აქციებზე დაკავებული 11 პირი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული 11 პირი — ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამის მირცხულავა, ჯანოს არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა.
11 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლე გალუსტაშვილმა თქვა, რომ "მართლმსაჯულება მრუდე არ არის და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ სასამართლო სამართლიან, კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს".
"რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხს, მოგეხსენებათ, ჩვენ არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმყოფებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა, შესაბამისად, ასე ჩათვალეს საჭიროდ.
[...] როგორც [პროკურორმა] ბრძანა, მოცემულ ეტაპზე უნდა გვქონდეს რაიმე ისეთი მოცემულობა, რაც არ არსებობდა წინა სასამართლო სხდომის ან აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, იმ პროცესში, როცა ამ ეტაპზე ვიმყოფებით და მტკიცებულებების ეტაპი არ გაგვივლია, სასამართლო თვლის რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს", — თქვა გალუსტაშვილმა.
24 აპრილს, წინა სხდომაზე, პროკურორმა სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვა წაიკითხა, ხოლო დღევანდელ სხდომაზე, შესავალი სიტყვით დაცვის მხარის წარმომადგენლები გამოვიდნენ.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისთვის პროკურატურის ბრალდება გაუგებარია.
ონისე ცხადაძემ კი ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს მიმართა, რომელმაც 7 აპრილს, მისი ძმის პოსტი გააზიარა სოციალურ ქსელში.
ონისე ცხადაძემ თქვა, რომ "თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს ვუსურვებ იგივე სიტუაციას 4-დან 6 წლამდე".
"ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე კარგი პირობები მქონია ციხეში — ტელევიზორი მქონია. ცალსახად კარგია, რომ ის რაც ადრე ხდებოდა, ახლა არ ხდება. მაგრამ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს ვუსურვებ იგივე სიტუაციას 4-დან 6 წლამდე. თან მოტივები თქვენ უფრო მეტი გექნებათ ქალბატონო ნინო", — თქვა სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები