NATO განმარტავს, რატომ აღარ არის წლიურ ანგარიშში ჩანაწერი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე
ფოტო: Reuters
"17 ინიციატივიდან 5 ამჟამად შეჩერებულია და შემდგომ შეტყობინებამდე არ განახლდება, დარჩენილი 12 ინიციატივიდან 2 გარკვეული ადაპტაციით გრძელდება, ხოლო 10 უცვლელად გაგრძელდება. წარმატებით დასრულებულია სამი ინიციატივა", — NATO-ს ოფიციალური პირის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამას გარდა, ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.
"საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ რეფორმების პროგრესი პრიორიტეტად უნდა აქციოს, მათ შორისაა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გაძლიერება. NATO-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის დროს და შემდეგ უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღების და პოლარიზაციის გაზრდის შემდეგ. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით.
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. NATO-მ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. სულ 17 ინიციატივიდან 5 ამჟამად შეჩერებულია და შემდგომ შეტყობინებამდე არ განახლდება (სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, კრიზისების მართვა, ქიმიურ-ბიოლოგიური, რადიოლოგიური და სასწავლო ობიექტები); დარჩენილი 12 ინიციატივიდან 2 გარკვეული ადაპტაციით გრძელდება (სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები და სამხედრო პოლიცია); ხოლო 10 უცვლელად გაგრძელდება (NATO-საქართველოს სასწავლო და შეფასების ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის სკოლა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, სამხედრო ინჟინერია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციების ძალები, სტანდარტიზაცია და კოდიფიცირება და ინგლისური ენის შესაძლებლობების განვითარება). წარმატებით დასრულებულია სამი ინიციატივა: სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა (დაიხურა 2017 წელს); ლოჯისტიკა (დაიხურა 2020 წელს); და შესყიდვები (დაიხურა 2023 წელს).
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში.
NATO კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ყველა სუვერენულ ერს, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და რუსეთს არ აქვს უფლება, კარნახობდეს ამ არჩევანს.
NATO ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი და განათლებული თავდაცვის ძალების შემდგომ განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში," — განაცხადა NATO-ა ოფიციალურმა პირმა ინტერპრესნიუსის კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება კითხვას — რატომ აღარ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში საუბარი ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ, ალიანსის ოფიციალური პირი განმარტავს, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სურვილი იყო, 2024 წლის ანგარიში უფრო ლაკონიური და მთავარ აქცენტებზე ფოკუსირებული ყოფილიყო, შესაბამისად, "ეს არ გულისხმობს NATO-ს პოლიტიკის ან NATO-ს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას".
"2011 წლიდან ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში მნიშვნელოვნად განვითარდა. თავის პირველ ყოველწლიურ ანგარიშში, გენერალურმა მდივანმა რუტემ გადაწყვიტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი, ლაკონიური და ფოკუსირებული დოკუმენტი ჰქონოდა, რაც შეესაბამება ნატო-ს ყურადღებას არსებული უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებთან გამკლავებაზე. შედეგად, 2024 წლის ანგარიშში არ შედის მრავალი თემა და დეტალი. ეს არ გულისხმობს ნატო-ს პოლიტიკის ან ნატოს რომელიმე პარტნიორის სტატუსის რაიმე ცვლილებას," — განაცხადა მან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები