ერევანში Leasing Expo 2025 — თეგეტას პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
ფოტო: თეგეტა
საავტომობილო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი გამოფენა Leasing Expo, რომელიც ერევანში ყოველწლიურად იმართება, წელს განსაკუთრებულად მასშტაბური იყო. Premium Machinery Armenia-ს (PMA) გენერალური სპონსორობით ჩატარებულ ღონისძიებას 9 000 უნიკალური ვიზიტორი ესწრებოდა. PMA „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიაა სომხეთში და ისეთ მსხვილ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიც არის JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni და სხვ.
Premium Machinery Armenia უკვე მესამე წელია, ორგანიზებას უწევს და მხარს უჭერს Leasing Expo-ს და ამით ცდილობს, ხელი შეუწყოს სხვადასხვა კომპანიას, პროდუქციის წარმოჩენასა და მათ რეალიზაციაში. ამასთანავე, გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის, პოპულარიზაცია და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ფოტო: თეგეტა
გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: “მოხარულები ვართ, რომ Leasing Expo 2025-ის ღონისძიებაზე გაიზარდა, როგორც მონაწილეთა, ისე დამსწრეთა რაოდენობა და შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი კომპანიის პორტფელში არსებული ბრენდები მომხმარებლისათვის სათანადოდ წარგვედგინა. საგამოფენო ცენტრ მერიდიანში — მომხმარებელს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი ტექნიკის შესახებ. მათ შორის იყო JCB, Renault Trucks, Sitruk და სხვ. საექსპოზიციო კომპლექსში შვიდი ლოკაცია გვქონდა ათვისებული. მათგან ორი ღია სივრცეში, სადაც სტუმრებს სატესტო და დემოშოუები შევთავაზეთ. გვინდოდა, მომხმარებლისთვის მიგვეცა საშუალება უფრო კარგად გაცნობოდა ტექნიკურ პარამეტრებს და თავად შეეგრძნო პრემიუმ ბრენდების ძლიერი მხარეები თუ კომფორტი. საბოლოოდ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა — გამოფენის ფარგლებში, 27 პირი დაინტერესდა ჩვენი ტექნიკით და, Leasing Expo-ს პირობების შესაბამისად, სალიზინგო მომსახურებაზე შეიტანა განაცხადი. ყველაზე მოთხოვნადი ბრიტანული პრემიუმ ბრენდის, JCB-ს ტექნიკა იყო. ვფიქრობთ, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ჩვენი პროდუქციის წარმოსაჩენად ყველაზე სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტია“.
ფოტო: თეგეტა
Premium Machinery Armenia-მ მერიდიანის საგამოფენო ცენტრის სტუმრებს გლობალური ბრენდების ფართო სამოდელო რიგი, მათ შორის ახალი მოდელები წარუდგინა. სამშენებლო და კომერციული ავტოტრანსპორტი განთავსებული იყო, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია ტექნიკის, აქციებისა და გადახდის პირობების შესახებ. შენობაშივე იყო მოწყობილი სივრცე, სადაც დამსწრეებს VR სათვალის გამოყენებით ვირტუალური ტესტირების საშუალება მიეცათ. ამასთან ერთად, უშუალოდ დარბაზში რამდენიმე კონცეპტუალური სტენდი განთავსდა, სადაც Premium Machinery Armenia-მ Bridgestone-ის, Shell-ისა და Mobil-ის პრემიუმ საავტომობილო პროდუქცია წარადგინა.
საექსპოზიციო კომპლექსის ღია ნაწილში კი JCB-სა და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქციის სადემონსტრაციოდ დემოშოუ მოეწყო, რა დროსაც პრემიუმ კლასის ტექნიკის შესაძლებლობები და უპირატესობები უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა.
ცალკე გამოიყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, ასევე სექტორში არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე მსჯელობისთვის.
Leasing Expo ერთადერთი მასშტაბური გამოფენაა სომხეთში, რომელიც მანქანა-დანადგარების სექტორზეა ორიენტირებული. ექსპოზიციას წელს 50 მონაწილე კომპანია ჰყავდა, მათ შორის 40 მსხვილი ბიზნესი და რამდენიმე მცირე მეწარმე. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი.
Leasing Expo მონაწილეებს ერთი წლით დაემშვიდობა. Premium Machinery Armenia-ში აცხადებენ, რომ მომდევნო, 2026 წლის გამოფენას განახლებული პორტფელითა და ახალი ბრენდებით შეხვდებიან. იმავდროულად კომპანია წელს 40%-იან ზრდასა და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას გეგმავს.
ცნობისათვის, თეგეტას სერვისპარტნიორი კომპანია ერევანში მუნიციპალური ტრანსპორტის, MAN-ის ავტობუსების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. სომხეთის დედაქალაქის მოსახლეობა უკვე ორი წელია, გერმანული პრემიუმ ბრენდის MAN-ის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობს, რომლებიც ერევნის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ თეგეტა ჰოლდინგმა მიაწოდა.
Bottom of Form
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები