როგორ ავრცელებენ პრორუსული ძალები დეზინფორმაციას — მაკრონის "კოკაინის" შემთხვევა
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თითქოსდა ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მატარებელში უკრაინაში გამგზავრებისას კოკაინის პაკეტს მალავდა. ვიდეოში ჩანს, როგორ იღებს მაკრონი ქაღალდს მაგიდიდან, რასაც ზოგიერთები კოკაინის პაკეტად აღიქვამენ.
ეს ინფორმაცია არასწორია და მიზანმიმართულად გავრცელდა პრორუსული და მემარჯვენე ექსტრემისტული ანგარიშების მიერ.
დეზინფორმაციის წყაროები:
ვიდეო თავდაპირველად გაავრცელეს ულტრა-მემარჯვენე აქტივისტებმა, მათ უადვილესად მიაწერეს მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, კოკაინის მოხმარება. მოგვიანებით ამავე სიცრუეს შეუერთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვაც.
მარია ზახაროვამ, სოციალურ ქსელ Telegram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ირონიულად მიუთითა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კეირ სტარმერი, შესაძლოა, კოკაინის მოხმარებაში იყვნენ ჩართული უკრაინაში ვიზიტის დროს.
"ევროპის ბედი გადაწყდება სრულიად დამოკიდებული პირების მიერ." — დაწერა ზახაროვამ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "კოკაინის არასტაბილურ მომხმარებლად" მოიხსენია. ასევე დაამატა, თითქოს დასავლეთის ერთ-ერთმა დიპლომატმა უთხრა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ევროპელ ლიდერებს შორის ჩვეულებრივი ამბავია.
ოფიციალური რეაქცია:
ელისეს სასახლემ ოფიციალურად უარყო ეს ბრალდება და განმარტა, რომ მაკრონის ხელში არსებული ნივთი ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცია. რაც შეეხება მერცთან არსებულ პატარა თეთრ საგანს, ის ჩვეულებრივი ჩაის კოვზია ან ჩხირი – და არა "კოკაინის კოვზი", როგორც ამას პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ.
საფრანგეთის წამყვანმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Libération-მა, დაადასტურეს, რომ ორივე შემთხვევა დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია. საუბარია მანიპულაციურ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს დასავლელი ლიდერების დისკრედიტაციას.
პარალელები საქართველოსთან:
ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, როგორ მუშაობს რუსეთის მიერ მართული ან მასთან თანხვედრაში მოქმედი საინფორმაციო მანქანა. იგივე მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება საქართველოშიც — ვიდეოების კონტექსტიდან ამოგლეჯა, დასავლური ძალების დისკრედიტაცია, ფსევდოსკანდალების შექმნა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ვირუსულად გავრცელება.
მაგალითად, ეს სიცრუე სწრაფად აიტაცეს საქართველოშიც და თითქოსდა სკანდალი გაავრცელეს, როგორც სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედიამ, ისე სხვადასხვა ფეისბუქმომხმარებლებმა:
ფეისბუქმომხმარებლის პოსტი
საქართველოში უკვე არაერთხელ გვინახავს მსგავსი სქემა: ე.წ. სკანდალური სიუჟეტები, რომლებიც შემდეგ თვეების განმავლობაში დადასტურდება როგორც ყალბი, თუმცა ზიანი უკვე მიყენებულია. მაკრონის შემთხვევა მხოლოდ ერთია ამ გლობალური დეზინფორმაციული კამპანიის გრძელი ჯაჭვიდან.
სწორედ ამიტომ, უმჯობესია ყოველთვის გადავამოწმოთ ინფორმაცია. ამაში ჩვენი მომზადებული მასალებიც დაგეხმარებათ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები