EPP-ის რეზოლუციის რეკომენდაციას, "ქართუს" SWIFT-დან გამოთიშვაზე, სებ-ის პრეზიდენტი და "საქართველოს საბანკო ასოციაცია" ეხმაურებიან
ევროპის სახალხო პარტიამ 2025 წლის 30 აპრილ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში არის მოწოდება "ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქცირებაზე".
EPP მოითხოვს, რომ ევროკავშირში ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინონ, "ქართუ ბანკი" SWIFT-დან და Visa/MasterCard-ის სისტემებიდან გათიშონ.
ამას გარდა, რეზოლუციაში წერია, რომ ევროკავშირმა სექტორული სანქციები დაუწესოს მიზნობრივ ბიზნესს, რომელიც რეჟიმს მხარს უჭერს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის ან მისი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და სანაცვლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღიარონ ქართველი ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად.
"EPP მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატებისთვისა და ოფიციალური პირებისთვის, როგორც პირველ ნაბიჯს — და ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება” სრულიად პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზე — თუ დემოკრატიულ მმართველობასა და თავისუფლებებზე შესაბამისი პირობები და თავისუფლებები არ იქნება დაკმაყოფილებული...
[EPP] ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ, და ევროკავშირში არსებული ივანიშვილის ყველა აქტივი გაყინონ; [EPP] ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა ივანიშვილის "ქართუ ბანკი" SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან ჩამოჭრან, და სექტორალური სანქციები შემოიღონ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ საქმე..." — წერია დოკუმენტში (ტვ პირველი თარგმანი).
"საქართველოს საბანკო ასოციაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საუბარი "ქართუს" SWIFT სისტემიდან გამოთიშვაზე, რეალობას არ შეესაბამება.
"გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემული რეზოლუცია წარმოადგენს პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტს და ის არ შეიძლება გახდეს ბანკის მიმართ მოქმედების სამართლებრივი ან რეგულაციური საფუძველი, საუბარი "ქართუს" SWIFT სისტემიდან გამოთიშვაზე არ შეესაბამება რეალობას.
"ქართუ ბანკი" საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია და იცავს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო რეგულაციებს.
აღნიშნული ფაქტის საფუძველზე პროგნოზების და ინტერპრეტაციების გავრცელებამ ადგილობრივი აქტორების და მედიის მიერ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოების მიერ რეალური სურათის აღქმას და გამოიწვიოს ბანკის ფინანსური ზიანი", — ნათქვამია განცხადებაში.
EPP-ის რეზოლუციას რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც გამოეხმაურა. მისი თქმით, SWIFT-ის, როგორც ეფექტური საგადახდო სისტემის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად ქცევა, თავად ამ სისტემას ასუსტებს.
"ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია და არ აღწევს იმ მიზანს, რისთვისაც თავის დროზე სანქციები იყო მოგონილი და უფრო იწვევს იმედგაცრუებას და გულის წყრომას მოსახლეობაში. განსაკუთრებით, როდესაც უსამართლობის შეგრძნება არის. ჩვენი საბანკო სისტემის, თუნდაც "ქართუ ბანკის" მიმართ, როგორც ერთ-ერთი საბანკო ინსტიტუტის მიმართ ასეთი მოწოდების გაჟღერება, თუნდაც ეს მხოლოდ პოლიტიკის რიტორიკის დონეზე, არის ძალიან უსამართლო. იმიტომ, რომ ჩვენი საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, მათ შორის, "ქართუ ბანკიც", სადაც ფორმალური პრობლემა არ არსებობს და საყვედური არავის არ ეთქმის. ჩვენი საბანკო სისტემა ყველაფერს იცავს თავიდან ბოლომდე, ჩვენ ამას ვუყურებთ და ვაკვირდებით.
ერთ რაღაცას ვიტყვი, როგორც ცენტრალური ბანკირი და როგორც ეკონომისტი, ასეთი მოხშირებული ხსენება და გამოყენება ამ კონტექსტში SWIFT-ის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ეფექტური საგადახდო სისტემისა, ამის ხსენება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღის, ანუ ამის იარაღად ქცევა, საბოლოო ჯამში, თვითონ ამ სისტემას — SWIFT-ს ასუსტებს და იწვევს სურვილს სხვადასხვა ქვეყანაში ალტერნატივებზე იფიქრონ," — განაცხადა ნათია თურნავამ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები