Reuters-ის ცნობით, უოლცის მოხსნის ერთადერთი მიზეზი Signal-ის ჩატთან დაკავშირებული სკანდალი არ ყოფილა — მიზეზები
ფოტო: NYT
ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მას გაეროში აშშ-ის ელჩად წარადგენს
დონალდ ტრამპმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტრამპმა გამოაცხადა, რომ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩი გახდება და მის მოვალეობას დროებით სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაეროში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად", — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დროებით ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ძლიერ ლიდერად დარჩება", — დასძინა ტრამპმა.
ამის შემდეგ მაიკ უოლცმა X-ზე დაწერა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ტრამპის მრჩევლად მუშაობა.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ნდობა გამომიცხადა და თავის კაბინეტში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე დამნიშნა. არ არსებობს უფრო მაღალი მოწოდება, ვიდრე ჩვენი ერის ღირებულებებისა და თავისუფლებების, ასევე თითოეული ამერიკელის უსაფრთხოების მსახურება", — წერს უოლცი.
"პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან ერთად ჩვენ ვუპასუხებთ დღევანდელი მსოფლიოს ახალ გამოწვევებს და მტკიცედ დავუპირისპირდებით მათ, ვინც ჩვენი ცხოვრების წესის ძირის გამოთხრას ცდილობს. ჩვენი ერი იმსახურებს გაბედულ, ურყევ ხელმძღვანელობას და ის ამას უზრუნველყოფს", — წერს გათავისუფლებული უოლცი.
ხუთშაბათს რამდენიმე ავტორიტეტულმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ უოლცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
CBS-ის ინფორმაციით უოლცთან ერთად მისი მოადგილე ალექს ვონგიც დატოვებს თანამდებობას.
Fox News თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უოლცი, ვონგი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კიდევ რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს.
რამდენიმე კვირის წინ, უოლცი მთავარი ფიგურა გახდა სკანდალში, რომელიც Signal ჩატში იემენის ჰუსიტების წინააღმდეგ ამერიკული დარტყმების საიდუმლო გეგმების განხილვას ეხებოდა. სწორედ მან დაამატა ჟურნალ "ატლანტიკის" მთავარი რედაქტორი ჩატში, სადაც ოპერაცია განიხილებოდა.
CNN-ის ვებსაიტი წერს, რომ ტრამპმა იმ დროს უოლცს მხარი დაუჭირა, მაგრამ მას შემდეგ, უოლცის გადადგომა მხოლოდ დროის საკითხი გახდა.
CNN-თან საუბრისას ანონიმური წყაროს ცნობით, უოლცს ამ კვირის დასაწყისში უთხრეს, რომ "მისი დრო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სათავეში დასრულდა".
Reuters წერს, რომ გადადგომის ერთადერთი მიზეზი "სიგნალის ჩატთან" დაკავშირებული სკანდალი არ ყოფილა.
Reuters-ის წყაროს ცნობით, უოლცი ტრამპისგან განსხვავებით მკაცრი პოლიტიკის მომხრე იყო რიგ საკითხებში და მისი გემოვნებისთვის უფრო რადიკალი "ქორი" იყო.
"უოლცი და ვონგი ქორების რიცხვში იყვნენ ტრამპის უახლოეს მრჩევლებს შორის, მათ შორის ირანთან, ჩინეთთან და ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებში", — განუცხადა თავდაცვის ანალიტიკოსმა ჯენიფერ კავანაგმა Responcible Statecraft-ს.
"უოლცი და ვონგი ხშირად არ ეთანხმებოდნენ ტრამპს, რომელსაც აშკარად სურს ირანთან ომის თავიდან აცილება და, როგორც ჩანს, ნაკლებად სურს ტაივანის დაცვა წინა პრეზიდენტებთან შედარებით", — განაგრძო კავანაგმა.
გარდა ამისა, Reuters -ის წყაროს ცნობით, უოლცი საკმარისად კარგად არ ასრულებდა თავის მთავარ ამოცანას — საგარეო პოლიტიკის სფეროში სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის კოორდინაციას.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები