აეგის სიმ ირიგა და კონდორ შილდი — აგროსფეროში ათენსის ინოვაციური პროდუქტები გამოჩნდა
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია აგროსფერომ მომხმარებლებს ბიოსასუქებისა და ბიოსტიმულანტების მწარმოებელი ესპანური კომპანიის, ათენსის პროდუქტები — აეგის სიმ ირიგა და კონდორ შილდი წარუდგინა. უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული ეს საშუალებები განსაკუთრებულად მაღალი ეფექტურობითა და სწრაფი მოქმედებით გამოირჩევა და, რაც მთავარია, უსაფრთხოა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, ისინი აქტიურად გამოიყენება ბიომეურნეობებში.
ათენსის პროდუქტები ქართულ ბაზარზე სიახლეა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ აეგის სიმ ირიგასა და კონდორ შილდის მოქმედების სპეციფიკა, ასევე, მათი მახასიათებლები და უპირატესობები.
რა არის აეგის სიმ ირიგა?
ბიოლოგიური პროდუქტი აეგის სიმ ირიგა მიკორიზული სოკოების სპორებისგან შედგება. ის ათენსის სათბურებში, In vivo მეთოდით მზადდება, რაც სპორების მაღალ კონცენტრაციას, სიცოცხლისუნარიანობასა და პათოგენების არარსებობას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები ფერმენტაციის გზით მიიღება, რის გამოც ეფექტურობით ბევრად ჩამოუვარდებიან აეგისს.
როგორ მოქმედებს მიკორიზა?
მიკორიზა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მცენარის ფესვებთან სიმბიოზურ ურთიერთობას აყალიბებს. სიმბიოზში ჩართული ორივე ორგანიზმი სარგებელს იღებს — სოკო, რომელიც ფესვზე კოლონიზდება ნიადაგიდან საკვები ნივთიერებებისა და წყლის მოპოვებას უზრუნველყოფს, მცენარე კი სოკოს, ფოტოსინთეზის მეშვეობით, ნახშირწყლებით ამარაგებს.
აეგის სიმ ირიგას მიერ მცენარესთან ჩამოყალიბებული ამ სიმბიოზის შედეგად:
- უმჯობესდება ნიადაგიდან საკვები ნივთიერებისა და წყლის შეწოვა. როგორც აღვნიშნეთ, მიკორიზა აუმჯობესებს მაკრო და მიკროელემენტების ხელმისაწვდომობას, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც დაბლოკილია, ან ძნელად მოძრაობს მცენარეში. გარდა ამისა, სოკოს დახმარებით ძლიერდება ფესვთა სისტემა, რაც მცენარის საკვები ნივთიერებებისა და წყლის ათვისების უნარსაც მნიშვნელოვნად ზრდის.
- უზრუნველყოფს მცენარის დაბალანსებულ ზრდას და აუმჯობესებს ნაყოფის ორგანოლეპტიკურ ხარისხს. მიკორიზით გაჯერებული მცენარე ჯანსაღად იზრდება და არის გაცილებით ძლიერი. შედეგად, ის ეფექტურად უმკლავდება ყველა სახის სტრესს.
- ზრდის მცენარის მიერ წყლის დეფიციტისა და მარილიანობის სტრესის მიმართ ტოლერანტობას. გარდა ამისა, მიკორიზა ეხმარება მცენარის ფესვს მიაღწიოს ისეთ ადგილებამდე, სადაც ის, ჩვეულებრივ, ვერ აღწევს. გვალვის პირობებში, სწორედ ასეთ ადგილებში გროვდება წყალი.
- ამცირებს მაღალი, ან დაბალი ტემპერატურით გამოწვეულ სტრესს. მიკორიზა ააქტიურებს მცენარის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმს, აძლევს საშუალებას დაზოგოს ენერგია და გამოიყენოს ის ზრდის ბუნებრივი ციკლისთვის.
- აძლიერებს ფესვების პათოგენების მიმართ ტოლერანტობას. აეგისის დახმარებით შესაძლებელია ისეთ დაავადებებთან ეფექტურად გამკლავება, როგორებიცაა ფუზარიოზი, სკლეროტინია, ვერტიცილიოზი, ფიტოფტორა, არმილარია და სხვა.
რა არის კონდორ შილდი?
კონდორ შიდლი ტრიქოდერმას შტამისგან – Trichoderma koningii TK7-ისგან გამოყვანილი პროდუქტია და „ათენსის“ ლაბორატორიებში ფერმენტაციის უნიკალური მეთოდით მიიღება. Წარმოების ამ მეთოდის შედეგად, ტრიქოდერმა ზრდასრულ და სტაბილურ სპორებს წარმოქმნის, რაც ნიადაგში მათ განსაკუთრებულად სწრაფ და ეფექტურ კოლონიზაციას უზრუნველყოფს. ეს მეთოდოლოგია შემუშავებული და დაპატენტებულია კომპანიის კვლევისა და განვითარების ჯგუფის მიერ.
როგორ მოქმედებს ტრიქოდერმა?
ტრიქოდერმა საპროფიტი სოკოა, რომელიც რიზოსფეროზე სახლდება და ნიადაგის ფართო დიაპაზონის pH-ისა და ტემპერატურის პირობებში ვითარდება. გარდა ამისა, მას აქვს დიდი რესურსი და მოქმედების ფართო სპექტრი.
ტრიქოდერმას სოკოები პათოგენების მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან. შედეგად, ისინი უზრუნველყოფენ ფესვების საუკეთესოდ დაცვასა და ხელს უწყობს მცენარის ჯანსაღად განვითარებას.
კონდორ შილდი:
- სწრაფად ახდენს რიზოსფეროსა და ნიადაგში კოლონიზაციას. ამ მექანიზმის წყალობით, ის ნიადაგში იკავებს ადგილს და მავნე სოკოებს რესურსისა და სივრცის გარეშე ტოვებს.
- ზრდის საკვებ ელემენტებთან ხელმისაწვდომობას. კონდორ შილდს აქვს უნარი გამოიყენოს ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებები, რა გზითაც მავნე სოკოებს უზღუდავს მათზე წვდომას და ხელს უშლის მათ განვითარებას.
- აუმჯობესებს მცენარის ზრდას. ტრიქოდერმას მიერ წარმოქმნილი აუქსინები, სიდეროფორები და სხვა სასარგებლო მეტაბოლიტები ხელს უწყობს მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.
- ააქტიურებს მცენარის თავდაცვის უნარს და მცენარეს ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება, როგორებიცაა ფუზარიუმი, სკლეროტინია, ბოტრიტისი, ფიტოფტორა და პითიუმი.
- აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას და სიცოცხლისუნარიანობას.
აეგის სიმ ირიგასა და კონდორ შილდის მაღალეფექტურობისა და მოქმედების ფართო სპექტრის დამსახურებით, ხშირ შემთხვევაში, მცირდება სხვა დამატებითი სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოყენების საჭიროება. შედეგად, ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა ნაკლები რესურსით მიიღონ გაცილებით ჯანსაღი და უხვი მოსავალი.
ათენსის ინოვაციურ პროდუქტებზე ან მათი მოხმარების წესებზე მეტის გასაგებად ეწვიეთ აგროსფეროს მაღაზიათა ქსელს, ან დაუკავშირდით კომპანიის კონსულტანტებს ნომერზე +995 322 500 900.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები