ELLE ხატია ბუნიათიშვილს წლის 9 ყველაზე გავლენიან შემსრულებელს შორის ასახელებს
ფოტო: Jean-Baptiste Mondino
"ხელოვანები, რომლებიც 2025 წელს კულტურას აყალიბებენ" — ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ახლახან მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა Elle-მა. გამოცემის მიერ დასახელებულ 9 ყველაზე გავლენიან შემსრულებელს შორის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც აღმოჩნდა.
"მათ ნიჭზე ლეგენდები დადის, ისინი საკუთარი ხელობის ნამდვილი ოსტატები არიან", — წერს ჟურნალი.
ოსტატ ხატია ბუნიათიშვილთან გამოცემამ მცირე ინტერვიუც ჩაწერა და პიანისტს შესრულების გამორჩეულ მანერაზე, გავლენისა და შთაგონების მნიშვნელობაზე და წინასაკონცერტო "რიტუალზე" ჰკითხა.
"როდესაც სცენაზე ხარ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გადმოსცე, რასაც იმ მომენტში განიცდი", — ამბობს ხატია, — "სულ ვამბობ ხოლმე, რომ როცა სცენაზე ვარ, ემოციურად ვშიშვლდები, რადგან მუსიკის მიღმა ვერ დაიმალები. მუსიკა შენს ყველა ემოციას და განცდას აღვიძებს. ყოველ კონცერტზე ვამბობ, თითქოს, ეს ჩემი უკანასკნელი კონცერტია, რადგან მინდა, მთლიანად შევიგრძნო ყველაფერი".
ფოტო: Khatia Buniatishvili / Facebook
გასული წელი ხატიასთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა: ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, მოგვიანებით კი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა. ქართველი პიანისტი მომავალ წელს კარნეგი-ჰოლშიც ბრუნდება სოლოკონცერტისთვის.
"გავლენა შთაგონებისგან განსხვავდება", — ეუბნება ხატია Elle-ს, — "ბევრს შთავუგონებივარ, მაგრამ გავლენებისთვის თავის არიდებას ვცდილობ, რადგან ხელოვნება ინდივიდუალიზმს ემყარება. კითხვის შენეული სტილი უნდა გქონდეს, გავლენა კი ვიღაცისგან მოპარვას ჰგავს".
უცხოეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიუხედავად, ხატია საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს და ეხმაურება. შარშან დეკემბერში პიანისტმა პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა და ძალოვანი უწყებების ძალადობრივი ქმედებებიც დაგმო.
შენს თვალებში დანახულ შინაგან ბავშვთან კავშირი გაწონასწორებაში გეხმარებაო, ეუბნება მუსიკოსი ჟურნალს პასუხად შეკითხვაზე, როგორია მისი წინასაკონცერტო "რიტუალი".
"წაძინება მიყვარს", — ამბობს ხატია, — "გონება ძალიან კარგ ფორმაში უნდა გქონდეს და როცა საკმარისად არ გძინავს, მეტად კონცენტრირება გჭირდება. ამას გარდა, უშუალოდ სცენაზე გასვლამდე ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვეხუტები. და ბოლო, რასაც ვაკეთებ, სარკეში ჩახედვა და იმაზე დაფიქრებაა, რას დავინახავ. [...] დარბაზის ოვაციები მიყვარს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ".
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები