აფლატოქსინები — საფრთხე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველია
ფოტო: SmartPharm
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც სურსათის უვნებლობა და ჯანმრთელობა სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი მავნე ნივთიერებების აღმოჩენასა და თავიდან აცილებას, როგორებიცაა აფლატოქსინები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვანი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ მიკოტოქსინებს. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რა არის აფლატოქსინები, როგორ ხვდებიან ისინი ჩვენს საკვებში, როგორ მოქმედებენ ორგანიზმზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან და რა როლს ასრულებს პრობიოტიკები ამ პროცესში. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებთ ეფექტურ პროდუქტებზე, როგორებიცაა პროიმუნოლაიფი, პროლაიფი და პროლაიფი ფედიატრიკო.
რა არის აფლატოქსინები
აფლატოქსინები მიკოტოქსინებია — ობის სოკოს მიერ გამომუშავებული ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი წარმოიქმნება სოკოების ორ სახეობაზე: Aspergillus flavus და Aspergillus parasiticus, რომლებიც ბინადრობს ნიადაგში, მცენარეების ზედაპირზე და აზიანებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, როგორებიცაა სიმინდი, მიწის თხილი, ბრინჯი, ფსტა, თხილი, ლეღვი, ხორბალი და კაკალი. გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების პირობებში, მათ გავრცელებას ხელს უწყობს ცხელი და ტენიანი კლიმატი.
აფლატოქსინების არსებობა განსაკუთრებით იზრდება მოსავლის აღების შემდეგ, პროდუქციის შეუსაბამო პირობებში შენახვის დროს. დაბინძურება ხდება არა მხოლოდ პირდაპირი მოხმარების, არამედ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშიც — მაგალითად, მაშინ, როცა პირუტყვი იღებს აფლატოქსინით დაბინძურებულ საკვებს.
აფლატოქსინების აღმოჩენის ისტორია უკავშირდება 1960-იან წლებს, როდესაც ინგლისში, ფრინველების ერთ-ერთ ფერმაში, ათასობით ინდაური დაიხოცა გაურკვეველი დაავადებით. მიზეზი აღმოჩნდა მიწის თხილი, რომელიც დაბინძურებული იყო Aspergillus flavus-ით. ტოქსინი, რომელიც ამ სოკომ გამოიმუშავა, დასახელდა როგორც აფლატოქსინი — A.
დღემდე ცნობილია მინიმუმ 20-ზე მეტი აფლატოქსინის ტიპი. მათგან ყველაზე გავრცელებულია B1, B2, G1, G2 და M1. B1 ითვლება ყველაზე ტოქსიკურ და კარცინოგენულ ნაერთად, ხოლო M1 — მისი მეტაბოლიტია, რომელიც რძეში ჩნდება.
აფლატოქსინი M1
აფლატოქსინი M1 განსაკუთრებით აქტუალური გახდა რძისა და რძის პროდუქტებისადმი გაზრდილი ინტერესის გამო. როდესაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიხმარს B1-ით დაბინძურებულ საკვებს, მისი მეტაბოლიზმის შედეგად M1 რძეში ხვდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რძის რეგულარული კონტროლი და ანალიზი. M1-ის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს შეადგენენ ბავშვები, რადგან რძე მათთვის ყოველდღიური რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, აფლატოქსინი M1 სტაბილური ნაერთია და არ ნეიტრალდება მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებით, ადუღებით ან გამოცხობით.
რა გავლენას ახდენს აფლატოქსინები ჯანმრთელობაზე
რას იწვევს აფლატოქსინი? მას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული ტოქსიკოზი. AFB1 კლასიფიცირებულია, როგორც ადამიანისთვის კარცინოგენული ნივთიერება (I ჯგუფი), ხოლო M1 მიეკუთვნება 2B ჯგუფს.
მაღალი კონცენტრაციით მიღება იწვევს ღვიძლის მწვავე დაზიანებას და, შესაძლოა, ლეტალურადაც დასრულდეს. ხოლო მცირე დოზებით, მაგრამ ხანგრძლივად მიღება იწვევს ღვიძლის კიბოს (ჰეპატოცელულური კარცინომა), იმუნოსისტემის დაქვეითებას, საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევას, ნაყოფის განვითარების შეფერხებას, თირკმლის ფუნქციის მოშლას, გენეტიკურ ცვლილებებსა და ქრონიკულ ანთებებს.
აფლატოქსინი ანალიზი — როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა რისკის ქვეშ?
დღეს არსებობს ანალიზის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც აფლატოქსინების ზუსტ გამოვლენას უზრუნველყოფს. რძესა და მარცვლეულ პროდუქტებში აფლატოქსინების არსებობა სურსათის უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევა. ყველაზე გავრცელებული მეთოდებია ELISA და ჰაი-პერფორმანსული ჰრომატოგრაფია. EFSA და FDA-ის რეკომენდაციაა რეგულარული ლაბორატორიული შემოწმება და გაძლიერებული სახელმწიფო კონტროლი, განსაკუთრებით ბავშვების საკვებზე.
პროდუქციის შენახვის პირობები ასევე კრიტიკულია. აუცილებელია მშრალი და გრილი გარემო, რათა შემცირდეს ობის განვითარების რისკი. თერმული მეთოდებით კი აფლატოქსინის ნეიტრალიზება ვერ ხერხდება, ამიტომ პრევენცია უმთავრესია.
საჭირო სიფრთხილე და აქტიური მოქმედება
აფლატოქსინები სერიოზული და ხშირად შეუმჩნეველი საფრთხეა. მათი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე მრავალგვარია — მათ შორისაა ღვიძლის სიმსივნე, იმუნური სისტემის დაქვეითება, მეტაბოლური დარღვევები და ნაყოფის განვითარების შეფერხება.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახელმწიფო ზედამხედველობას, ისე მომხმარებლის ინფორმირებას. თუმცა ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პრობიოტიკების რეგულარული მიღება, სურსათის ხარისხზე ყურადღების მიქცევა და ცოდნის გაღრმავება — ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადების პრევენციისთვის.
გაითვალისწინეთ: პროლაიფი, პროიმუნოლაიფი და პროლაიფი ფედიატრიკო არ არის უბრალოდ პრობიოტიკები — ისინი თქვენი ყოველდღიური ბიოლოგიური ფარია აფლატოქსინების წინააღმდეგ.
შეგახსენებთ: ჯანმრთელობის დაცვა იწყება ცოდნით — და სწორედ ამ ცოდნაშია ეფექტური თავდაცვაც.
ბრძოლის გზები: პრევენცია და დეტოქსიკაცია
აფლატოქსინებთან ბრძოლის სამი ძირითადი გზა არსებობს:
- ფიზიკური მეთოდები — თერმული დამუშავება, ულტრაიისფერი სხივები, მარცვლეულის გაფილტვრა;
- ქიმიური მეთოდები — ჰიდროლიზა, ქლორიზაცია, ოქსიდაცია, ცივი პლაზმა;
- ბიოლოგიური მეთოდები — პრობიოტიკები, ენზიმები და ფერმენტაცია.
ბიოლოგიური დეტოქსიკაცია ითვლება ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ გზად. ეს გულისხმობს ისეთი მიკროორგანიზმების გამოყენებას, რომლებიც აფლატოქსინებს უკავშირდება, ავნებს და მათ დაშლაში ეხმარება.
პრობიოტიკები აფლატოქსინების წინააღმდეგ
პრობიოტიკები ხელს უწყობს ტოქსინების მოცილებას, ნაწლავების ბარიერული ფუნქციის გაძლიერებასა და მიკრობიოტას აღდგენას. ისინი აფლატოქსინებისადმი ანტაგონისტური მოქმედებით იწოვს მავნე ნივთიერებებს, ამცირებს მათ ბიოშეღწევადობას და ხელს უშლის ღვიძლის დაზიანებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შტამები, როგორებიცაა Bifidobacterium bifidum, B. breve, B. longum, L. acidophilus, L. casei, L. plantarum, L. rhamnosus GG, და Streptococcus thermophilus — თითოეული ეს ბაქტერია ცნობილია თავისი ძლიერი ანტიაფლატოქსინური მოქმედებით.
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ამ შტამებს და მიზანმიმართულად იცავს ორგანიზმს:
1) პროიმუნოლაიფი — სპეციალური პრობიოტიკი იმუნიტეტისა და დეტოქსიკაციის პროცესების გასაძლიერებლად. მისი კომპოზიცია უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას და ორგანიზმიდან ტოქსინების მოცილებას. ვინაიდან, აფლატოქსინები მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს, პროიმუნულოაიფის ჩართულობა აუცილებელია — ასე ბუნებრივი იმუნური ბარიერი ძლიერდება და ტოქსინების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ეფექტიანობაც იზრდება.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ხელს უწყობს ანტიოქსიდანტური სისტემის გააქტიურებას, რაც დაგროვილი თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას ემსახურება.
2) პროლაიფი — ეს სინბიოტიკია, ანუ მასში გაერთიანებულია პრობიოტიკები და პრებიოტიკები. პრობიოტიკები ცოცხალი ბაქტერიებია და ნაწლავის ბიომრავალფეროვნების აღდგენას უწყობს ხელს; ხოლო პრებიოტიკები მათთვის აუცილებელი საკვები სუბსტრატებია. რადგანაც აფლატოქსინები პირდაპირ აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და ბარიერულ ფუნქციას არღვევს, მეორე რიგის ინფექციებისა თუ ანთების ალბათობა იზრდება.
პროლაიფი კი უზრუნველყოფს მიკროფლორის სტაბილიზაციას, რაც ხელს უშლის პათოგენების გამრავლებას და ამცირებს ნაწლავში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა აფლატოქსინების ზემოქმედებით გამოწვეულია დისპეფსია, დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა.
3) პროლაიფი პედიადრიკო — ეს არის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ფორმულა, რომელიც სინბიოტიკია, თუმცა, განსხვავებული ბაქტერიული შტამებითა და ნაზი მოქმედებით. მცირე ასაკში ნაწლავის მიკროფლორა უფრო მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება, ხოლო იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე. შესაბამისად, აფლატოქსინები ბავშვების ორგანიზმზე უფრო მძიმედ მოქმედებს, ამიტომ საჭირო ხდება არა მხოლოდ ბაქტერიული ბალანსის აღდგენა, არამედ ნაწლავის ბარიერის დაცვა პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევისგან.
პროლაიფ ფედიატრიკო შეიცავს ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაცილებს, რომლებიც ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს საკვების შეწოვას. მასში დამატებული ვიტამინები კი, იმუნური სისტემის სტიმულაციაში მონაწილეობს და ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები