ვიქტორ ჯაფარიძე

7 May. 2025, 13:03

"უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები. თქვენი უბედურება ეგაა, თქვენ არ გაინტერესებთ ქართველი ხალხი რას ფიქრობს თქვენზე, თქვენ გაინტერესებთ სხვაგან რას ფიქრობენ. [...] ჩემზე რას ფიქრობენ იცი? რომ პარლამენტის წევრი ვარ. რომ არ ფიქრობდნენ, მაშინ არ ვიქნები პარლამენტის წევრი.

[...] მოიხედე, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი, არის ქართველი ხალხი. [...] ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს... [რატომ ვარ დასასანქცირებელთა სიაში] ვერ ამოვხსენი. დამოუკიდებელ ქვეყანაში, პარლამენტის წევრმა კანონს რომ მხარი დავუჭირე, ამისთვის დამასანქცირონ, ეგ არის დემოკრატია? ეგ არის უილსონისეული დემოკრატია".

განაცხადა "ხალხის ძალის" წევრმა და პროპაგანდისტული POSTV-ს მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

6 მაისს კონგრესმენმა, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა სია, ვის შეეხება სანქციები MEGOBARI აქტის ფარგლებში. მათ შორისაა ვიქტორ ჯაფარიძეც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…