"რუსეთი იყო, არის და იქნება უსაფრთხოების გარანტი რეგიონში" — რუსულმა მედიამ მამუკა ფიფიას და პაატა აბულაძის ინტერვიუ გაავრცელა
მედიაში გავრცელდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენისა და პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ფიფიას და, როგორც თავად წარადგენს თავს, ქართული ოცნების წარმომადგენლის, პაატა აბულაძის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდა.
ამას გარდა, პაატა აბულაძის თქმით, "რუსეთი იყო, არის და იქნება უსაფრთხოების გარანტი რეგიონში" და "საჭიროა დიპლომატიური კავშირის აღდგენა".
მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე
ფოტო: ეროვნული ერთიანობის კლუბი
აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ "ეროვნული ერთიანობის კლუბშია" ჩაწერილი და, როგორც "ტვ პირველი" იუწყება, შემდეგ რუსული ტელევიზიით გადაიცა.
"ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვიყავით: ან საქართველო ფიზიკურად არ იარსებებს, ან საქართველო იცოცხლებს. ჩვენ რომ მათ ზეწოლას დავყოლოდით, ჩვენ აქ არ ვისხდებოდით და საქართველო რუკაზე არ იარსებებდა. ის, რომ ისინი გვიბიძგებდნენ ომისკენ ღიად, შეულამაზებლად. მე ვარ მოწმე. მე არ ვამბობ, რომ ვინმემ მითხრა, ჩემი ყურით ვისმენდი. მე მმართველ პარტიას წარმოვადგენ. იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რომ 3 დღეს ხომ მაინც გაძლებთ, სამი დღის შემდეგ პარტიზანულ ომს დაიწყებთო.
საჭიროა დიპლომატიური კავშირის აღდგენა. იმიტომ, რომ ის [დასავლური] სამყარო ჩვენი სამყარო არ არის. ეიფელთან და "ბიგ ბენთან" როგორ ფოტოებსაც არ უნდა იღებდნენ, ისინი უცხო ადამიანები არიან. დიახ, ჩვენ ჩვენი სპეციალური საბრძოლო მოქმედება დავიწყეთ. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენს დერუსოფობიზაციას, ჩვენი დელიბერალიზაციას. ე.წ. ბრძოლა მოვიგეთ და არა ომი. ახლა ისინი ეთნოკონფლიქტებზეც მიდიან. დიახ, ასეთის საფრთხეც არის.
ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ძალიან მგრძნობიარედ და სერიოზულად აკვირდება ვითარებას რეგიონში, რადგან რუსეთი იყო უსაფრთხოების გარანტი რეგიონში — არის და იქნება მომავალშიც. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი რუსი პარტნიორები იქნებიან ჩვენს გვერდით ნებისმიერ შემთხვევაში", — ამბობს პაატა აბულაძე.
პაატა აბულაძე ქართული ოცნების წარმომადგენლად და სამხედრო ექსპერტადაა წარმოდგენილი "ეროვნული ერთიანობის კლუბის" ვებგვერდზე და ისიც და მამუკა ფიფიაც ამავე კლუბის წევრები არიან.
"ეროვნული ერთიანობის კლუბის" წევრებია არიან ასევე პუტინის პროპაგანდისტი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრ დუგინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მეორე პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და სწორედ აქვეა წარმოდგენილი ნახსენები ინტერვიუს ფოტოებიც.
მამუკა ფიფია
ფოტო: ეროვნული ერთიანობის კლუბი
აღსანიშნავია, რომ პაატა აბულაძის ორივე შვილი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის რიგებში იბრძვის და პრორუსები მას ხშირად "ჯარისკაცის მამას" ადარებენ. ამას გარდა, პაატა აბულაძე თბილისის მერისა და ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის დის ქმარია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები