ლევან ხაბეიშვილი ბორჯომის ვაგზლის ხანძარში კახა კალაძეს და ილია წულაიას ადანაშაულებს
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ხანძარში კახა კალაძეს და ილია წულაიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და გათვლილი, რათა შემდეგ, "ტერიტორია გზად, ან გვირაბად გამოეყენებინათ". ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ტვ პირველზე თქვა.
მისი თქმით, ნინო წილოსანმა და ირაკლი რუხაძემ წულაიას აღნიშნული ტერიტორია 20 აპრილს მიჰყიდეს, 10 დღეში კი ბაზარიც დაიწვა.
მისი თქმით, "ბორჯომის ბაზარი პირდაპირ არის მოხვედრილი კალაძის გეგმაში, სადაც არის სამშენებლო პოლიგონი და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს."
"ნინო წილოსანმა და რუხაძემ თავიანთი ქონება კალაძის ბიზნეს პარტნიორსა და ნათელ მირონზე, წულაიაზე გაასხვისეს. წულაია არის კახი კალაძის "კასირი", მონოპოლისტი, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან "არქი" აშენებს კორპუსს. კალაძემ 2024 წელს, მთავრობის ხდომაზე ისაუბრა, რომ ამ ტერიტორიაზე ესტაკადა უნდა გაკეთდეს, ან ხიდი, ან გვირაბი. ეს ბაზრის ტერიტორია პირდაპირ არის დაკავშირებული იმ სამშენებლო პოლიგონთან, რომელიც დანაშაულებრივად დაკავშირებულია რუხაძე-წილოსანს, რომლებმაც მისცეს წულაიას და მან უნდა დაიწყოს მაღალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობები. ეს მშენებლობა ღირებული რომ იყოს, სჭირდება გზა, სხვანაირად მშენებლობას არ ექნება აზრი. 20 აპრილს გადაუფორმეს ეს წულაიას და 10 დღეში იწვება ბაზარი, რომელიც პირდაპირ არის მოხვედრილი კალაძის გეგმაში, სადაც არის სამშენებლო პოლიგონი და სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს. მიზანმიმართულად დაწვეს, იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, კრიმინალური ჯგუფები ჯერ შეუშვეს, გააძარცვინეს და შემდეგ დაწვეს. მოვაჭრეებთან საუბარი და დაყოლიება რთული იქნებოდა, რადგან ხალხი პურის ფულს გამოიმუშავებს. ადგა, პირდაპირ გადაუწვა და დღეს გვამცნეს, რომ თურმე ხმალაძე შეხვდება დაზარალებულებს. ასეთი ხელისუფლება გვყავს, საკუთარი ფულისთვის და ბიზნესისთვის ადამიანებს ექცევა ასე", — განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისათვის, ილია წულაია 2006 წლიდან 2017 წლამდე — დეველოპერული კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო 2014 წლიდან კომპანია "იტონგ კავკასუსის" დამფუძნებელი დირექტორია. წულაია 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკ ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს სიით (წყარო: ვიკიპედია).
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა თავის ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა სადაც წერს, რომ "ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, "თბილისი ცენტრალის" საკუთრებაა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მფლობელობაშია".
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, ვაგზლის ინფრასტრუქტურა 8,200 კვადრატული მეტრის ფართობით წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის საკუთრებას, რომელიც კომპანიას 49 წლიანი იჯარით (2006 წლიდან) გაცემული აქვს "თბილისი ცენტრალზე". თავის მხრივ "თბილისი ცენტრალს" უძრავი ქონების ნაწილი გაცემული აქვს იჯარით კომპანია "ბაქანზე", რომელსაც ეს ქონება წვრილ მოვაჭრეებზე აქვს იჯარით გაცემული. ბიზნეს რეესტრის ინფორმაციით, "ბაქანის" დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელი თორნიკე წერეთელია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა. დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები