15 მაისს, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართება — ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინს იწვევს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ორშაბათიდან ელის და პირადად დაელოდება რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სტამბოლში 15 მაისს.
"ხვალიდან ველით ცეცხლის შეწყვეტას — სრულ და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას. მკვლელობების გადადებას აზრი არ აქვს. და მე ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები არ მოძებნიან მიზეზებს, თუ რატომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება", — დაწერა ზელენსკიმ კვირას თავის Telegram არხზე.
გვიან საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ დაადასტურა სტამბოლში გამგზავრების განზრახვა და თქვა, რომ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დიპლომატიის საფუძველს წარმოადგენს, შესაძლოა მშვიდობას ბევრად უფრო მიუახლოვდეს.
"უკრაინა ამას დიდი ხანია გვთავაზობს და ჩვენი პარტნიორებიც გვთავაზობენ. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს. ჩვენ რუსეთისგან მკაფიო პასუხს ველით", — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა კიევს, დაუყოვნებლივ დათანხმდეს რუსეთთან თურქეთში მოლაპარაკებებს.
"პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება. ამის ნაცვლად, ის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრას სთავაზობს სისხლისღვრის შესაძლო დასრულების მოლაპარაკების მიზნით. უკრაინა ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს", — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
"ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და თუ არა, მაშინ ევროპელი ლიდერები და შეერთებული შტატები გაიგებენ, რა მდგომარეობაშია საქმე და შესაბამისად იმოქმედებენ", — დასძინა ტრამპმა.
კვირა დილით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობად ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას მოითხოვს. ეს იყო მისი პირველი რეაქცია ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომელშიც არსებითად უარყოფილი იყო დასავლეთის მოთხოვნები ორშაბათიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა შემოთავაზებული იყო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა მომავალ კვირას სტამბოლში.
"მკვლელობების გაგრძელებას ერთი დღითაც კი აზრი არ აქვს. ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას — სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისს და უკრაინა მზად იქნება შეხვედრისთვის", — დასძინა ზელენსკიმ.
შაბათს, კიევში ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთმა 12 მაისიდან ცეცხლი უნდა შეწყვიტოს, რათა უზრუნველყოს სამშვიდობო პროცესის დაწყება. მათი განცხადებით, თუ რუსეთი ამ წინადადებას არ მიიღებს, მის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ და განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ პოზიციას ეთანხმებოდა.
საპასუხოდ, პუტინმა ღამით განცხადება გააკეთა, რომელშიც უკრაინა დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინა შეთანხმებების დარღვევაში და არსებითად უარყო 30-დღიანი ზავის შეთანხმების მოთხოვნა. სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა კიევთან "პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის" ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში.
"ჩვენ ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებას ამ ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში", — განაცხადა პუტინმა საღამოს მიმართვაში, სადაც შეაჯამა გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიებების შედეგები.
რუსეთის ლიდერმა შესთავაზა პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება "წინაპირობების გარეშე" და განაცხადა, რომ ეს კეთდება "კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად“ და "ისტორიული პერსპექტივისთვის გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად".
კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დაურეკა და რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის მზადყოფნა დაადასტურა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები