გიორგი გახარია: ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს
ფოტო: საქართველოსთვის
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, აშორებს მას სტრატეგიულ მოკავშირეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
მისივე თქმით, "თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელა რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა".
ნაწყვეტი ინტერვიუდან:
"ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, აშორებს მას სტრატეგიულ მოკავშირეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.
2024 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა. ქვეყნის ეკონომიკამ სარგებელი მიიღო რუსეთში გადაზიდვებისგან, ისევე როგორც სომხეთმა, და რუსეთიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი პროფესიონალების, მათ შორის IT სექტორის წარმომადგენლების შემოდინებისგან. ამავდროულად, ჩინეთი საქართველოს, მათ შორის ანაკლიის პორტში, ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ჰპირდება. გლობალური ტრანზაქციური წესრიგის პირობებში, გადადის თუ არა საქართველო მხოლოდ იმ მიდგომაზე, რაც მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს ემსახურება, ანუ პოლიტიკაზე პრინციპების გარეშე, "რაც მომგებიანია — ის არის სწორი" ლოგიკით?
საქართველოს ქმედებები სცილდება უბრალო პრაგმატულ მიდგომას , რომ "მთავარია, რაც ეკონომიკურად მომგებიანია". ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება და ქვეყნის ეკონომიკური ორიენტაციის გადატანა რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით არის მიზანმიმართული გადახვევა იმ განვითარების მოდელისგან, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ მისდევდა. ეს არ არის გონივრული გათვლა, არამედ ოპორტუნისტული სტრატეგია, რომელიც მოკლევადიან სარგებელზეა ორიენტირებული.
არარეგულირებული და ხშირად არალეგალური კაპიტალი, მათ შორის რუსული წარმოშობის, ქმნის ეკონომიკური აქტივობის ილუზიას, მაგრამ რეალურად სერიოზულ გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. კორუფციის სისტემურ დონეზე ზრდამ შესაძლოა საქართველო ფულის გათეთრების რეგიონულ ჰაბად აქციოს.
ეს მოდელი ამყარებს ქართული ოცნების ძალაუფლებას სამართალდამცავ სტრუქტურებზე კონტროლის, ელიტარული მფარველობისა და პროპაგანდის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი შესაძლოა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, სანქციების სამიზნე გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა სხვადასხვა პარტნიორთან მნიშვნელოვანია, ეს ვერ ჩაანაცვლებს სტრატეგიულ ორიენტირს.
ევროკავშირის გზიდან გადახვევით, საქართველომ დაკარგა მილიარდობით ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება, რომელიც სტრუქტურულ რეფორმებს, სოციალურ კეთილდღეობასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას უნდა მოხმარებოდა. ეს იყო რეალური შესაძლებლობა ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების ასაშენებლად.
ჩვენ გვჭირდება გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც ზრუნავს ადამიანურ კაპიტალზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ დაცვაზე. ჩემი ხედვაა თანამედროვე, ევროპული და დემოკრატიული საქართველო — ქვეყანა, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას, სოლიდარობას და საერთო კეთილდღეობას.
ქვეყანაში, სადაც სიმდიდრე რამდენიმე ჯგუფზეა კონცენტრირებული, რამდენად საგანგაშოდ მიიჩნევთ თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც ბიზნესს პოლიტიკისგან გამიჯნულად, ყოველგვარი დემოკრატიული პრინციპების გარეშე აწარმოებენ?
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას დემოკრატიულ განვითარებაზე მაღლა აყენებს და ამყარებს ავტორიტარულ მმართველობის მოდელს, რომელიც შეუთავსებელია ღია და პასუხისმგებლიან მმართველობასთან.
მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რეჟიმი ინარჩუნებს წვდომას დასავლურ ბაზრებზე. ეს აძლიერებს ქვეყნის მიმზიდველობას ისეთი კაპიტალისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგულირებას. ეს ორმაგი სტრატეგია, ავტორიტარიზმი შიგნით და ღია ფინანსური არხები გარეთ, განამტკიცებს ძალაუფლების არსებულ კონსტრუქციას.
ეს მიდგომა არც პრაგმატულია და არც ეთიკური. სპეკულაციური კაპიტალი არ ქმნის მდგრად ღირებულებას, სამუშაო ადგილებს ან ინვესტიციას ადამიანურ კაპიტალში.
საქართველოს ეკონომიკურმა ურთიერთობებმა უნდა ასახოს ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები. მართალია, ტრანზაქციული პარტნიორობა გარდაუვალია, მაგრამ აუცილებელია, რომ ძლიერი ინსტიტუტების და რეგულაციების პირობებში, კაპიტალი ემსახურებოდეს ღირსეულ დასაქმებას, ინკლუზიურ ინფრასტრუქტურასა და საერთო კეთილდღეობას.
…საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩემი ერთგულება არის ცალსახა და შეუქცევადი. მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას.
ევროკავშირის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, მათ შორის, სანქციების შემოღება მმართველი პარტიის ლიდერების მიმართ. თუმცა, საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ევროპული ინტეგრაცია უნდა დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ახლა, როდესაც ქვეყანა სისტემური პოლიტიკური კრიზისის შუაგულშია, ევროკავშირის გაძლიერებული ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით პროცესების მხარდასაჭერად, ისე რეგიონის სტაბილურობისთვის. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
ქართული ოცნების ტრანზაქციური მიდგომა ევროკავშირისადმი წარმოადგენს როგორც გამოწვევას, ასევე შესაძლებლობას. თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელა რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
ამასთან ერთად, უნდა გაიზარდოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ევროკავშირმა სწორედ ამ გამოწვევების ფონზე უნდა გააღრმაოს ჩართულობა იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვინც იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ევროკავშირში ინტეგრაცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის, ასევე საქართველოს გრძელვადიანი ევროპული ტრანსფორმაციისთვის, განსაკუთრებით ივანიშვილის ეპოქის დასრულების შემდეგ", — ამბობს გიორგი გახარია ინტერვიუში.
ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები