აქცია.
ეს თემა მარკ კარნის რიტორიკის ცენტრალური ნაწილი გახდა, რომელმაც მარტში პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდო შეცვალა. კერძოდ, მან პირობა დადო, რომ გააფართოვებდა საგარეო სავაჭრო პარტნიორების წრეს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და უარყო ამერიკელი ლიდერის მუქარა.
კანადის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარკ კარნიმ ოფიციალურად გაიმარჯვა არჩევნებში ხმების 64%-ით.
მას გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა. მოგვიანებით, მილოცვებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდა. მან X-ზე დაწერა, რომ "უკრაინა ღრმად აფასებს კანადასთან მჭიდრო კავშირებს და კანადელი ხალხის ურყევ მხარდაჭერას".
კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ახლა ისტორიის "გარდამტეხ მომენტში" იმყოფება.
"პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხას, რათა ამერიკამ ჩვენზე ბატონობა შეძლოს. ეს არასდროს, არასდროს მოხდება.
ჩვენი წინა ინტეგრაციული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან დასრულდა. ჩვენ უკვე განვიცადეთ ამერიკის მხრიდან ღალატის შოკი, ახლა ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ", — განუცხადა მან ოტავაში მხარდამჭერებს და ხაზი გაუსვა, რომ ამას "ტრაგედიად" მიიჩნევს.
მარკ კარნი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპთან საუბარს გეგმავს, რათა "ორი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს" მომავალი განიხილოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები