Service Clinic — პორშე ცენტრი თბილისის ახალი პროექტი ბათუმში
ფოტო: თეგეტა
პორშე ცენტრი თბილისის ინიციატივით ბათუმში პირველად გაიმართა პროექტი — Service Clinic. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიცირებული მექანიკოსები თავად ეწვივნენ ქალაქს.
პორშეს პროფესიონალთა გუნდი სპეციალურად ბათუმისთვის შეირჩა და ადგილზე შესთავაზა პრემიუმ ბრენდის ავტომობილის მფლობელებს მაღალი სტანდარტის ტექნიკური მომსახურება, დროისა და კომფორტის მაქსიმალური შენარჩუნებით.
ფოტო: თეგეტა
ბათუმი პირველია, სადაც პროექტი — Service Clinic განხორციელდა. ბოლო წლებში ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა პორშეს მფლობელების რაოდენობა, თუმცა ამ ეტაპზე პორშეს ოფიციალური სერვისცენტრი არ ფუნქციონირებს. სწორედ ამ ტენდენციის საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება პორშე ცენტრი თბილისმა, მომსახურება მომხმარებელთან ადგილზე მიეტანა. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პორშეს მყარ ღირებულებას — ყოველ მომხმარებელზე ინდივიდუალური ზრუნვა და სრულყოფილება ყოველ დეტალში.
ფოტო: თეგეტა
თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი მარკეტინგის ხელმძღვანელი: “Service Clinic-ის მთავარი მიზანია, მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და ადგილზე მივიტანოთ ის სერვისები, რომელთა მიღებაც აქამდე მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი.
პროექტის ფარგლებში, ბათუმში გაემგზავრნენ ჩვენი სპეციალისტები სავალი ნაწილისა და ელექტროდიაგნოსტიკის მიმართულებით, რომლებმაც პორშეს ავტომობილებს ადგილზე გაუწიეს ყველა საჭირო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ პორშე ცენტრი თბილისის მექანიკოსები სისტემატურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გერმანიაში, რაც ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ეს იყო Service Clinic-ის პირველი ვიზიტი ბათუმში და ვფიქრობ, ორივე დღე ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რასაც მომხმარებლის დადებითი უკუკავშირიც ადასტურებს“.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა Test Drive-ის ფორმატმა, რომლის ფარგლებშიც წინასწარ რეგისტრირებულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გამოეცადათ პორშეს მართვით მიღებული განსაკუთრებული ემოციები და ავტომობილის შესაძლებლობები.
ორდღიანი ღონისძიება პორშეს ოთხი მოდელის Test Drive-ს მოიცავდა. სტუმრებმა გამოსცადეს პორშეს უახლესი მოდელები: Taycan, Macan BEV, Cayenne და Panamera. მომხმარებლები განსაკუთრებით ელექტრომობილებით, Taycan-ითა და Macan BEV-ით დაინტერესდნენ. Taycan უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა, რაც შეეხება Macan-ს, ეს მოდელი რამდენიმე თვეა, რაც გამოჩნდა.
პორშე ცენტრი თბილისის ღონისძიებამ 60-მდე სტუმარს უმასპინძლა. Service Clinic-ის პროექტი გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში, ივლისში გაიმართება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთი მიმართულების, თეგეტა ქარსის კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები