პეტერ ფიშერი: დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება გერმანიაშიც მოხდება
ფოტო: IPN
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე რეგულაციის ამოქმედება გერმანიის შემთხვევაშიც მოხდება, "სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში". ამის შესახებ პეტერ ფიშერმა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენც ამ ნაბიჯს მივყვებით, რადგან ეს გასულ წელს ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო, შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის.
ეს თითოეულ სახელმწიფოში უნდა იყოს ინტეგრირებული ჩვენს საკუთარ სავიზო რეგულაციებში. ასე რომ, ზოგჯერ ამას ცოტა დრო სჭირდება, თუმცა ეს გერმანიის შემთხვევაშიც მოხდება. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში იქნება. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ამიტომაც ვუყურებთ საქართველოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად. ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, იზომება ევროკავშირის სტანდარტებით და რასაც მთელი გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, არის ის, რომ საქართველო არ უახლოვდება ევროკავშირს.
საქართველო უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს და მის სტანდარტებს ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიღებით, სხვა ქმედებებით, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და დეზინფორმაციის გავრცელებით და დეზორიენტაციით ევროკავშირის შესახებ. ევროკავშირზე ცუდად საუბრობენ. ასე რომ, თუ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რატომ საუბრობთ ასე ცუდად მასზე? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა რთულია.
ხოლო საერთაშორისო ურთიერთობებში, თუ ერთმანეთთან პრობლემა გვაქვს, რაღაც სიგნალები უნდა მივცეთ. დიპლომატებისა და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა საქართველოსთვის სიგნალია, რომ ჩვენი პერსპექტივიდან თქვენ ევროკავშირს შორდებით და, რა თქმა უნდა, ეს სანქციაა. ეს შედარებით მსუბუქი სანქციაა", — განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გუშინ, 8 მაისს გააუქმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები