ვინ იცავს ეკლესიას — დასავლეთი თუ "ოცნება"?
ფოტო: Arthistory
უკვე წლებია, ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ დასავლეთი, მისი ღირებულებები და ინსტიტუტები, ებრძვიან ქართულ ეკლესიასა და ტრადიციულ ფასეულობებს. ამ ნარატივით, თითქოს ეკლესიის და ქვეყნის სულიერების დაცვა მხოლოდ "ოცნებას" შეუძლია, ხოლო დასავლეთი ებრძვის ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას. თუმცა, ფაქტები სრულიად სხვას მოწმობს იმაზე, თუ რეალურად ვინ აკეთებს ქართულ საქმეს, იცავს ისტორიულ მემკვიდრეობას და ზრუნავს ეკლესიებზე.
სინამდვილეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო დასავლური ფონდების დახმარებით რეაბილიტირდა ათეულობით ქართული ეკლესია და მონასტერი — მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები როგორიცაა: ანჩისხატი, სამთავრო, იყალთო, ნიკორწმინდა და სხვ. მაგალითად:
1. გელათის მონასტერი (ქუთაისი)
ფოტო: ანგი
დამფინანსებელი: აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი(AFCP).
2003 წლიდან 2016 წლამდე, ფონდმა გელათის მონასტრის ფრესკების დიაგნოსტიკა, არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია, გუმბათის გადახურვა და სხვა საკონსერვაციო სამუშაოები დააფინანსა. მთლიანობაში, პროექტებზე 600,000 დოლარზე მეტი გამოიყო.
აქვე აღსანიშნავია, რომ გელათში წვიმისა და თოვის შედეგად წყალი 2016 წლის დეკემბერში ჩავიდა, რამაც ფრესკების ნაწილი დააზიანა. უხარისხო მასალით გადახურვის გამო, სახურავი დაზიანდა 2019 წელსაც. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. მალევე, 2023 წლის 7 აპრილს, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან გადაიბარა და ჯერ კიდევ გრძელდება. წლების განმავლობაში გელათის რეაბილიტაციისათვის თანხები არაერთხელ გამოყო აშშ-ის საელჩომ — პროცესში მონაწილეობდა ევროკავშირიც, თუმცა საქართველოს კულტურის სამინისტრომ რესტავრაციის პროექტს თავი ხარისხიანად დღემდე ვერ გაართვა.
2. ჯვრის მონასტერი (მცხეთა)
ფოტო: ტაბულა
დამფინანსებელი: აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი(AFCP).
2019 წელს ფონდმა 100 000 დოლარი გამოყო მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზაზე, ხოლო 2020 წელს დამატებით 506 000 დოლარი მეორე ფაზისთვის. პროექტი მოიცავდა ფასადის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას.
3. თეთრი უდაბნოს ფრესკები (გარეჯა)
ფოტო: ანგი
დამფინანსებელი: აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი(AFCP).
ფონდმა დააფინანსა გარეჯას უდაბნოს დასავლეთ გარეუბანში მდებარე მე-7 საუკუნის ფრესკების რესტავრაცია. აღდგენის შემდეგ, ფრესკები ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა.
4. ცისკარაულის კოშკის რეაბილიტაცია (ახიელი, ხევსურეთი)
ფოტო: Netgazet
დამფინანსებელი: ALIPH (მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსი კონფლიქტურ ზონებში).
2001 წელს, რუსულმა რაკეტამ სერიოზულად დააზიანა შუა საუკუნეების ძეგლი, ცისკარაულის კოშკი. 2021-2023 წლებში, ALIPH-ის დაფინანსებითა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, კოშკის რეაბილიტაცია მოხდა. აღდგენით სამუშაოებში ადგილობრივმა და საერთაშორისო მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტმა ევროპის მემკვიდრეობის პრემია / Europa Nostra Award 2024 მოიპოვა.
5. არბოსა და ტირძნისის ეკლესიები (შიდა ქართლი)
ფოტო: georgiantravelguide
დამფინანსებელი: აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი(AFCP).
ფონდმა დააფინანსა X-XI საუკუნის არბოს წმ. გიორგისა და ტირძნისის სამების ეკლესიების რეაბილიტაცია, რომლებიც 2008 წლის ომის დროს დაზიანდა. პროექტი მოიცავდა გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოებს.
6. ატენის სიონის ტაძარი (შიდა ქართლი)
ფოტო: mythdetector
დამფინანსებელი: აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP).
აღსანიშნავია, რომ ატენის სიონის ტაძრის გადარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გერმანელ და იტალიელ სპეციალისტებს, რომლებმაც რეკომენდაციები მისცეს ტაძრის კონსტრუქციული გამაგრებისა და ფასადების კონსერვაციისთვის. მათი ჩართულობით, ტაძარს მინიმუმ 50-60 წლის მდგრადობის გარანტია მიეცა.
7. იკვის წმ. გიორგის ეკლესია (შიდა ქართლი)
ფოტო: Georgian Arts&Culture Center/ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
დამფინანსებელი: პრინც კლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამა.
2011-2012 წლებში დაფინანსდა ეკლესიის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავდა სტრუქტურულ გამაგრებასა და ფრესკების გადაუდებელ კონსერვაციას.
8. ნიქოზის სამონასტრო კომპლექსი (შიდა ქართლი)
ფოტო: ვიკიპედია
დამფინანსებელი: პრინც კლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამა.
დაფინანსდა სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სასახლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც სტრუქტურულ გამაგრებასა და კონსერვაციას მოიცავდა.
9. სვანეთის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი (მესტია)
ფოტო: georgiantravelguide
დამფინანსებელი: აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი(AFCP).
ფონდმა დააფინანსა მუზეუმში დაცული რვა ხელნაწერისა და ათი ხატის კონსერვაცია, ასევე შენახვის პირობების გაუმჯობესება.
10. ალავერდის საკათედრო ტაძარი (კახეთი)
ფოტო: georgia travel
დამფინანსებელი: პრინც კლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამა.
ცნობისთვის, ალავერდის საკათედრო ტაძარი VI საუკუნეში აშენდა და XI საუკუნეში გადაკეთდა. დასავლური ფონდების მხარდაჭერით კი მას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რაც ტაძრის სტრუქტურულ გამაგრებასა და კონსერვაციის სამუშაოებს მოიცავდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, "დასავლეთი ებრძვის ეკლესიას" — ეს ნარატივი დღეს ხელისუფლებისა და მისი მედია მანქანის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ დასავლური ქვეყნები და მათი ფონდები გვეხმარებიან ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. როცა პარტნიორებთან ურთიერთობას ვაფუჭებთ, სწორედ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა ზარალდება. დასავლეთის დახმარების გარეშე, ბევრი ქართული ძეგლი დღეს დანგრეული ან მივიწყებული იქნებოდა.
ასევე ნახეთ: როგორ ხდება კულტურული ძეგლების რესტავრაცია ევროკავშირსა და საქართველოში?
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები