გარეგნობამ არ მოგატყუოს — ეს 10 ცხოველი სულაც არაა მეგობრული
ფოტო: National Geographic Kids
ბუნება ხშირად გვატყუებს — ზოგჯერ ყველაზე საყვარელი და უწყინარი გარეგნობის მქონე ცხოველები სინამდვილეში საშიშები ან აგრესიულები შეიძლება აღმოჩნდნენ. მათი ლამაზი თვალები, ფუმფულა ბეწვი ან მშვიდი ქცევა სულაც არ ნიშნავს, რომ მათთან მიახლოება უსაფრთხოა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ცხოველს, რომლებიც გარეგნულად შეიძლება მეგობრულები ჩანდნენ, მაგრამ სინამდვილეში სჯობს მათგან შორს იყო.
1. ენოტი
ფოტო: Nat Geo
ენოტები, მათი სასაცილო, ნიღბის მსგავსი სახეებითა და საყვარელი თათებით, შეიძლება მომხიბვლელები და მიმზიდველები ჩანდნენ, მაგრამ რეალურად ისინი ადამიანებისთვის საშიშები არიან — ენოტები ცოფის გამავრცელებელი ცხოველები არიან, თანაც, თუ თავი საფრთხეში იგრძნეს, თავიანთი ფაფუკი თათებით ჩვენთვის ჭრილობების მოყენებაც შეუძლიათ.
2. ლორი
ლორი, ეს დიდთვალა პრიმატი, გარეგნულად სრულიად უწყინარი ჩანს, თუმცა ერთ-ერთი იშვიათი შხამიანი ძუძუმწოვარია. მათ იდაყვთან ჯირკვალი აქვთ, რომელიც შხამს გამოყოფს, როცა ლორი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. ამ შხამს ადამიანისთვის სავალალო შედეგების მოტანა შეუძლია.
3. წითელი მელა
ფოტო: Canadian Geographic
წითელი მელას მოფერება, მათი ნათელი თვალებისა და ფუმფულა კუდების გამო, არაერთ ჩვენგანს შეიძლება მოუნდეს, თანაც ადამიანებთან მოსვლა მათაც სჩვევიათ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მელა ველური ცხოველია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება თავს დაგვესხას.
4. პოლარული დათვი
ფოტო: Adventure Life
კი, პოლარული დათვები ძალიან, ძალიან საყვარლები არიან და მეგობრულადაც გამოიყურებიან, მაგრამ ისინი მაინც დათვები არიან. მათ ადამიანების არ ეშინიათ, ამიტომ მათთან "გათამამება" მარტივია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თეთრი დათვები ძალიან ჭკვიანები არიან — მათ შეუძლიათ მსხვერპლის მიზიდვა, შემდეგ კი შეტევაზე გადასვლა.
5. დინგო
ფოტო: Terra Mater Studio
დინგოს, ავსტრალიურ ველურ ძაღლს, მატყუარას რეპუტაცია აქვს — ისინი ჯერ მეგობრულები არიან, შემდეგ კი, როცა შენს ნდობას მოიპოვებენ, თავს გესხმიან.
6. ზღვის ლომი
ფოტო: PBS
ზღვის ლომები თავიანთი ჭკვიანი გამომეტყველებითა და წინწკლებიანი ტყავით არიან ცნობილები. ამ ცხოველმა მეგობრული გარეგნობის გამო უწყინარი არსების სახელი დაიმკვიდრა, თუმცა ადამიანებთან მათი შეხვედრა ფატალურადაც დასრულებულა.
7. იხვნისკარტა
ფოტო: Museums Victoria
საყვარელი ნისკარტითა და მხიარული ქცევით იხვნისკარტები თავს მალე გვაყვარებენ და მათი ამ სიაში მოხვედრაც უჩვეულოდ ჩანს, თუმცა, მამრობითი სქესის იხვნისკარტებს უკანა თათებზე ეკლებივით მახვილები აქვთ, რომლებიც შხამიანია და ადამიანის მოწამვლა შეუძლია.
8. სპილო
ფოტო: BBC Earth
სპილოები ძირითადად ზრდილი გიგანტები არიან, თუმცა თუ გააბრაზებ, შენს წინააღმდეგ თავიანთი უზარმაზარი სხეულისა და ძლიერი ხორთუმის გამოყენება შეუძლიათ. სპილოების მსხვერპლი ყოველწლიურად 500 ადამიანი ხდება.
9. გედი
ფოტო: National Geographic
გედი ცნობილია თავისი დახვეწილობითა და დელიკატურობით, თუმცა თუ გააღიზიანებ ან მის შვილებს მიუახლოვდები, ის შეტევაზე გადმოდის. გედები სისინებენ, ფრთებს გირტყამენ და ნისკარტსაც გითავაზებენ, თუ შეაწუხე. მართალია, ადამიანისთვის გედს სერიოზული ზიანის მიყენება არ შეუძლია, თუმცა, მოდი, არ გამოვცადოთ.
10. პანდა
ფოტო: WIRED
ეს ფუმფულა, შავ-თეთრი დათვები ალბათ ყველას გვიყვარს. ძირითადად, პანდები მშვიდები არიან და დღის ძირითად ნაწილს ჭამაში ატარებენ, თუმცა, თუ თავი საფრთხეში იგრძნეს, პანდები ძალიან საშიშები ხდებიან. თავიანთი ფიზიკური სიძლიერის, ძლიერი ყბებისა და კბილების წყალობით მათ ნებისმიერი ადამიანის დაშავება შეუძლიათ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები