ამერიკელი იურისტი თედ ჯონასი საქართველოს სახელმწიფოს უკანონო ქმედებებს სტრასბურგში ასაჩივრებს
ფოტო: TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) სახელმწიფოს მიერ ამერიკელი იურისტის, აშშ-ის და საქართველოს მოქალაქის — თედ ჯონასის მიმართ ძალადობის გამო დარღვეული უფლებების დაცვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განაგრძობს. ინფორმაციას TI ავრცელებს.
მათი ცნობით, თედ ჯონასი უკვე 30 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს. თედი, როგორც საქართველოს და მისი ევროპული მომავლის დიდი მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების ხელისუფლების ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან სამოქალაქო საპროტესტო გამოსვლებში.
2024 წლის 30 აპრილის-1 მაისის ღამე "ხარებას" რაზმის და სხვა პოლიციური ძალების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეთა უმოწყალო დარბევის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. იმ ღამეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს პროტესტის ათობით მონაწილე, მათ შორის, თედ ჯონასიც. დაკავებისას მასზე რამდენჯერმე, ხელებით და ფეხებით იძალადა 5-6 რობოკოპმა. შემდეგ იგი 10 სხვა უკანონოდ დაკავებულთან ერთად, დაახლოებით 2 საათი ამყოფეს პოლიციის მიკროავტობუსში, სადაც აუტანელი სიცხე და უჰაერობა იყო, ხოლო შიგნით მყოფებს დროდადრო რობოკოპები სასტიკად სცემდნენ. მოგვიანებით თედ ჯონასი, რომელსაც სახეზე ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაიყვანეს. გამთენიისას იგი გაათავისუფლეს.
ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე წელიწადზე მეტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც დღემდე არ დაუდგენია მოძალადე პოლიციელების ვინაობა. ბუნებრივია, ამ უკანონობისათვის პასუხიც არავის უგია.
გარდა ამისა, თედ ჯონასი, რომელიც თავად გახდა ძალადობის და უკანონო დაკავების მსხვერპლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა "წვრილმანი ხულიგნობისა" და "პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის" საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნო და მას ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც დაცვის მხარემ რამდენჯერმე ამხილა ღია და აშკარა ტყუილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
რადგან საქართველოში სამართალი ვერ იპოვა, თედ ჯონასი მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლიანი სასამართლოს და რამდენიმე სხვა ძირითადი უფლების (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყობის აკრძალვის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების) დარღვევას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. მის უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს იურისტები დაიცავენ, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები