აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს "MEGOBARI აქტს" განიხილავს
ფოტო: REUTERS/Elizabeth Frantz
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს MEGOBARI აქტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ვებგვერდზე ავრცელებს.
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "MEGOBARI აქტს" მხარი 27 მარტს დაუჭირა.
კანონპროექტის სრული დასახელებაა "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი". ის 2024 წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა. მიმდინარე წლის იანვარში კი ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან და კონგრესმენ მარკ უიზისთან ერთად.
მიმდინარე წლის 28 მარტს ინიციატივის მხარდამჭერმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნული იყო: "როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები".
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სენატის ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს საქართველოს ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე
"ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის "ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი" - "MEGOBARI აქტი" წარადგინეს. ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს საქართველოს ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში", — ნათქვამია განცხადებაში.
რადიო თავისუფლება წერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორპარტიული "MEGOBARI აქტი" მოიცავს არაერთ მიმართულებას:
• აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
• ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
• [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
• ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
• მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
• მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
იმისათვის, რომ MEGOBARI აქტი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი მთლიანმა პალატებმა.
მეტი მეგობარი აქტის შესახებ:
- ალექს რაუფოღლუ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს განიხილავს
- კახა კალაძე: "MEGOBARI აქტი" არის "დიფ სთეითის" ზრახვები
- ჯინ შაჰინი: ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ შემომიერთდნენ MEGOBARI აქტის მხარდაჭერაში
- ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა სენატში MEGOBARI Act-ი წარადგინეს
- აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI აქტთან დაკავშირებით შეხვედრას 11 მარტს გამართავს
- "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ
- კონგრესმენი ვისი: რამდენადაც ქართველები მამაცურად აგრძელებენ პროტესტს, აშშ მათ მიმართ ჩვენს მხარდაჭერაში ურყევი დარჩება
- კონგრესმენი სტივ კოენი: კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია "ქართული კოშმარი" საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს
- ჯო უილსონი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ
- რიჩარდ ჰადსონი: ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს
- ჯო უილსონი: ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა
- ჯო უილოსნი: 3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, “MEGOBARI აქტი” ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში
- რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
- ჯო უილსონი: არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიყოთ და დავუშვათ, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საქართველო დიქტატურაში გადაიჩეხოს
- ჯო უილსონი: სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშების შეზღუდვა ამერიკულ ინსტიტუტზე თავდასხმაა
- უილსონი: მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს არჩევნების გაყალბების ბრალდებები
- ჰელსინკის კომისია: MEGOBARI აქტის საბოლოო დამტკიცებამდე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველების მხარდაჭერა
- ჰელსინკის კომისია: MEGOBARI აქტი შექმნილია, რათა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში
- ოპოზიციამ, MEGOBARI აქტის ინიციატორს, არჩევნებზე დაკვირვების თხოვნით, ღია წერილი გაუგზავნა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები