გრიგოლ გეგელია: მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს 250 ადამიანს
ლელო-ძლიერი საქართველოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს აუქმებს და თანამშრომლების გათავისუფლებას გეგმავს.
გუშინ, 31 აპრილს NEWS.On.ge-მ მოიპოვა მაკა ბოჭორიშვილის უწყების თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში რეფორმაზე წერს და რეორგანიზაციას აანონსებს.
ჩვენ ამ დრომდე ველოდებით უწყებისგან პასუხს და დეტალებს, სავარაუდოდ, დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ.
გრიგოლ გეგელიას თქმით, მაკა ბოჭორიშვილი “პოლიტიკურ წმენდას იწყებს სამინისტროში” და ათავისუფლებენ 250 ადამიანს.
"მსურს საზოგადოებას გავაცნო საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გუშინ ღამით გახდა ცნობილი. ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს! ამ მოქმედებით, ბოროტმოქმედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად, დეკლარირებულად განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს ამ საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს, და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში.
ეს ფაქტი არის ევროპული გზის ოფიციალურად და დეკლარირებულად გაჩერება. არავითარი მზადება და არავითარი 2030 წელს სადმე შესვლა, ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია. ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებას კურირებდა და მართავდა "სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" — "ქოცებმა" ჯერ ეს უმაღლესი სტრუქტურა გააუქმეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში "ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი" შექმნეს და ახლა უკვე ამასაც აუქმებენ, რაც ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი დიდი კრახი და ერთ დროს უმნიშვნელოვანესი სამინისტროს მოსპობის მცდელობაა!
"ევროპული დირექტორატის" გაუქმებასთან ერთად, ქართული ოცნება, მისი თვითგამოცხადებული მინისტრის ხელით, პოლიტიკურ წმენდას იწყებს სამინისტროში! სამინისტროდან ათავისუფლებენ 250 ადამიანს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება შემდგომი წმენდა და სამინისტროს თანამშრომლების 30-40% შემცირება. საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 წლის განმავლობაში პირველად ტარდება ამ მასშტაბის რეორგანიზაცია. ე. წ. მინისტრის მიერ წამოწყებული რეორგანიზაცია, სინამდვილეში პოლიტიკური რეპრესიებია.
სამინისტროდან ათავისუფლებენ ასობით თანამშრომელს ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ამ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაიცვეს საკუთარი სამშობლო, ეროვნული ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ხალხის მიერ ისტორიულად დეკლარირებული საგარეო კურსი — სწორედ ხელმოწერის პასუხად, ბოროტმოქმედი რეჟიმის ვასალმა, ბოჭორიშვილმა, გამოაცხადა ბართლომეს ღამე.
ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ღიად ჩადგა მტრის ინტერესების გატარების სამსახურში, რომლის დროსაც საქართველომ დაკარგა ყველაზე მეტი სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე მეტი დაფინანსება, ყველაზე მეტი მოკავშირე, და ყველა ის შანსი და შესაძლებლობა, რაც ჩვენს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს ისტორიულად ჰქონდა.
საგარეო სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროში და სხვა, უკვე გათავისუფლებულია ჯამში 900-ზე მეტი კეთილსინდისიერი, პატრიოტი საჯარო მოხელე.
მინდა თითოეულმა პირმა, ვისაც დღეს რუსული რეჟიმის რეპრესია შეეხო იცოდეს, რომ სულ მალე ეს რეჟიმი დამარცხდება, ხოლო მათი ცოდნა, კომპეტენცია და პატრიოტული შემართება, ჩვენს ქვეყანას მუდამ დასჭირდება. ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუყოვნებლივ დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს!" — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები