"ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში" — რა თქვა ირაკლი დგებუაძემ დაკითხვაზე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე იკითხება. დგებუაძე სწორედ ის პოლიციელია, ვისზე "ფიზიკურ თავდასხმასაც" ედავებიან მზია ამაღლობელს.
"დგებუაძე ცრუ მოწმე ხარ!" — ამ შეძახილების ფონზე უწევდა "დაზარალებულ" დგებუაძეს მოსამართლე ნინო სახელაშვილისთვის ჩვენების მიცემა.
ირაკლი დგებუაძემ წინა სასამართლო პროცესზე დაკითხულ გრიგოლ ბესელიას მსგავსად განაცხადა, რომ თავდაპირველად მას და აქციის მონაწილეებს შორის მეგობრული დამოკიდებულება იყო და მათთან ერთად ჩაისაც კი მიირთმევდა. შემდეგ "დაზარალებულმა" მზია ამაღლობელზე დაიწყო საუბარი.
დგებუაძის განცხადებით, დაკავებამდე მას არ ჰქონდა ინფორმაცია მზია ამაღლობელის საქმიანობის შესახებ და დასძინა, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან "ჟურნალისტობა აძლევს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას".
"ხშირად ვადევნებ თვალს მედიაში გაჟღერებულ ფრაზებს, ტექსტებს, თითქოს, ქალბატონ მზიას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა ან პიროვნული, ან შემდგომ როგორც გავიგე ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოფილა ჩართული. ამ ქალაქში მოღვაწე ყველა ჟურნალისტთან აბსოლუტურად მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზოგადად, ამ პროფესიის მიმართ მაქვს პატივისცემა და მეგობრობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ.
თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.
მზია ამაღლობელის მიმართ, როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია, არც მანამდე და არც იმ მომენტში, როცა მან ეს ქმედება ჩაიდინა," — განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი პირველად ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს.
ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის პირველ დაკავებას სტიკერის გაკვრისთვის ასე იხსენებს — "ამ დროს ერთმა ქალბატონმა დაიწყო ჩვენს თვალწინ სამართალდარღვევის ჩადენა. [...] მე არ დამიკავებია, ვუთხარი გამომყევი და გამომყვა", ამბობს დგებუაძე მზია ამაღლობელზე.
ცნობისთვის, ამაღლობელი პირველ ჯერზე 150-ე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს — იურისტების განმარტებით სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება მოქალაქე ამ მუხლის გამო დააკავონ.
დგებუაძე ჰყვება, რომ ერთ-ერთი დაკავებული იყო ძალიან აგრესიული, ნასვამი და აგინებდა პოლიციას. დგებუაძის თქმით, მან შეიტყო, რომ ხალხი ითხოვდა ამ დაკავების მიზეზების ახსნას და გადაწყვიტა, გასულიყო და აეხსნა.
"გავედი. გასვლის მომენტიდან ქალბატონი მზია მეკითხება, რომ მისი ოჯახის წევრები არიან დაკავებულნი. ვპასუხობ: გაბაიძე? მთვრალი რომაა? და დავაპირე წასვლა მოშორებით, სადაც იდგენ აქციის ლიდერები ამ დროს მოულოდნელად მქაჩავს პოლიციის ფორმაზე, ესეც ძალიან გამიკვირდა, გაოცებულმა შევხედე მის ხელს, ვაპირებდი შენიშვნის მიცემას, მაგრამ არ დამცალდა და გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში," — ჰყვება დგებუაძე (ტექსტს სოციალურ ქსელში პუბლიკას დირექტორი ზურა ვარდიაშვილი ავრცელებს).
შემდეგ დგებუაძემ სილის გაწვნის ინციდენტი გაიხსენა. მისი განცხადებით, ამაღლობელმა მას ერთხელ, მაგრამ საკმაოდ ძლიერად გაარტყა და მის მიერ განცდილი ტკივილი სასაცილოდ ეჩვენება საზოგადოებას. მან ისიც თქვა, რომ სილის გაწვნიდან 20 წუთის შემდეგ სარკეში ჩაიხედა და ლოყაზე სიწითლე ჰქონდა.
"ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად. ჩემს მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. კითხვა მაქვს ლოგიკური: სახეში როცა გირტყამენ, თავს გესხმიან... ქართულს კარგად ვსწავლობდი: თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს, მე განვიცადე ტკივილი.
თავდასხმის შემდეგ, 20 წუთი შენობაში არ შევსულვარ, რამდენიმე თანამშრომლებმა მითხრა, რომ "ლოყა წითელი მაქვს", "ყური წითელი მაქვს". ჩემს სამუშაო კაბინეტში შევედი და სარკეში რომ ჩავიხედე, მქონდა სიწითლე," — თქვა ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.
მანამდე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორი სხდომათა დარბაზიდან გააძევა, რომლებიც სხდომას იღებდნენ და ეთერში დროის დაყოვნებით გადასცემდნენ.
მოსამართლე სახელაშვილის მტკიცებით, ფორმულა პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ჟურნალისტის განმარტებით, გადაღება კანონით დადგენილი ნორმების დაცვით ხდებოდა. მოსამართლემ ჟურნალისტებს პროცესის გადაღების უფლება აღუკვეთა.
მზია ამაღლობელის პროცესზე ირაკლი დგებუაძეს დაკითხვა გრძელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები