ბიზნესკურსი გაძლევთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რითიც იდეებს მომგებიან ბიზნესად გადააქცევთ — ლიკუნა ლომთათიძე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესის წამოწყებისა თუ მისი განვითარების პერიოდში არაერთი კითხვა ჩნდება: როგორ ან რითი დავიწყოთ, რა არის წარმატებისთვის საჭირო… სწორედ ასეთ შეკითხვებზე საპასუხოდ, წლების წინ საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა — ბიზნესკურსი შექმნა. ბიზნესკურსი დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილ კურსებს მოიცავს და ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას ფარავს, რომელიც შეუფერხებელი საქმიანობისთვისაა საჭირო. მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები, AI — ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა შესახებ კურსები ნებისმიერი მსურველისთვის ციფრულად ხელმისაწვდომია.
ბიზნესკურსის ერთ-ერთი სტუდენტია ლიკუნა ლომთათიძე, რომელმაც ელექტრონული კომერციის კურსი გაიარა. ლიკუნა არტ დირექტორი და კონცეპტუალური სთორითელერია. თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. 5 წელია, რაც კრეატივის, ბრენდინგისა და რეკლამის სფეროშია დასაქმებული, ცოტა ხნის წინ კი მუშაობა ბერლინში დაფუძნებულ საკომუნიკაციო და PR სააგენტო aktcomm-ში დაიწყო.
იგი გვიამბობს, თუ რატომ დაინტერესდა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსით და რამდენად კმაყოფილია მიღებული ცოდნით:
რას საქმიანობთ და რატომ დაინტერესდით ბიზნესკურსით?
გულის სიღრმეში ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ყოველთვის მაოცებდა კრეატივის შესაძლებლობები და მასშტაბი, მაგრამ არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესო იყო ბიზნესის მხარეც. სწორედ ამიტომ, ვგეგმავ ჩემი “boutique advertising agency”-ს ჩამოყალიბებას და მოდის ინდუსტრიაში ბიზნესის დაწყებას. ჩემი მიზანია, შევქმნა რაღაც ისეთი, რაც შემოქმედებითი და არაორდინალურია, თუმცა, იმავდროულად — ჭკვიანური, სტრატეგიული და მომგებიანი.
საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის კურსმა ჩემი ყურადღება მიიქცია, რადგან ის ჩემთვის საინტერესო ორ სამყაროს აერთიანებდა: კრეატიულობასა და ბიზნესს. გამოცდილების ძიების პროცესში მივხვდი, რომ მხოლოდ კარგი იდეები საკმარისი არაა, არამედ ისიც უნდა იცოდე, თანამედროვე ბაზარზე მათი პოზიციონირება და გაყიდვა როგორ მოახერხო. ამ კურსმა კი, როგორც შემოქმედებით მეწარმეს, მომცა ინსტრუმენტები, რომლებიც სუფთა იდეებიდან რეალურ სამყაროში გასვლაში დამეხმარა.
თავიდან როგორ აღმოაჩინეთ Businesscourse.ge და რატომ გადაწყვიტეთ რეგისტრაცია?
ეს კურსი პირველად სოციალური ქსელების დახმარებით აღმოვაჩინე. ჩემთვის მთავარი ფაქტორია ის, რომ კურსი ორგანიზებული იყო საქართველოს ბანკის მიერ, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კომპანიად მივიჩნევ. ჩავთვალე, რომ თუ დიდი ბანკი ასეთ საგანმანათლებლო პროგრამაში ინვესტიციას ახორციელებს, ეს ნამდვილად ღირებული იქნებოდა. კურსზეც დავრეგისტრირდი, რადგან ისეთი უნარების შეძენა მსურდა, რომლებიც იდეებს მოქმედებაში მოიყვანდა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დამეხმარებოდა.
გვიამბეთ, როგორი იყო სწავლის პროცესი?
სასწავლო პროცესი სასიამოვნო და ინფორმაციული იყო. კურსი შედგებოდა წინასწარ ჩაწერილი, მარტივად აღსაქმელი მოკლე ვიდეოებისგან. კურსი რამდენიმე საათში დავამთავრე, ეს ფაქტი კი ძალიან მომეწონა, რადგან იყო იდეალური ხანგრძლივობის, ნაკლებად გადატვირთული და ამასთანავე — ღირებულებებით სავსე. რაც შეეხება ლექტორს, შესანიშნავი მეთოდებით გვიხსნიდა ყველაფერს ძალიან ნათლად, ნარატივი ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. კურსი დაიწყო ელექტრონული კომერციის ზოგადი მიმოხილვით, შემდეგ გადავიდა პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, პლატფორმის ვარიანტებსა და მათი ეფექტურად გამოყენების გზებზე.
როგორ შეაფასებდით მიღებულ ცოდნას? დაგეხმარათ თუ არა პრაქტიკულ საქმიანობაში?
ელექტრონული კომერციის კურსი მხოლოდ თეორიული გაკვეთილებისგან არ შედგება, არამედ კურსი მოიცავს რეალურ ინსტრუმენტებს, პლატფორმებსა და მიდგომებს, რომლებიც უშუალოდ ბიზნესის დაწყებას ან მართვას ეხება. ჩემთვის ამგვარი მიდგომა ძალიან სასარგებლო იყო. რადგან ამჟამად ვმუშაობ, როგორც კრეატიული სააგენტოს, ისე ონლაინ მოდის ბრენდის შექმნის პროცესზე, ამ კურსმა კი ნათელ საწყის წერტილამდე მიმიყვანა — ადრე მქონდა შემოქმედებითი ხედვა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, თუ როგორ წარმემართა ბიზნესის. ახლა კი მესმის, როგორ ვიფიქრო სტრატეგიულად: როგორ ავირჩიო პლატფორმები და დავწერო ბიზნეს და შემოქმედებითი გეგმა, რომელიც ბიზნეს სამყაროში მუშაობს.
რას ურჩევდით მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს Businesscourse.ge-ზე დარეგისტრირდეს თუ არა?
რასაკვირველია ვურჩევ: მნიშვნელობა არ აქვს რა გამოცდილება გაქვთ — ჩემსავით შემოქმედებით ინდუსტრიას მიაკუთვნებთ თავს თუ უფრო ბიზნესზე ხართ ორიენტირებული, რადგან ბიზნესკურსი ღირებულ ინფორმაციას გთავაზობთ.
ბიზნესკურსი გაძლევთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რეალურ სტრუქტურასა და თავდაჯერებულობას საამისოდ, რომ იდეები მომგებიან ბიზნესად აქციოთ. მივხვდი, რომ არ არის საჭირო დაელოდო როდის იქნები "მზად", უბრალოდ საჭიროა სწორი საფუძველი და ეს კურსი ზუსტად ამას გაძლევს.
თუ თქვენ ხართ ცნობისმოყვარე, ამბიციური ან უბრალოდ გსურთ გაიგოთ, როგორ გადააქციოთ თქვენი უნარები და ოცნებები რეალობად, ბიზნესკურსი იდეალური პირველი ნაბიჯია. ზოგჯერ უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ, მაგალითად, ონლაინ კურსზე დარეგისტრირებამ, შეიძლება თქვენი ოცნების მომავლის კარი გააღოს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები