ფოტოგრაფ ელენე შენგელიას პასუხი ბექა ადამაშვილს — ფრილანსერები და ბიზნესი
ფოტო: თიბისი
აღმოჩნდა, რომ ბექამ ბევრი იფიქრა, სანამ სტაბილურ სამსახურსა და ხელფასს ფრილანსერობას არჩევდა. ჩემს შემთხვევაში, ამ სტატუსით მუშაობა პროფესიამ განაპირობა. საქართველოში, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ყველა ფოტოგრაფი კერძო შეკვეთებზე მუშაობს — ფრილანსზე. მხოლოდ საზღვარგარეთ შეხვდებით დიდ სააგენტოებს, სადაც ფოტოგრაფები სრულ განაკვეთზე ჰყავთ დასაქმებული.
თავად ბიზნესსკოლა დავამთავრე, თუმცა ვიზუალური ხელოვნება მუდამ მიზიდავდა. სარეკლამო სააგენტოში დავიწყე მუშაობა, სადაც ყოველდღიურად მქონდა შეხება კრეატიულ ადამიანებთან. ხშირად დავდიოდი გადაღებებზე, რამაც ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა. ფოტოგრაფიამ იმდენად დამაინტერესა, რომ 2018 წელს სასწავლებლად წავედი, ფოტოგრაფიის კურსი გავიარე და დაბრუნებისთანავე მტკიცედ გადავწყვიტე, ამ საქმეს პროფესიულ დონეზე მივდგომოდი. 2022 წელს კი სტიპენდიით საშუალება მომეცა ნიუ-იორკში ICP-ში მესწავლა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლაა მსოფლიოში.
პირველი ნაბიჯების გადადგმა გამიმარტივა იმან, რომ საჭირო კონტაქტები პროფესიული გამოცდილებიდან უკვე მქონდა დაგროვებული. ამის წყალობით, კლიენტებთან მუშაობის დაწყება შედარებით მარტივი აღმოჩნდა.
ფრილანსინგში ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქმიანობის მიღმა დრო დამრჩენოდა პირადი პროექტების განხორციელებისთვისაც. თუმცა, ბუნებრივია, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ, ძალიან მნიშვნელოვანია დამკვეთის ნდობა. ბექას მსგავსად, მეც ვფიქრობ რომ ამისთვის აუცილებელია, რომ მას წინასწარ ჰქონდეს წარმოდგენა შენს უნარებზე და ნახოს პორტფოლიო.
პირადად მე ორი ტიპის პორტფოლიო მაქვს: ერთი სახელოვნებო და მეორე — კომერციული.
ქართული ბაზარი საკმაოდ პატარაა და პრაქტიკულად ყველა დამკვეთთან ნამუშევარი მაქვს, ამიტომ ნდობის საკითხი ხშირად წინასწარ მოგვარებულია. თუმცა, უცხოურ კომპანიებთან, რომლებსაც საქართველოში პროექტების განხორციელება სურთ, პორტფოლიოს მოთხოვნა კვლავ აქტუალურია.
ზოგადად, რჩევების დიდად არ მჯერა. ვფიქრობ, რომ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს — თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. ის, რაც ერთი ადამიანის კარიერაში მუშაობს, შეიძლება სრულიად გამოუსადეგარი იყოს სხვებისთვის.
როცა ჩემს კარიერას ვიწყებდი, საკმაოდ არასოციალური და ინტროვერტი ვიყავი, საკომუნიკაციო უნარებიც ნაკლებად მქონდა განვითარებული. ფრილანსერის შემთხვევაში კი, ბუნებრივია, შენს ნაცვლად კლიენტს ვერავინ დაელაპარაკება, ამიტომ ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა დამჭირდა.
ფრილანსინგი თავისებურად ორმხრივი მედალია: ხშირად გიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, ზოგჯერ — არა ნორმირებულ საათებში. გაბედე უარის თქმა — ურჩევს ბექა დამწყებ ფრილანსერებს თავის ბლოგში, რომელსაც ნაწილობრივ მეც ვეთანხმები.
თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ზრდაც შეზღუდულია, ამიტომ პროექტების მრავალფეროვნება საკმაოდ დაბალია. მხოლოდ ის პროექტები რომ ავირჩიო, რომლებიც ძალიან მომწონს, გამიჭირდება სტაბილური შემოსავლის შენარჩუნება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს წითელი ხაზები — თუ დამკვეთის ღირებულებები ძალიან შორს არის ჩემი პრინციპებისგან, ასეთ პროექტებზე მუშაობას თავს ვარიდებ. საბედნიეროდ, საქართველოში წინასწარ შეგიძლია იცოდე, ვინ არის დამკვეთი და როგორი ბექგრაუნდი აქვს მას.
ყველა ფრილანსერს და ფოტოგრაფს გონებაში აქვს შექმნილი "კარგი" და "რთული" დამკვეთის პროფილი. კარგი დამკვეთი არის ის, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა, აქვს გამოცდილება, აინტერესებს ვიზუალური ხელოვნება, აქტიურად არის ჩართული პროცესში და თავადაც იღებს სიამოვნებას ამ თანამშრომლობით. იდეალურ შემთხვევაში, მას შეიძლება თავადაც ჰქონდეს ფოტოგრაფიის გამოცდილება ან მინიმუმ კარგი ვიზუალური აღქმა.
ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ზოგ დამკვეთს უჭირს გააცნობიეროს, რაზე ვსაუბრობთ, რა არის რელევანტური ბრიფთან და როგორი შეიძლება იყოს საბოლოო შედეგი. ასევე ხშირია არარეალისტური მოლოდინები, რაც ერთ ენაზე საუბარს ართულებს.
დიდ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ ან ინგლისი, დამკვეთებთან სამუშაოდ სპეციალურად ჰყავთ დაქირავებული ადამიანები — ფოტოედიტორები, რომლებსაც ვიზუალური ხელოვნების განათლება აქვთ. საქართველოში კი მსგავსი ფუფუნება, როგორც წესი, არც დიდ კომპანიებს აქვს.
მთავარი, რაც წინა ბლოგის ავტორთან საერთო მაქვს, არის ის რომ, ყველაფრის მიუხედავად, ფრილანსერობაზე უარი არასდროს მითქვამს და არც ვნანობ ამ არჩევანს.
საინტერესოა ისიც, რომ ქართული რეალობისთვის უჩვეულოდ ადრე ვდგები — ზოგჯერ 7 საათზე, რადგან ამ დროს ვახერხებ ფილმის ყურებას, ფოტოების დამუშავებას ან მიმდინარე პროექტზე მუშაობას. ფრილანსინგში უმნიშვნელოვანესია დროისა და რესურსების სწორად განაწილება.
ფრილანსინგი ჩემთვის საშუალებაა, ვაკეთო საყვარელი საქმე და პროფესიულად განვვითარდე.
ხუთშაბათის შეხვედრების თემაზე ბექა ადამაშვილის პასუხი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები