ინდოეთმა პაკისტანი დაბომბა — დაღუპულია 8, აქედან 2 ბავშვია
ფოტო: BBC
ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო. პაკისტანის ხელისუფლება რვა დაღუპულისა და საპასუხო დაბომბვის შესახებ იუწყება. ამის შესახებ BBC წერს.
"ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია "სინდური" დაიწყეს პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის დაბომბვით, საიდანაც ინდოეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და ხორციელდებოდა", — აცხადებს ინდოეთის არმია.
ინდოეთის ოფიციალური პირების თქმით, სარაკეტო დარტყმები მებრძოლებთან დაკავშირებულ ცხრა სამიზნეს მოხვდა, თუმცა პაკისტანის ოფიციალური პირები ამას უარყოფენ.
"ჩვენი ქმედებები იყო მიზანმიმართული, გაზომილი და არ გამოიწვევდა ესკალაციას. პაკისტანის არცერთ სამხედრო ობიექტზე არ ყოფილა დარტყმა. ინდოეთმა მნიშვნელოვანი თავშეკავება გამოიჩინა სამიზნეების და მათთან ბრძოლის მეთოდების არჩევისას", — განაცხადა ინდოეთმა.
Reuters-ის ცნობით, ინდოეთის სამხედრო წრეებში ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები ისლამისტური დაჯგუფებების ბაზებზე განხორციელდა.
პაკისტანის არმიის განცხადებით, დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და არა ტერორისტებზე განხორციელდა.
პაკისტანის პრესსამსახური ირწმუნება, რომ ინდოეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 35 დაიჭრა, ორი კი დაკარგულად ითვლება. მანამდე, პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა აჰმედ შარიფმა BBC-ს განუცხადა, რომ დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
შარიფის თქმით, ერთ-ერთი დარტყმა მეჩეთს მოხვდა.
პაკისტანის პრემიერმინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ინდოეთს უპასუხოს.
"ცბიერმა მტერმა პაკისტანის ხუთ ადგილას საზიზღარი თავდასხმა განახორციელა. პაკისტანს აქვს სრული უფლება, სათანადო პასუხი გასცეს და ეს სათანადო პასუხი უკვე გაცემულია", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ოთხშაბათს საღამოს, პაკისტანის არმიის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ინდოეთმა ექვს ლოკაციაზე სხვადასხვა ტიპის იარაღით 24 ცალკეული დარტყმა განახორციელა.
პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისლამაბადი "უპასუხებს ამ ქმედებას თავის დროსა და ადგილას".
"ჩვენი საჰაერო ძალების ყველა გამანადგურებელი აფრინდა. ეს არის სამარცხვინო და ლაჩრული თავდასხმა, რომელიც ინდოეთის საჰაერო სივრციდან განხორციელდა", — თქვა მან.
ინდური მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის არმიამ ქაშმირში გამყოფ ხაზზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
ოთხშაბათს საღამოს, პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაკისტანმა ჩამოაგდო ხუთი ინდური სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის სამი ფრანგული რაფალის გამანადგურებელი და ორი საბჭოთა-რუსული თვითმფრინავი, ერთი "სუ-30მკი" და ერთი "მიგ-29". ინდოეთის მხრიდან ჯერ არც დადასტურება და არც უარყოფა არ არსებობს.
გარდა ამისა, პაკისტანის არმია აცხადებს, რომ ერთ-ერთი ინდური ბრიგადის შტაბ-ბინა გაანადგურა.
პაკისტანმა გაეროს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ იტოვებს უფლებას, უპასუხოს ინდოეთის "აშკარა აგრესიას".
ინდოეთის არმიის პრესსამსახური აცხადებს, რომ ინდოეთის მხრიდან სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მან BBC-ს ოთხშაბათს დილით განუცხადა.
ინდოეთის ხელისუფლებამ კონტროლის ხაზის გასწვრივ მდებარე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურა. პაკისტანმა ასევე დახურა სკოლები დედაქალაქ ისლამაბადში (რომელიც კონტროლის ხაზთან ახლოს მდებარეობს) და სხვა სასაზღვრო რაიონებში.
ინდური მედიის ცნობით, ოთხშაბათს დილით, ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა რაჯნატ სინგჰმა პაკისტანზე განხორციელებული დარტყმები სახმელეთო ჯარების, საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების მეთაურებთან განიხილა.
ბოლო დღეებში ორი ქვეყნის საზღვარზე სროლები მოხდა. არსებობს ვარაუდები, რომ ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებით საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, როგორც ეს 2019 და 2016 წლებში მებრძოლების თავდასხმების შემდეგ გააკეთა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები