კახა კალაძე: იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის დროს იყო
თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მისი შექმნის მთავარი ფუნდამენტი გახდა.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროკავშირში მიმდინარეობს მსჯელობა, რომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამა თუ იმ ქვეყანას ვეტოს დადების უფლება ჩამოერთვა, რაც წარმოუდგენელია.
"ზოგადად, ევროკავშირი როდესაც შეიქმნა, რაზეც ის დაფუძნდა, პირველი იყო მშვიდობა, ადამიანის უფლებების მრავალფეროვნება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დღეს ყველა სახელმწიფოს აქვს ერთნაირი უფლება. მაგალითად, ვეტოს გამოყენების უფლება აქვს სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს კი მსჯელობენ იმაზე, რომ ქვეყნებს ვეტოს უფლება ჩამოერთვას. მაგალითისთვის მოვიყვანოთ რუმინეთი, სადაც არჩევნების შედეგები არ მოეწონათ — საერთოდ გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მოხსნეს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა და სავარაუდოდ, ის იქნებოდა გამარჯვებულიც, იმიტომ, რომ არ აწყობდათ ის კანდიდატი. ეს წარმოუდგენელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის დროს იყო", — განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია, თბილისის მერის განცხადებით, ორბანი ყოველთვის სამართლიანია ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა.
"ორბანი არის ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მართავს თავის ქვეყანას და იცავს მის ინტერესს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას, იმიტომ, რომ თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, ყოველთვის სამართლიანია. მისი მთავრობა ყოველთვის იმაღლებს ხმას იმ უმსგავსობაზე, რასაც საქართველოსთან მიმართებაში აცხადებენ, რადგან ეს ყველაფერი გაჯერებულია პოლიტიკური სპეკულაციებით, სიცრუით და დაფუძნებულია ტყუილზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც საუბრობს სიმართლეს და ყოველთვის იცავს ისეთი ქვეყნების ინტერესებს, როგორიც საქართველოა", — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები